მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7160.8
-0.0081
flag
AZN 1.5901
-0.0025
flag
CNY 39.109
-0.0081
flag
EUR 3.1114
-0.0163
flag
GBP 3.5949
-0.0192
flag
KZT 55.84
-0.0022
flag
TRY 0.0608
-0.0002
flag
USD 2.7025
-0.0041

რიგით მეოთხე ფილიალი - Big Sam's გაფართოებას განაგრძობს

news image

აღმაშენებლის ხეივანზე, №47-ში ახლახან გავხსენით ახალი ფილიალი , - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Big Sam's • ბიგ სემის დამფუძნებელმა ირაკლი გორდელაძემ განაცხადა.

„აღმაშენებლის ხეივნის №47-ში ახალი ფილიალი გავხსენით. ამ ნაბიჯისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით და შესაბამის ლოკაციასაც საკმაოდ დიდხანს ვეძებდით. ახალი მდებარეობა მნიშვნელოვნად ზრდის ხელმისაწვდომობას როგორც ადგილზე მომსახურების, ისე გამოძახების მიმართულებით, განსაკუთრებით დასავლეთ თბილისის მოსახლეობისთვის. ამასთან, ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გამავალი გზაა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა სრულიად ახალ სეგმენტზე გავსულიყავით. შესაბამისად, იმ მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე ვერ ახერხებდნენ სტუმრობას, უკვე შეუძლიათ როგორც ადგილზე მოსვლა, ისე პროდუქტის გამოძახება. ფილიალი თანამედროვე ამერიკულ სტილშია მოწყობილი, სრულად მომხმარებელზეა მორგებული და ვიზუალურად საკმაოდ შთამბეჭდავია “, - აღნიშნავს ირაკლი გორდელაძე.

Big Sam's-ის მენიუ უცვლელია და მოიცავს პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ სხვადასხვა სახის ბურგერს, ტაკოს, ბურიტოსა და ჰოთ-დოგს.

„მენიუ უცვლელია, მომხმარებელს ვთავაზობთ ამერიკული Street Food-ის კონცეფციაზე დაფუძნებულ ასორტიმენტს, რომელიც მოიცავს პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ სხვადასხვა სახის ბურგერებს, ტაკოს, ბურიტოსა და ჰოთ-დოგს “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მოთხოვნა და ინტერესი Big Sam's-ის საკვებზე სტაბილურად მზარდია.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში შედარებით გვიან შემოვიდა, ბაზარი სტაბილურად მზარდია. განსაკუთრებით მაღალი ინტერესით გამოირჩევა ახალგაზრდა აუდიტორია. ბავშვებისთვის და 40–45 წლამდე მომხმარებლებისთვის ეს კერძები უკვე კარგად ნაცნობი და მოთხოვნადია, რაც ადრე ნაკლებად იყო. მოთხოვნა მუდმივად იზრდება და თაობათა ცვლილებასთან ერთად კიდევ უფრო ფართოვდება იმ ადამიანების წრე, ვისაც მსგავსი ტიპის კერძები განსაკუთრებით იზიდავს.

ზოგადად, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ევროპაშიც, თუ წინა ათწლეულში უფრო პოპულარული შაურმა იყო, დღეს საგრძნობლად იზრდება ბურგერებზე მოთხოვნა, და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ Street Food საკვებად მიიჩნევა “, - აცხადებს ირაკლი გორდელაძე.

კომპანია სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს სხვადასხვა ქალაქში.

„ჩვენს სამომავლო გეგმებში გაფართოება შედის. გვინდა, ბათუმსა და ქუთაისშიც ვიყოთ წარმოდგენილები. შემდეგი წლიდან ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყებთ მუშაობას დავიწყებთ “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Big Sam's-ი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის თბილისის მასშტაბით 4 ფილიალს აერთიანებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ტკბილი“ მომხმარებელს განახლებულ და მრავალფეროვან სააღდგომო ასორტიმენტს სთავაზობს

30.03.2026.14:00

წელს, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელს პასკების უფრო მრავალფეროვან და განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი“ - ს დამფუძნებელმა სალომე ბიწაძემ განუცხადა.

„წელს, გასულ წელთან შედარებით, მომხმარებელს პასკების უფრო მრავალფეროვან და განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ. ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ხარისხი, რის უზრუნველსაყოფადაც პასკების წარმოებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს ვიყენებთ.

ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვთავაზობთ 500, 700 და 800 გრამიან პასკებს, ასევე ბრენდირებულ შეფუთვებს. ასორტიმენტში წარმოდგენილია კრაფინიც (ფენოვანი პასკა/კულიჩი), რომელიც კლასიკურ და იტალიურ პასკას შორის ერთგვარ ბალანსს ქმნის - მსუბუქად არომატიზებული სუნელებით, შედარებით მკვრივი და ნოტიო ტექსტურით, რაც მას გამორჩეულ გემოვნურ მახასიათებლებს ანიჭებს “, - აღნიშნავს სალომე ბიწაძე.

კომპანიამ პასკების გარდა, ფრანგული კრუასანების ასორტიმენტიც გააფართოვა.

მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ფრანგული კრუასანების ასორტიმენტი. აქამდე გვქონდა მხოლოდ ბენტო ტორტები, ახლა კი ვგეგმავთ ტორტების მასიურ გაყიდვას. ისინი მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი და არა მხოლოდ შეკვეთით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„ტკბილი“ სხვადასხვა კომპანიასთან აქტიურად თანამშრომლობს კორპორატიული მიმართულებით.

„ახალი წლის პერიოდში გვქონდა მრავალი წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა კომპანიასთან, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენი კომპანიის ზრდის დინამიკას. კომპანიები, რომლებსაც მომსახურება გავუწიეთ ახალ წელს, კვლავ დაბრუნდნენ და ახლა ვთანამშრომლობთ მათთან კორპორატიული მიმართულებით - ეს ჩვენი საქმიანობისთვის დიდი წარმატებაა. მოთხოვნა ამ მიმართულებით გაიზარდა და ჩვენი მათთან თანამშრომლობა აღარ არის მხოლოდ ერთჯერადი “, - აცხადებს სალომე ბიწაძე.

ინფორმაციისთვის, კომპანია ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილია ორი ფილიალით, რომლებიც მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: ცაგარელის 51 და კოსტავას 72 ნომერში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა