მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

რესტორანი „როიალ ტივი“ - აჭარაში ჩასულ ტურისტებს მდინარეზე გასეირნებას და ქართულ-ევროპულ სამზარეულოს სთავაზობს

news image

რესტორანი როიალ ტივი • Restaurant Royal Tivi - ეს არის რესტორანი, რომელიც მდინარეზე მოძრაობს. დასვენება და გემრიელი აჭარული თუ ევროპული კერძების მირთმევა ბათუმიდან 15 კილომეტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭახლისპირშია შესაძლებელი, სადაც რესტორანი „როიალ ტივი“ მდინარის ნაპირიდან 19 საათზე გადის და „ბორტზე“ მყოფ სტუმრებს ლამაზ ხედებს, გემრიელ კერძებს და ხშირად ცოცხალ მუსიკასაც სთავაზობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან რესტორან „როიალ ტივის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, თორნიკე დიასამიძემ განაცხადა, მდინარეზე რესტორანი უკვე წლებია არსებობს. ის, გარდა რეგულარული გასვლისა, მსურველებს დაკვეთითაც, მათზე მორგებულ დროში ემსახურება და სტუმრების დასვენებასა და განწყობაზე ზრუნავს. თუმცა ბიზნესი სეზონურია.

„რესტორანი „როიალ ტივი“ ბაზარზე 8 წელია ოპერირებს. რესტორანი სეზონურია — ის აპრილში იხსნება და ოქტომბრის ბოლომდე მუშაობს. ტივი მდინარეზე უფასოდ გადის დღეში ერთხელ, 19 საათზე, და 1 საათის განმავლობაში ჩვენს მგზავრებს სხვადასხვა სერვისს ვთავაზობთ. თუმცა, თუ ვინმეს გასვლა ინდივიდუალურად უნდა, ეს უკვე ფასიანი სერვისია და ამით ძირითადად უცხოელი ტურისტები სარგებლობენ“, - აცხადებს თორნიკე დიასამიძე.

ირკვევა, რომ ტივზე თითოეული სტუმრის საშუალო ხარჯი 60 ლარს შეადგენს (საკვები და სასმელები).

რესტორან „როიალ ტივის“ მფლობელის თქმით, ინდივიდუალურ სერვისებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდან ფიქსირდება. გარდა ტივისა, სტუმრებს კატერით გასეირნების საშუალებაც აქვთ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image m³ საბურთალოს პროექტში კომერციულ ფართებზე 15%-მდე ფასდაკლება გვაქვს - m²

15.07.2025.18:00


m³ საბურთალოს პროექტში კომერციულ ფართებზე 15%-მდე ფასდაკლება გვაქვს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიტა კიკნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა საკმაოდ კარგი პერიოდია კომერციული ფართების შესაძენად.

„შეთავაზების ფარგლებში, m3 საბურთალოს უბანში კომერციული ფართების შეძენა 15%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი. ცოტას პროექტის შესახებაც მოგიყვებით - ინოვაციური უბანი მარშალ გელოვანის გამზირსა და ბაქრაძის ქუჩებს შორის მდებარეობს და 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, უბანი საცხოვრებელ ზონასთან ერთად მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურას. პროექტი ჯამში 6 ფაზას მოიცავს და 14 კორპუსიდან 10 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია. კომერციული ფართები გვაქვს როგორც დასრულებულ, ასევე მშენებარე კორპუსებში“, - აცხადებს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, კომპანიის შეთავაზება საკმაოდ მომგებიანი ვარიანტია იმიტომ, რომ პროექტი 8000-მდე მუდმივ მაცხოვრებელს გააერთიანებს.

„პროექტის მასშტაბურობიდან და მაცხოვრებლების სიმრავლიდან გამომდინარე, აქ კომერციული ფართის შეძენა, ვფიქრობ, ურისკო გადაწყვეტილებაა და შესაბამისად, მოთხოვნაც საკმაოდ დიდია, ამ ეტაპზე ფართების 80%-მდე უკვე გაყიდულია. უბანში იცხოვრებს 8000-მდე მაღალმსყიდველუნარიანი ადამიანი და კიდევ უფრო მეტი იმოძრავებს, შესაბამისად, მათ ნებისმიერი ტიპის მომსახურება დასჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის ბიზნესი წარმატებით იმუშავებს - აფთიაქი, სუპერმარკეტი, სილამაზის სალონი, ბავშვთა გასართობი სივრცე, კაფე, ლაბორატორია, წიგნების მაღაზია და ა.შ“, - განმარტავს  კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა