რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძემ და Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტმა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას, რომლის საშუალო მაჩვენებელმა 2025 წელს 7,5% შეადგინა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგნოზირებადი გარემოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ დაბალ საგადასახადო განაკვეთებს და იმ ინიციატივებს, რომლებსაც ხელისუფლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია - "ბანგურიანი მესტიაში"
04.02.2026.16:12
მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. უკვე ვიღებთ ზაფხულის ჯავშნებს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა.
"ზამთარში საკმაოდ დატვირთულები ვიყავით. ახალი წლის პერიოდში სასტუმრო სრულად სავსე იყო და დაახლოებით 10 დღის განმავლობაში განსაკუთრებულად ბევრი სტუმარი გვყავდა. თუმცა მომდევნო პერიოდში, გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ბევრი ჯავშანი გაუქმდა.
მოთხოვნა, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. უკვე ვიღებთ ზაფხულის ჯავშნებს - მაისისა და ივნისის თვეები ძირითადად დაჯავშნილია, დაკავებულია ივლისის თვის ზოგიერთი თარიღებიც.
ძირითადად, ჭარბობენ უცხოელი სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, კორეა, რუსეთი. ამ სეზონზე ჯავშნებს ძირითადად ბუქინგიდან ვიღებთ.
ნოემბერში ჩავატარეთ პატარ-პატარა სამუშაოები ფასადსა და ოთახებში. გაზაფხულისთვის კი ვგეგმავთ ახალ სამუშაოებს, რაც მოიცავს აუზისა და საუნის დამატებას “, - აცხადებს ლაშა ჯაფარიძე.
ცნობისთვის, სასტუმრო „ბანგურიანი“ მდებარეობს ქალაქ მესტიის ცენტრში, შემაღლებულ გორაზე.