მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

რძის ლაბორატორიამ საკუთარი მაღაზია გახსნა

news image

ამიერიდან რძის რძის ლაბორატორია - Milk Laboratory საკუთარ ფიზიკურ მაღაზიაშიც გაყიდის. კომპანიამ პირველი ბრენდირებული მაღაზია თბილისში, ვაჟა-ფშაველას 71 ნომერში გახსნა. რძის ლაბორატორიის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ასევე ონლაინ – "ვოლტის" და "გლოვოს" აპლიკაციების საშუალებით.

გასულ წელს, გაყიდვების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისთვის, რძის ლაბორატორიამ საკუთარ ვებგვერდზე – www.milklab.ge – ონლაინ გაყიდვები დაამატა.

„ასორტიმენტს დავამატეთ ჩვენივე პროდუქციით დამზადებული ჯანსაღი ხაჭოს დესერტი „სიროკი“. სამომავლოდ სხვა დესერტების დამატებასაც ვაპირებთ“, – განაცხადა Business Insider Georgia-სთან რძის ლაბორატორიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა მარიამ ჭუბაბრიამ.

მზარდი მოთხოვნის ფონზე, რძის ლაბორატორია მუშაობს ასევე ახალი საწარმოს გაფართოებაზე.

რძის ლაბორატორიის ასორტიმენტი შედგება 30-მდე სახეობის რძის პროდუქტისგან, რომელიც იყიდება "კარფურის" დიდ სუპერმარკეტებში, "ბლაუნშტაინში", "წისქვილის ბაზარში" და "გუდვილში". დღევანდელ მდგომარეობაში, რძის ლაბორატორია თავისი ტექნოლოგიებით, ჯანსაღი ნედლეულის მოხმარებითა და შესაბამისად – ჯანსაღი პროდუქციის გამოშვებით – ბაზარზე მართლაც რომ უკონკურენტოა.

რძის ლაბორატორია არის ყვარლის ბაგას პარტნიორი კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყვარლის ბაგა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფერმაა, 2000-ზე მეტი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხით და დაკომპლექტებულია საუკეთესო აღჭურვილობით.

რძის ლაბორატორიის პროდუქცია მზადდება მხოლოდ ყვარლის ბაგას უმაღლესი ხარისხის ნამდვილი რძისგან – ყოველგვარი ფხვნილის, დანამატის თუ კონსერვანტის გარეშე. კომპანიას გააჩნია ISO-ს სერტიფიკატი და HACCP-ის ევროპული სტანდარტები.

საცალო გაყიდვების გარდა, რძის ლაბორატორია თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Samzeo Hotels, "სკა", "სმარტი", "პარაგრაფი" და სხვ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა