მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

„გემო ფესტი“ ცნობადობის ზრდისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა - „სხვა კაფე“

news image

„გემო ფესტი“ შენი ცნობადობისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, ვფიქრობ, როცა რამეს აკეთებ და ყიდი, ხალხს უნდა დაანახო თუ რას აკეთებ, - აცხადებს გურიაში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე

სხვა კაფე, რომელიც ოზურგეთში ჭავჭავაძის 12 ნომერში მდებარეობს, 3 თვის უკან გაიხსნა და წარმატებით გაართვა თავი საქმეს  და უკვე „გემო ფესტში“ მონაწილეობისთვისაც მიიწვიეს. კაფის დამფუძნებელმა ლიკა ჩავლეშვილმა გამოწვევა მიიღო და საკმაოდ წარმატებულად წარდგა ფესტივალზე. 

„გემო ფესტის“ ფარგლებში ჩვენ სტუმრებს შევთავაზეთ შავი ზღვის მიდიები - შემწვარი.  ცოტა სარისკო ნაბიჯი იყო და გაამართლებდა თუ არა 50/50-ზე იყო. ჩვენთან ეს პროდუქტი დიდად არაა ცნობილი, არადა ჩვენია, შავი ზღვისპირეთისაა. ჩემი გათვლით, ფესტივალისთვის ორდღიანი მარაგი მოვამზადე, თუმცა ფესტივალის პირველივე დღეს სრულიად გავყიდეთ. ყველა კმაყოფილი დარჩა და რაც მთავარია ჩვენი კერძი თავისი გემოვნური თვისებებით საკმაოდ სასიამოვნოა. ერთხელ, რომ შეიძენ კიდევ რომ გინდა გასინჯო და შეიძინო. რეალურად ამხელა მოლოდინი არ მქონია და ძალიან კმაყოფილი ვარ. 

მიდიებს შეკვეთილში ადგილობრივი ფერმერისგან ვყიდულობთ და ამ დროისათვის მხოლოდ ჩვენზე მუშაობენ, რადგანაც დიდი რაოდენობით მიდიები არ ჰყავთ. ჩვენ ვახდენთ მის რეალიზებას.

ეს კონკრეტული კერძი სხვა კაფის მენიუში აქამდეც იყო, უბრალოდ ვიყენებდით სხვადასხვა ბრენდის ღვინოებს. „გემო ფესტისთვის“ კი გამოვიყენე გურული ღვინო „ნივე“ და ისეთი განსაკუთრებული გემო მისცა, რომ გადავწყვიტე, რომ ეს კონკრეტული ღვინო გახდეს მისი შემადგენელი ნაწილი და სხვა ღვინო აღარ გამოვიყენოთ. 

თავიდან ამ ფესტივალში მონაწილეობა არ მინდოდა, მაგრამ მეგობარმა დამარწმუნა და მართლაც კმაყოფილი ვარ. თუ სოციალურ ქსელში არ აქტიურობ შედეგები მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის. მთავარი მარკეტინგის წყაროც ესაა - თუ დაანახებ რას ყიდი გაყიდი, თუ არა შეიძლება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი იყოს, მაგრამ ვერავინ დაინახოს და ვერ გაყიდო. ვფიქრობ, რომ „გემო ფესტი“ ცნობადობისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. ვფიქრობ, როცა რამეს აკეთებ და ყიდი უნდა დაანახო ხალხს რას აკეთებ და არ გქონდეს იმის კომპლექსი ილაპარაკო იმაზე თუ რას აკეთებ და მაქსიმალურად სწორად მიაწოდო მომხმარებელს ინფორმაცია პროდუქტზე“, - აცხადებს „სხვა კაფის“ დამფუძნებელი. 

აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მჯერა, რომ მსგავს ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წარმატებისთვის და მიზნების მისაღწევად - „დოლაბი“

26.08.2025.19:00

გურული ფაცხა „დოლაბი“ „გემო ფესტში“ მონაწილეობით კმაყოფილია. 

„ჩვენ უკვე 4 წელია ბაზარზე ვართ, და ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. აქტიურად ვიღებთ შეკვეთებს სოციალური ქსელებით. ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს და ხშირად შეკვეთებსაც ვეღარ ვიღებთ, რადგან ფიზიკურად ვერ ვასწრებთ. განსაკუთრებით ზაფხულში ძალიან დატვირთულები ვართ. „გემო ფესტის“ განმავლობაში ჩვენს ლოკაციაზე სტუმრების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა. პირიქით - მოგვიწია სტუმრებისთვის უარის თქმაც, რის გამოც ყველას ფესტივალზე ვეპატიჟებოდით.

მჯერა, რომ თუ მსგავს ფესტივალებში მონაწილეობ, მეტ ახალ ადამიანს გაიცნობ და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიზნების მისაღწევად და წარმატებისთვის. ბევრ რამეზე რომ უარი მეთქვა, დღეს აქ არ ვიქნებოდი. მთავარია, რომ ასეთ გამოწვევებზე, უარი არ თქვა. არ ველოდით ამდენ სტუმარს და ასეთ გამოხმაურებას.

„გემო ფესტის“ სტუმრებს შევთავაზეთ ჩვენი საავტორო კერძი - ღორის ხორცი ჩაშუშული გურულ აჯიკასა და პრასის-მწვანე ხახვის სოუსში, მჭადის ჩიფსებით, რომელიც მზადდება გურული სუნელებით. ასევე წარვადგინეთ "დედს კექსი" - ძველი რეცეპტით მომზადებული კექსი. პირველივე დღეს ამოგვეწურა ორდღიანი მარაგი და მოგვიწია თავიდან შევსება.

ამ ფესტივალს დიდი ხანია ვადევნებდი თვალს და სულ მქონდა კითხვა, რატომ არ ტარდებოდა გურიაში. როდესაც გავიგე, რომ გურიაში ჩატარდებოდა, სიხარულით მივიღეთ მონაწილეობა და სამომავლოდაც აუცილებლად გავაგრძელებთ. ყველას ვურჩევ მონაწილეობას - ასეთი ფესტივალები მეწარმეებისთვის ნამდვილად არის განვითარების და ახალი შესაძლებლობების გზა,“ - ამბობს ეკა სალუქვაძე.

მისივე თქმით, „დოლაბისთვის“ 2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა - არსებობის ოთხწლიანი ისტორიის განმავლობაში ასეთი დატვირთული წელი ჯერ არ ჰქონიათ.

აღსანიშნავია, რომ 23-24 აგვისტოს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს გამოცდილმა შეფმზარეულებმა ტრენინგი ჩაუტარეს და შედეგად 13 მონაწილე შეირჩა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი გურული კერძები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა