მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ტარიფების სიმცირით საქართველო მესამე ადგილზეა - დავით ნარმანია

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, თემაზე - „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და გამოწვევები“.

მოხსენების ფარგლებში სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში არსებულ სიახლეებზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე.

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებაში, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების, ჯამში 1 მილიარდი ლარის ჩამოწერასთან დაკავშირებით.
„ენერგეტიკა არის ერთ-ერთი წამყვანი სექტორი ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, კერძო სექტორის მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი საინვესტიციო აქტივობა ფიქსირდება, ამასთანავე მაღალია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროსისტემის კომპონენტში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება. რამდენიმე დღის წინ, სემეკის საჯარო სხდომაზე დავამტკიცეთ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების ინვესტიციები, კერძოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჯამში, 2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება. ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გამოწვევები, რომლებიც რეგიონებში არსებობს და რომლის აღმოსაფხვრელადაც განხორციელდება მოცულობითი ინვესტიცია. ასევე, მასშტაბური ინვესტიციებია დაგეგმილი ბუნებრივი გაზის სექტორში - გაზგამანაწილებელი კომპანიები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სემეკთან შეთანხმებით, 300 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. საინვესტიციო გეგმები მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროექტებს.
სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტები სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე გვერ განხორციელდება. უნდა დასრულდეს ენერგეტიკაში ის ეპოქა, როდესაც ინვესტიციები აღიქმებოდა ნეგატიურ მოვლენად“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე:

„ყოველწლიურად ვაკეთებთ შედარებებს რეგიონისა და ევროპის ქვეყნებში არსებულ ტარიფებთან მიმართებაში, ენერგეტიკულად დაკავშირებული ვართ მეზობელ ქვეყნებთან, სწორად ამიტომაც ერთობლივ კონტექსტში ვიხილავთ ხოლმე. რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ტარიფების სიმცირით საქართველო მესამე ადგილზეა, ამის საფუძველია ის, რომ გვაქვს „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, ვსარგებლობთ შეღავათიანი ფასით“.

სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, მიმდინარე წელი აქტიური იყო ენერგეტიკის სექტორისთვის. „ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელდებოდა გაზიფიცირების პროცესი, ელექტროენერგიის ნაწილში მწვანე ენერგიის ობიექტები შეემატა სექტორს, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, 2026 წელს ვუმასპინძლებთ ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმს, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, აღნიშნული ფორუმი მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიციების მოზიდვისთვის“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa

15.12.2025.18:29

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული საახალწლო გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa Room Hotels-ში გამართული საახალწლო ღონისძიებების წარმდგენები არიან.

შეხვდით ახალ წელს Rooms Kazbegi-ში ელენე კალანდაძესთან ერთად და მოუსმინეთ ქართველ შემსრულებლებს. ორ-დღიანი საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბრის საღამოს დაიწყება და 1 იანვარს Day Party-ით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

შეთავაზების ფარგლებში, SOLO-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, SOLO Visa ბარათით გადახდისას, 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში მიიღონ 20%-იანი, ხოლო 1 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - 15%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება ვრცელდება 17 დეკემბრამდე დაჯავშნილ ოთახებზე.

ამასთან, SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მოქმედებს Rooms Batumi-შიც, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაატარონ ახალი წელი Stephane-სთან ერთად.

SOLO-ს მომხმარებლები, SOLO Visa ბარათით გადახდისას, ორი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში ისარგებლებენ 20%-იანი, ხოლო ერთი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - 15%-იანი ფასდაკლებით. ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა