მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

რას სთავაზობს LoveStars მომხმარებელს და როგორია ბრენდის სამომავლო გეგმები

news image

LoveStars არის ქართული ბრენდი, რომლის ისტორია 2019 წლიდან იწყება. კონცეფცია სიმარტივისა და ჰარმონიულობის ერთობლიობას გულისხმობს, რომლის მეშვეობითაც  LoveStars მომხმარებელს პრაქტიკულ და გამორჩეული დიზაინის კოლექციებს სთავაზობსროგორც ბრენდის თანადამფუძნებელმა სალი სულთანიშვილმა Business Insider Georgia -ს განუცხადა ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. 

 

ჩვენ ვქმნით ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს, როგორიც არის კოსმეტიკისა და ლეპოტოპის ჩანთა. ჩვენი კოლექციები იცვლება სეზონის მიხედვით შესაბამისად ასორტიმენტიც “, - აცხადებს ბრენდის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

ბრენდის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მუდამ მზარია, რასაც ასორტიმენტის მრავალფეროვნება განაპირობებს.

 

დაახლოებით, 5 წელია რაც ქართულ ბაზარზე აქტიურად ვოპერირებთ და მოთხოვნა ჩვენს ბრენდზე დროსთან ერთად სულ იზრდება. გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ბრენდის დაარსებიდან დღემდე ჩვენს აქტიურ მომხარებლებად რჩებიან. ვფიქრობთ ამ ყველაფერს განაპირობებს ის რომ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხარებლის აზრს, ასევე მუდმივად ვცდილობთ რომ პროდუქცია მრავალფეროვანი და განსხვავებული იყოს “, - ამბობს ბრენდის ბრენდის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

ბრენდის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის საავტორო პრინტების გამოყენებით შექმნა და მაღალი ხარისხია. 

 

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ხარისხი და საავტორო პრინტები. ვფიქრობთ ამით ყოველთვის გამოგვარჩევს მომხარებელი “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

LoveStars - ის სამომავლო გეგმები საკმაოდ მრავალფეროვანია. იგეგმება, როგორც ასორტიმენტის, ასევე საექსპორტო ბაზრების გაფართოება.

 

სამომავლოდ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი ბრენდი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზარზე.  LoveStars შესაძლოა სხვა მიმართულებითაც განვითარდეს და არსებულ კოლექციას დაემატოს, როგორც მამაკაცის, ასევე ბავშვის ხაზი და სახლის დეკორის აქსესუარები ჩვენი პატერნებით “, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი სალი სულთანიშვილი.

 

ცნობისთვის, LoveStars-ის მაღაზია მდებარეობს თბილისში, მისამართზე: დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა N22. მაღაზია ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე .

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის

30.01.2026.18:21

აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.

ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.

,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა