მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

რჩევები მოგზაურებს - რას შეიძენ სამოგზაუროდ PLUS ბარათით?

news image

ზაფხული საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, ახალი ადამიანების, ადგილების, ისტორიების აღმოჩენისა და  თავგადასავლებისთვის.  გრძელი, მზიანი დღეები, დაუსრულებელი ხეტიალი, შემთხვევით ნაპოვნი ლამაზი ქუჩა, შენობა, კაფე, თუ ამბავი - მოგზაურობის გამორჩეული ემოციებია. უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, ალბათ, ხშირად იყენებთ Google Map-ს, რათა ზუსტად მიაგნოთ იმას, რასაც ეძებთ. კაფეში შესვლამდე კი მენიუებს და შეფასებებს ამოწმებთ - ასე იქცევიან გამოცდილი მოგზაურები. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სწრაფი ინტერნეტი ყოველთვის თან გქონდეთ.

ამაში კი როუმინგო დაგეხმარებათ,  თუ ინტერნეტ პაკეტს PLUS ბარათით შეიძენთ, 15%-იან ქეშბექს მომენტალურად მიიღებთ. ასევე იმ მომხმარებლებისთვის ვინც GOLD სტატუსის მფლობელია სასაჩუქრე კოდით 25%-იან ფასდაკლებაა ხელმისაწვდომი, რომლის მისაღებადაც როუმინგოს აპლიკაციაში Roamingo eSIM - პროფილის გვერდზე "გაიაქტიურე საჩუქარი"-ის ველში უნდა ჩაწეროთ სასაჩუქრე კოდი, რომელიც SMS შეტყობინებად მიიღეთ.   

Roamingo სამოგზაურო ინტერნეტის აპლიკაციაა. ინტერნეტ პაკეტის შეძენას და eSIM-ის ინსტალაციას სულ რამდენიმე წამში, უმარტივესად შეძლებთ, არ დაგჭირდებათ აეროპორტში რიგში ჩადგომა, რომ ფიზიკური ბარათი აიღოთ. თანაც, თუ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავთ, შეგიძლიათ, ევროპის ან თურქეთის ნებისმიერი ქალაქი მხოლოდ ერთი ინტერნეტ პაკეტით მოინახულოთ. ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად Roamingo-ს ინტერნეტი სწრაფია და მუშაობს შეუფერხებლად, eSIM-ის ინსტალაციას და სხვა დეტალების ნახვას ამ ბმულზე შეძლებთ.

კიდევ რა შეიძლება დაგჭირდეთ სამოგზაუროდ? 

თავის მოვლის საშუალებები

სამოგზაურო ჩანთაში ყოველთვის უნდა იდოს თავის მოვლის საშუალებები, ყველა თქვენი საყვარელი ნივთის თან წაღებას ვერ შეძლებთ, ამიტომ შეგიძლიათ, სპეციალური სამგზავრო ნაკრები შეიძინოთ. თუ ჯიპისისფარმადეპოს ან ქალთა ბედნიერებას ესტუმრებით, არჩევა არ გაგიჭირდებათ. PLUS ბარათით გადახდისას  კი გაორმაგებულ PLUS ქულებს მიიღებთ. PLUS ქულებს შემდეგ სასურველ ნივთებში გადაცვლით, ან თუ უფრო დიდი მიზნები გაქვთ, PLUS დაბადების დღისთვის შეინახავთ. 

სამგზავრო ჩანთა

სამგზავრო და არა მხოლოდ სამგზავრო ჩანთების ფართო არჩევანი ორგსერვისში ან გეფერინში დაგხვდებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ წასაღები ჩანთის ზომები და ეცადეთ შეარჩიოთ პატარა, მაგრამ მულტიფუნქციური მოდელი. ამ მაღაზიებში PLUS ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტი ქულა დაგიგროვდებათ.

ათასი წვრილმანი

თუ ზუსტად არ იცით, რა გჭირდებათ, აუცილებლად ეწვიეთ OnePrice-ს, რომლის დახლების თვალიერებისას ზუსტად მიხვდები, რა უნდა წაიყოლოთ თან მოგზაურობისას. ხელმისაწვდომ ფასებთან და მრავალფეროვან არჩევანთან ერთად PLUS ბარათით აქ 5-ჯერ მეტ ქულას მიიღებთ. 

