მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

Reimagine the Ride - სერვისის, ინოვაციისა და გამოცდილების სინთეზი - „თეგეტას“ ახალი კონცეპტუალური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

news image

„თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარეობს, ახალი ინოვაციური სივრცე მომხმარებელს უკვე ელის. სრულიად განსხვავებულ გარემოში კომპანიამ სერვისი, დიზაინი და ბრენდის ისტორია გააერთიანა. შედეგად მომხმარებელი არა მხოლოდ პროდუქტის შეძენას ან მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებს, არამედ სრულიად ახალ უნიკალურ გამოცდილებას შეიძენს.  

სივრცე საბურავების უბანს მოარგეს, რომელიც ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარით არის აღჭურვილი. დიზაინერულად გააზრებული გარემო, სადაც მომხმარებელი, კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, თავს ბრენდის ნაწილად გრძნობს, უკვე ოფიციალურად გახსნილია. პრეზენტაციას, ჰოლდინგის წარმომადგენლებთან ერთად, 120 სტუმარი ესწრებოდა. 

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „გვინდოდა მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილება შეგვექმნა - შეგვეთავეზებინა უფრო მეტი ვიდრე სერვისი და პროდუქტია. ასე გაჩნდა კონცეფცია, რომელიც ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომას ცვლის და მულტიფუნქციურ შოურუმად გარდაიქმნება. პროექტის რეალიზაციაზე  არქიტექტურულ სტუდია Material Editors-თან ერთად ვიმუშავეთ. ამ თანამშრომლობამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ხედვა - ტრადიციული ავტოსერვისის გარდაქმნის შესახებ, აისახა არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ სივრცობრივადაც“. 

ახალი კონცეპტუალური ზონა ინტერაქციული ინსტალაციების თანხლებით გაიხსნა, რომელზეც ხელოვანმა გიორგი მოზგოვოიმ იმუშავა. 

საბურავებისა და ზეთის კასრებისაგან შექმნილი ნამუშევრები კი ქართული ბრენდის, „თეგეტას“ სათქმელს კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენდა, რომელიც Cutburo-მ შექმნა. მასვე ეკუთვნოდა მაგიდა მუსიკოსისთვის, სადაც dj Nicole უკრავდა.

ინოვაციური სივრცე თანამედროვე  საექსპოზიციო გარემოს შთაბეჭდილებას ქმნის. მინიმალისტური და ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინში ძირითადად გამოყენებულია მეტალისა და შუშის ფაქტურები, ნეიტრალური და თბილი განათებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაათვალიეროს საგამოფენო ზონები, სადაც „თეგეტას“ პარტნიორი საავტომობილო ბრენდების პროდუქტები და აქსესუარებია წარმოდგენილი. 

მომხმარებლებს ასევე ექნებათ წვდომა „თეგეტას“ ექსკლუზიურ მერჩზე, რომელიც ქართველი არტისტების მონაწილეობით სპეციალურად ამ კონცეფციისთვის შეიქმნა. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებულია იმით, რომ აერთიანებს ქართულ ვიზუალურ ხელოვნებასა და ავტომობილის მოყვარულთა კულტურას. მერჩის კოლექციაში შეხვდებით მაისურებს, ქუდებს, ქურთუკებსა და სხვა ნივთებს, რომლებზეც გამოყენებულია სპეციალურად შექმნილი ილუსტრაციები და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია უშუალოდ ამ სივრცეში, როგორც მომხმარებლის გამოცდილების ნაწილი. ასევე, ამავე სივრცეში მალე დაიწყება „თეგეტას“ ახალი პროექტი, Podcast by Tegeta, რომელიც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე მოგვითხრობს. ის შინაარსობრივად შოურუმის კონცეფციის გაგრძელებაა“, - ამბობს თეონა კოხოძე.  

Reimagine the Ride - ამ სლოგანით წარადგინა „თეგეტამ“ კონცეპტუალური სივრცე სტუმრების წინაშე და პირველმა შეცვალა ტრადიციული ავტოსერვისის მიდგომა. კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი პროექტი ბრენდის განვითარების ლოგიკური და სტრატეგიული გაგრძელებაა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტა“ ნამდვილად პირველია საქართველოში, ვინც ავტოსერვისის გარემოს ასეთი კონცეფციით წარადგენს, სადაც ტექნიკური მომსახურება მხოლოდ პროცესის ნაწილი კი არა, მომხმარებლისთვის შექმნილი სრულფასოვანი გამოცდილებაა. ამ მიმართულებით საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია Porsche Experience Center, სადაც სერვისი არ სრულდება ლოგისტიკით — ბრენდი იწყებს მომხმარებელთან ახალ ურთიერთობას და ამყარებს მასთან ემოციურ კავშირს. ჩვენი მიზანია, სერვისის გარდა, მომხმარებელს დამატებითი ღირებულებები შევთავაზოთ: გარემო, სადაც კომფორტი, ინფორმაციულობა და ბრენდთან კავშირი თანაბრად მნიშვნელოვანია“. 

„თეგეტა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მიზანი არა მხოლოდ ავტომობილების მომსახურება, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური ეკოსისტემის შექმნაა.

საბურავების თანამედროვე უბანი 

საბურავების ახალი უბანი ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი. ბალანსირებისათვის მაღალი სიზუსტის აპარატი გამოიყენება, რომელიც საბურავის წონით დისბალანსს მაქსიმალური სიზუსტით ადგენს. 

გარდა ამისა, დაშლა/აწყობის აპარატით ნებისმიერი პროფილის საბურავების სერვისია შესაძლებელი. სისტემის სპეციალური მექანიზმები დისკს დაზიანებისგან იცავს. 

ხაზგასასმელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - გათვალისწინებულია ოპერატორის უსაფრთხოება და ფიზიკური დატვირთვის შემცირება, რაც მომსახურებას უფრო სწრაფსა და სტაბილურს ხდის. 

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას

12.03.2026.18:00

Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე. 

„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა