რატომ არ დაიწყო კონკურენციის სააგენტომ „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმეზე მოკვლევა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი, შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და 11³ (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
საკითხი შეეხებოდა - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს, სააგენტოში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს, არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი.
შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
2023 წელს, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო: რედ-კო მენეჯმენტ გრუპის, ყაზბეგი 1881, ი/მ ნუნუ კინწურაშვილის, შპს რეტკოს და მედ ფარმას გრუპის საქმეებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.