ასე რომ, მოემზადეთ თავგადასავლებისთვის PLUS ბარათთან ერთად. შეიძინეთ მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები და დააგროვეთ ქულები. PLUS ბარათის ყველა შეთავაზებას ამ ბმულზე ნახავთ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვგეგმავთ ახალი სერვისების დამატებას, რომელიც უპასუხებს როგორც საოჯახო, ისე კორპორატიული და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებს - Dialog Kokhta

30.07.2025.12:00

Dialog Kokhta ბაკურიანში მდებარე სასტუმროა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორს მირანდა კარას ესაუბრა.


“სასტუმრო Dialog Kokhta დაარსდა 2020 წელს და მდებარეობს ბაკურიანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და კომფორტულ ლოკაციაზე კოხტას სასრიალო ტრასიდან, 300 მეტრის დაშორებით. რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ზამთრის ტურიზმისთვის.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 134 აპარტამენტს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს - სტანდარტული, პრემიუმ და საოჯახო ოთახებით. თითოეული ნომერი აღჭურვილია სრულფასოვანი სამზარეულოთი, სარეცხის მანქანით, გაზქურით, მაცივრითა და სხვა საჭირო ტექნიკით, რაც ვიზიტორების მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

„დიალოგი კოხტაში“ დამსვენებლებს ასევე დახვდებათ რესტორანი "მარილი", სადაც წარმოდგენილია ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს უნიკალური სინთეზი. საბავშვო სივრცე და გასართობი ოთახი, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ოჯახებისთვის. სასტუმროს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა მიმზიდველია, როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული და ტურისტული ჯგუფებისთვის “, - ამბობს მირანდა კარა.

კომპლექსის მიმართ ინტერესი ნებისმიერ სეზონზე სტაბილურად მზარდია.


„სასტუმროს მიმართ მომხმარებელთა დაინტერესება სტაბილურად მზარდი ტენდენციით ვითარდება. როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში სასტუმრო მაღალი დატვირთულობით ოპერირებს. მომხმარებელთა პროფილი კი მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებით მაღალი ინტერესია: GCC (არაბული ნახევარკუნძულის) ქვეყნებიდან, CIS ქვეყნების ტურისტების მხრიდან. სეგმენტირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს უკეთ შევუთავსოთ სერვისები სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებს “, - აცხადებს გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი.

სასტუმროს სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ერთ-ერთი მთავარი კი ადგილმდებარეობაა.

„დიალოგი კოხტას" კონკურენტული უპირატესობებია:

საუკეთესო ადგილმდებარეობა- სასტუმრო განთავსებულია ბაკურიანის ცენტრში, კოხტას სასრიალო ტრასიდან 300 მეტრში, რაც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის სათხილამურო სპორტის მოყვარულებს;

სრულად აღჭურვილი აპარტამენტები, მრავალფეროვანი ნომრის კატეგორიები, კი უზრუნველყოფს ფართო არჩევანს ნებისმიერი ბიუჯეტისა და საჭიროების მომხმარებლისთვის;

24/7 მხარდაჭერა, რაც ქმნის უსაფრთხო და ყურადღებიან გარემოს სტუმრებისთვის; მაღალი ხარისხის კვება, რომელსაც უზრუნველყოფს რესტორანი "მარილი" “, - განმარტავს მირანდა კარა.

Dialog Kokhta სამომავლოდ ახალი სერვისების დამატებას გეგმავს, რომელიც უპასუხებს როგორც საოჯახო, ისე კორპორატიული და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებს.


„დიალოგი კოხტას" ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია გაფართოება და სერვისების დივერსიფიკაციაა. კომპანია მუშაობს დამატებითი შესაძლებლობების დანერგვაზე, რათა მაქსიმალურად მოერგოს მომხმარებელთა მზარდ და ცვალებად მოთხოვნებს.

სამომავლო გეგმებში შედის, ახალი სერვისების დანერგვა, რომელიც უპასუხებს როგორც საოჯახო, ისე კორპორატიული და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებს, პარტნიორობის განვითარება ტურისტულ სააგენტოებთან და საერთაშორისო პლატფორმებთან.

სტუმართმასპინძლობის განსაკუთრებული ხედვით, და მაღალი ხარისხის სერვისით, ჩვენს სტუმრებს საუკეთესო შთაბეჭდილებების შექმნას ვპირდებით “, - აღნიშნავს გაყიდვების, შემოსავლებისა და რეზერვაციის დირექტორი.

ცნობისთვის, სასტუმრო ბაკურიანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა