მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

რესტორან „ეგნატეს“ მართვაში „ნამდვილი ჯგუფი“ შევიდა

news image

თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორანი „ეგნატე“ ადგილობრივ ბაზარზე 6 თვეა ოპერირებს.

როგორც Business Insider Georgia-ს „ნამდვილი ჯგუფის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, „ნამდვილი ჯგუფი“ ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით რესტორნის მართვაში ივლისიდან შევიდა.

„რესტორანი ცნობილი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს. გეტყვით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცნობილი მწერალი ფოთში მზარეულად მუშაობდა. გვაქვს სენტიმენტები რომ ეს წარსული და გამოცდილება გავაცოცხლოთ და ქართული სამზარეულო ახალ კონტექსტში წარმოვაჩინოთ“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე საავტორო სამზარეულოს განვითარების  ტენდენცია გაჩნდა.

„ამ რესტორანშიც კერძებს საკუთარი კონცეფციით მზარეული ჯაბა ჭიღლაძე ამზადებს. სრულიად განსხვავებული კონცეფციაა, ეს არის საავტორო სამზარეულო, რომლის დაგემოვნებითაც გვინდა ჩვენი სტუმარი ვამოგზაუროთ წარსულსა და მომავალში. ქართული სამზარეულო მსოფლიო კულინარიის მარგალიტია. „ეგნატე“ ახალი გამოძახილია გასტრონომიაში. საქართველოში საავტორო სამზარეულოს განვითარების ტენდენცია გაჩნდა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

„ეგნატეს„ ერთდროულად 50 სტუმრის მასპინძლობა შეუძლია. ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 10 ადამიანი.

„ნამდვილი ჯგუფი“ ფლობს რესტორან „ნამდვილს“ ასევე მისი მართვის ქვეშაა „დაკარგულ ქოხი“ ოქროყანაში და „სტეიკჰაუსი“ აბაშიძის ქუჩაზე.

„შესაბამისად „ეგნატეს“  საავტორო სამზარეულო ჩვენთვის ახალი გამოწვევაა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Fitch-მა GWP-ის მმართველი კომპანიის, Georgia Global Utilities-ის რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა

09.07.2025.10:00

Fitch Ratings-მა გააუმჯობესა Georgia Global Utilities JSC-ის (GGU) საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, და დაადასტურა კომპანიის IDR „BB-“ დონეზე.

შეფასების თანახმად, GGU-ის საინვესტიციო სტრატეგია კვლავ კონცენტრირებულია წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის განახლებაზე (დაკარგების შესამცირებლად), სატუმბი სადგურების მოდერნიზაციაზე(ენერგოეფექტურობის ზრდისა და მომხმარებლებზე ელექტროენერგიის მიწოდების გასაზრდელად), ასევე მრიცხველების სისტემისა და მომხმარებელთა მანიპულაციის გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესებაზე.

Fitch Ratings-ის შეფასებით, ჯგუფის შემოსავლების დაახლოებით 85% მოდის რეგულირებულ წყალმომარაგებასა და ნარჩენი წყლების მომსახურებაზე, რაც გამყარებულია ტარიფების პროგნოზირებადობით 2026 წლის ბოლომდე, თბილისში არსებული პოზიციით და ქსელური ინფრასტრუქტურის პირდაპირი მფლობელობით.

ცნობისთვის, Georgia Global Utilities (GGU) თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა (gwp) და ენერგეტიკული ობიექტების მმართველი კომპანიაა. GGU ფლობს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს 149 MWh ჯამური დადგმული სიმძლავრით: თეთრიხევიჰესს, ბოდორნაჰესს, საგურამოჰესსა და ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა წყალსაცავიან ჰიდროელექტორსადგურებს შორის.

2022 წლიდან კომპანიის 80%-იანი წილის მფლობელია ევროპის წყალმომარაგების ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი ესპანური კომპანია FCC Aqualia, ხოლო 20%-ს საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი" ფლობს.

ესპანური წყალმომარაგების კომპანია FCC Aqualia წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომელსაც FCC (51%) და IFM Investors (49%) ფლობს. Aqualia მომხმარებელთა რაოდენობით მეოთხე უმსხვილესი წყლის მენეჯმენტის კომპანიაა ევროპაში და მეცხრე მსოფლიოში. აქუალია ემსახურება 45.2 მილიონ მომხმარებელს 18 ქვეყანაში, კერძოდ: საქართველოში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკაში, ომანში, პერუში, პორტუგალიაში, კატარში, ალჟირში, საუდის არაბეთში, კოლუმბიაში, ჩილეში, ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ჩეხეთსა და რუმინეთში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა