რატომ დაიწყო GCCA-მ 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 სამშენებლო კომპანიის მიმართ მოკვლევა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო.
მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მომართვა წარმოადგენდა, რომელშიც მითითებული იყო, რომ სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, შესაბამისობაში არ იყო, ან არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჭიროებდა.
კერძოდ, ტენდერებზე დაკვირვების შედეგად, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც - შპს „ჯეოექსპერტის“, შპს „ზაისი და კომპანიის“, შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის“, შპს „ინსპექტ-ას“, შპს „ოპტიმალ გრუპ+ის“, შპს „ექსპერტ ჰაუსის“, შპს „სქაისქეიფერის“, შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“, შპს „ქრიზოლითი+ის“, შპს „მშენ-ექსპერტი+ისა“ და შპს „მეგამშენის“ მხრიდან, 2022-2025 წლებში, რაჭის, სამეგრელოს, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით სავარაუდო შეთანხმებულ ქმედებებს შეეხებოდა.
სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, მართლაც გამოვლინდა ცალკეული გარემოებები, რაც ქმნიდა გონივრულ ეჭვს, რომ ეკონომიკურ აგენტთა შორის შესაძლებელი იყო, ადგილი ჰქონოდა შეთანხმებულ ქმედებას, რის შემდეგაც GCCA-მა მოკვლევა დაიწყო.
მიმდინარე წელს, სააგენტომ, ჯამში, 3 მოკვლევა დაასრულა, საიდანაც ორ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კი არასამართლიანად მაღალი ფასების გამოყენების ფაქტები დადგინდა. ერთი მოკვლევის შემთხვევაში კი დარღვევა არ დადასტურდა. ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე.
სხვა სიახლეები
ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური პროდუქტია, რომლის ანალოგიც ბაზარზე არ არსებობს - JRB - ჯეიარბი
04.12.2025.12:00
კომპანია JRB – ჯეიარბი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს, გიორგი ბიჭიაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
კომპანია JRB – ჯეიარბი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც 7 წლის წინ შეიქმნა იმ იდეით, რომ ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე გემოვნებას შორის უნიკალური ხიდი აეშენებინა. ბაზარზე ჩვენი პროდუქცია აქტიურად იყიდება, მათ შორის საქართველოს საჰაერო და სახმელეთო DUTY FREE ზონებშიც, სადაც უცხოელი და ადგილობრივი მომხმარებელი ერთნაირი ინტერესით ეცნობა ბრენდს.
მომხმარებლებს ვთავაზობთ სასმელებს, რომელთა ანალოგი არ არსებობს — გამორჩეული გემოებით, რომლებიც 8000-წლიანი ქართული ღვინის ისტორიასა და მემკვიდრეობას გადმოსცემს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას და ინტერესს ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა ბოლო წლებში სტაბილურად მზარდია. მომხმარებლები აქტიურად ეძებენ პროდუქტებს, რომლებიც ხარისხის გარდა განსაკუთრებულ ისტორიასაც ატარებენ და ისინი სწორედ ამაში ხედავენ ჩვენი ბრენდის ღირებულებას. Duty free -ში და ტურისტულ სივრცეებში კი განსაკუთრებით ჩანს უცხოელი მგზავრების ინტერესი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ქართულ ბრენდს გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
JRB-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის უნიკალური პროდუქტი, რომლის ანალოგიც ბაზარზე არ არსებობს.
ჩვენი ძლიერი მხარეებია:
როგორია JRB-ის სამომავლო გეგმები?
მომავალი რამდენიმე წელი JRB-სთვის აქტიური განვითარების ეტაპია. ვგეგმავთ: