მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

რას სთავაზობს Hamptons & Soles მომხმარებლებს და როგორია კომპანიის გეგმები 2025 წლისთვის

news image

ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანია Hamptons & Soles  ჰემფთონს & სოულს ხუთ წელზე მეტია, რაც ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insider Georgia- Hamptons & Soles-ის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი ესაუბრა. მისი თქმით, კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი რესტავრატორებისგან, რომელთაც საქმიანობა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეისწავლეს.

ხელობა შევისწავლეთ გერმანიაში 2018 წელს, სადაც ადგილზე ვიყავით ჩასულები. Colourlock არის ტყავის რესტავრაციის კომპანია და სწორედ იქ შევისწავლეთ საქმიანობა და მივიღეთ სერტიფიკატები. ხუთი წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე დაახლოებით, სამჯერ გვყავდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოწვეული სპეციალისტები ევროპიდან და ასევე, ჩვენც ვიყავით შემდეგ უკვე საფრანგეთში, იტალიაში  და ავიმაღლეთ კვალიფიკაცია. ინდუსტრია აღმოჩნდა ისეთი რომ სწრაფად ვერ ისწავლი. ამიტომაც, ბევრი პრაქტიკა და თეორიის ცოდნაა საჭირო. ამ პერიოდის განმავლობაში, შეგვიძლია ვთქვათ რომ ზუსტად იმ დონეზე ვართ, რა დონეზეც მთლიანად მსოფლიოში საუკეთესო სახელოსნოები არიან ამ მომენტისთვის. გნებავთ, ისეთი ცნობილი მოდის სახლების სახელოსნოები  ავიღოთ როგორიც ,,პრადას", ,,შანელს" აქვს ან მილანში საუკეთესო რესტავრაციულ ცენტრს. ნებისმიერის დონეზე შეგვიძლია უკვე ჩვენც რესტავრაციების კეთება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი.

ამჟამად, კომპანია სამ ლოკაციაზე მდებარეობს. აქედან, ორი მიმღები პუნქტია, ერთი კი სახელოსნო.

„2022 წელს გავხსენით რუსთაველზე, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩვენი ბიზნესი. გვქონდა ერთი ფილიალი. შემდეგ, ერთ წელიწადში მივამატეთ ვაკეში, აქსისში მიმღები პუნქტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დღესდღეობით გვაქვს ორი მიმღები პუნქტი - რუსთაველი და აქსისი და ერთი ცალკე მდებარე ქავთარაძეზე დიდი სახელოსნო, სადაც ამ მიმღებ პუნქტებში ვიღებთ ნივთებს, მიგვაქვს სახელოსნოში ვაკეთებთ და ვაბრუნებთ უკან“, - ამბობს ირაკლი ბაღოშვილი.

მეტად საინტერესოა კომპანიის სახელის ისტორია, რომელიც ინგლისის ერთ-ერთ ქალაქს უკავშირდება.

სახელი წამოვიდა იქედან, რომ  Northampton არის ინგლისში  ქალაქი, სადაც რამდენიმე საუკუნეა, თაობიდან თაობას გადაეცემა ძვირფასი ხელნაკეთი ტყავის წარმოების კულტურა. ფეხსაცმლის მწარმოებლები არიან ძალიან ცნობილი სახლები: Crockett & Jones, Edward Green და .. ძალიან ძვირი ძაფით ხდება ფეხსაცმლის ხელით კერვა. დღესდღეობით აღნიშნული სახლები შეძენილი აქვს ,,პრადას" და მსგავს ცნობილ ბრენდებს. ჩვენ  შევამოკლეთ და დავირქვითჰემფთონსი“, მეორენაწილი კისოულს“, ინგლისური შესატყვისიდან გამომდინარე შევუსაბამეთ.  ვთვლით, რომ ფეხსაცმლის მოვლა იწყება ძირიდან. შესაბამისად, ეს ორი ნაწილი შევაერთეთ. ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა და სულ ვუხსნით ხოლმე“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიას ბაზარზე განსაკუთრებით ხარისხი და ცოდნა გამოარჩევს.

კონკურენტულ უპირატესობად პირველ რიგში მივიჩევთ იმას რომ ჩვენ ეს საქმიანობა პროფესიონალურ დონეზე შევისწავლეთ და არ ვართ თვითნასწავლნი. ვიყენებთ უმაღლესი დონის კოსმეტიკას, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა ცნობილი ბრენდების სახელოსნოებში. მაგალითად, ,,შანელის" სახელოსნოში რომ მიხვიდეთ ზუსტად იგივე ტექნოლოგიით, ზუსტად იგივე კოსმეტიკით შეგიკეთებენ ნივთს.  შემიძლია ვთქვა რომ დიდი გამოცილდება დაგვიგროვდა კონკრეტულად ამ ლაქშერისეგმენტის რესტავრაციის მიმართულებით. ეს ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობაა. ახლა, ვინც არ უნდა დაიწყოს ბიზნესი ჩვენ ხუთი წლით წინ ვიქნებით მუდამ“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი.

Hamptons & Soles ჰემფთონს & სოულს-  სამომავლოდ, ტანსაცმლის ქიმწმედნის დამატებას გეგმავს.  

,,ვგეგმავთ,  ქიმწმენდის გაკეთებას. ალბათ, 2026 წლიდან უკვე ტანსაცმლის ქიმწმენდა გვექნება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

საქმიანობა დავიწყეთ 2022 წელს. მანამდე გვქონდაავტო-დითეილინგცენტრი, სადაც კეთდებოდა ავტომობილის ტყავის სალონები. იქ მოვიდა ერთ-ერთი მომხმარებელი და გვითხრა თუ გავაკეთებდით ,,შანელის" ჩანთას. გავაკეთეთ და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ასე დაიწყო Word-of-Mouth-ით თავისი მეგობრები, ახლობლები  და წამოვიდა დიდი ნაკადი დაინტერესების ძირითადად, ჩანთებზე, შემდეგ  ფესხაცმელებზე.  ბაზრის პოტენციალი შევაფასე. საკმაოდ დიდი ბაზარი იყო და უკვე 2022 წელს გამოვყავი ეს საქმიანობა და ცალკე დავაფუძნეჰემფთონს & სოულს“. დაბადების თარიღად, მაინც 2022 წლის ივლისს მივიჩნევ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ბაღოშვილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა