პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია - Fredo Handmade
Fredo Handmade ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან მოქმედი ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების წარმოებაში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს სოფი უზნაძეს ესაუბრა.
„Fredo Handmade შეიქმნა 2015 წელს. ვაწარმოებთ ხის და ტყავის კომბინაციით შექმნილ ხელნაკეთ ჩანთებს, მოხატული და მოქარგული თემატიკით “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. თვის განმავლობაში დაახლოებით 100-150 ჩანთის რეალიზება ხდება. სადღესასწაულო დღეებში კი ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.
„დაწყების დღიდან მოთხოვნადია ჩვენი პროდუქცია. განსაკუთრებით, პერსონალური ნახატებით დამზადებული ჩანთები, რომელიც უნიკალურს ხდის ხელით მოხატულ ნამუშევრებს. თვის განმავლობაში დაახლოებით, 100-150 ჩანთის რეალიზაციას ვახდენთ “, - აღნიშნავს სოფი უზნაძე.
ბრენდს სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და განსხვავებული დიზაინია.
„ჩვენი კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პერსონალური დიზაინით დამზადებული ჩანთები და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.
ბრენდმა სულ ახლახანს ასორტიმენტი გააფართოვა და მომხმარებელს ხელნაკეთი ხის ალბომი შესთავაზა. გარდა ამისა, Fredo Handmade აქტიურად ფიქრობს ექსპორტის საკითხზეც.
„მომხმარებელს ახალი პროდუქტი შევთავაზეთ ხელნაკეთი ხის ალბომის სახით, რომელიც მოგონებებს ინახავს. ჩანთების ახალი კოლექციის წარდგენას სექტემბრის დასაწყისში ვგეგმავთ. გვაქვს ექსპორტთან დაკავშირებული შემოთავაზება საფრანგეთსა და ამერიკაში, რომელსაც აქტიურად განვიხილავთ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარებას და სიახლეების დანერგვას “, - განმარტავს ბრენდის დამფუძნებელი სოფი უზნაძე.
ცნობისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
06.06.2025.12:44
შუხმან ვაინსის რჩეულმა ღვინოებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი მაღალი ხარისხი, ქვევრში ღვინის დამზადების უნიკალური 8000 წლიანი ტექნოლოგია, ქართული ვაზის უნიკალური მახასიათებლები და მიიღო საერთაშრისო ღვინის სექტორის უმაღლესი რეკომენდაცია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ წლიდან წლამდე ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, რაზეც მოწმობს საერთაშრისო ღვინის ექსპერტების უმაღლესი შეფასებები და რეკომენდაციები. ეს კიდევ ერთი აღიარებაა ქვევრის ღვინის როგორც ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ასევე ყურძნის ენდემური ჯიშობრივი შეფასება და აღიარება.
ქართული ღვინო იპყრობს მწვერვალებს. მისი გრძელვადიანი შენარჩუნება კი მხოლოდ მუდმივ სწორ ტექნოლოგიურ მიდგომებში და მაღალ ხარისხშია! აცხადებენ კომპანიაში.
შუხმანის და ვინოტერას ბრენდის ღვინოებმა საერთაშორისო IWSC 2025 ის კონკურსზე ოქროს და ვერცხლის ჯილდოები მიიღო;
კერძოდ, ოქრო - ვინოტერას ბრენდის მწვანე 2022 / VINOTERRA MSTVANE WHITE DRY 2022 – GOLD MEDAL
ვერცხლი - შუხმანის ბრენდის მუკუზანი 2023 / SCHUCHMANN MUKUZANI RED DRY 2023 – SILVER MEDAL
The IWSC ჯილდო არის უმაღლესი საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო ღვინისა და ალკოგოლური სასმელების ინდუსტრიაში;
IWSC გამარჯვება კი ნიშნავს შუხმანის და ვინოტერას ღვინოების კიდევ ერთ აღიარებას მსოფლიო გლობალურ ღვინის ინდუსტრიაში;
IWSC უმაღლესი ჯილდო კი ნიშნავს ქართული ღვინოების პოპულარიაზაციას მსიოლიო ღვინოების დიდი ინდუსტრიაში;
1969 წლიდან IWSC მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მაღალ რეიტინგული ღვინის კონკურსია. გამორჩეული მკაცრად სტრუქტურული სადეგუსტაციო პროცესით. კონკურსზე მიღებულ ღვინოებს სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტირებული ექსპერტები აფასებენ.
IWSC მედლის ნახვა ღვინის ბოთლზე ნამდვილად ნიშნავს პროფესიონალებისა უმაღლეს რეკომენდაციას და მომხმარებლებისთვის სანდოობას.
IWSC მედალი არის ინდუსტრიის მიერ აღიარებული დამტკიცების ბეჭედი.