რას სთავაზობს FantastiClean Georgia მომხმარებელს
FantastiClean Georgia არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ, მრავალჯერადი გამოყენების, უმაღლესი ხარისხის მიკროფიბერის რულონებს, ნაჭრებსა და ტილოებს. Business Insder Georgia, კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, FantastiClean Georgia-ს დამფუძნებელს ირაკლი ზამბახიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
FantastiClean Georgia ფლობს ექსკლუზიურ უფლებას საქართველოსა და სხვა ბევრ ქვეყანაში ჩამოიტანოს და შემდგომ რეალიზაცია განახორციელოს ეკომეგობრული მიკროფიბერის რულონზე თუ სხვადასხვა FantastiClean-ის პროდუქციაზე. ამ ეტაპზე კომპანიის მიმართულება დასუფთავების სფეროა, სადაც ბიზნესს და საზოგადოებას ვთავაზობთ ეკომეგობრულ, ანტიალერგიულ, მრავალჯერადი გამოყენების უმაღლესი ხარისხის მიკროფიბერის რულონებს, ნაჭრებს, ტილოებს. საქართველოში საქმიანობა სულ 8 თვეა დავიწყეთ და ამ პერიოდის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს და დიდი წარმატებით ვახდენთ რეალიზაციას. იქნება ეს ბიზნესის სეგმენტი თუ საყოფაცხოვრებო ცალკე მოხმარება.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
როდესაც საქმიანობა დავიწყეთ ზუსტად ვიცოდით რა პრობლემის წინაშე იდგა საქართველოს ბაზარი ამ კუთხით და რა სტანდარტულ პრობლემებს წავაწყდებოდით მოლაპარაკებების პროცესში. როგორც ბიზნესს, ასევე ცალკე ადამიანების უმეტესობას არ აქვთ ინფორმაცია თუ რას ნიშნავს მწვანე სივრცე, მწვანე პროდუქცია, ბიოდეგრადირებადი, ეკომეგობრული. ზოგს ეს მწვანედ შეღებილი სივრცე ჰგონია, ზოგს სივრცე, სადაც მეტი ხე და ყვავილი ჭარბობს. სინამდვილეში, მწვანე სივრცეები ნიშნავს ადგილებს, სადაც იყენებენ ან გამოყენებულია ეკოლოგიისთვის არასაზიანო პროდუქცია. ანუ ეკომეგობრული პროდუქცია, რომლის ფართო არჩევანსაც ვთავაზობთ ჩვენ. თუ კომპანიები და ცალკეული ადამიანები გამოიყენებენ ჩვენს ეკომეგობრულ და ანტიალერგიულ ტილოებს, რომელსაც ISO სერტიფიკატი გააჩნია, დასასუფთავებლად ნებისმიერი ადგილის თუ ზედაპირის ეს ნიშნავს, იმას რომ ისინი თავიანთ მომხმარებლებზე, ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, ზრუნავენ, ამცირებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რაც ჩვენი სამშობლოს და სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საქართველოში არსებული კომპანიებიდან ამ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით ჩვენი გადმოსახედიდან ყველაზე მეტად ორი კომპანია გამოირჩევა ესენია: დან ჯორჯია ანუ იგივე დანკინი და გალფ ჯორჯია - გალფი. (არიან პატარა ქსელური კომპანიებიც- სტრადა, ორო, და ა.შ კიდევ ბევრი, რომლებიც ასევე განსაკუთრებით ზრუნავენ თავიანთ თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე).
ჩვენ აქტიურად ვეწევით კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც ვახსენე საზოგადოებაში და ბიზნეს სექტორში ცნობიერების ამაღლებას. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი აღარ სარგებლობს სხვადასხვა დაწესებულებების სერვისებით, რადგან იციან, რომ ის ადგილები სადაც მათ ემსახურებიან არ არის ეკოლოგიისთვის კარგი, მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და არ არის მაღალი ხარისხის პროდუქციით დასუფთავებული. სამწუხაროდ, ასეთი საკვები ობიექტები, სასტუმროები და ა.შ კვლავ არის საქართველოს ბაზარზე დარჩენილი, მაგრამ ჩვენი გამოჩენის შემდეგ ყოველდღე მცირდება. არსებობენ კომპანიები და საზოგადოების წევრებიც, რომლებიც იხდიან სხვა ტილოებში 5-25 ლარს და ალაგებენ 4-6 თვე და ზოგჯერ წლებიც, სადაც ხალხი მიირთმევს, მუშაობს თუ ისვენებს, რაც დამეთანხმებით მეტად არაჰიგიენურია.
ჩვენი მომხმარებლების 99% ყურადღებით აკვირდება მასპინძლის მიერ დასუფთავების პროცესს თუ ატრიბუტიკას იმ სივრცეში, სადაც ისინი სტუმრად იმყოფებიან. კონკრეტულად, ისინი ამჩნევენ, რომელი ტიპის საწმენდ მასალას იყენებს მასპინძელი: არის ეს ეკომეგობრული და გარემოსადმი პასუხისმგებლობით შერჩეული ტილო, ანტიალერგიული პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვას უწყობს ხელს, თუ უბრალოდ დაბალი ხარისხის ნაჭერი, რომელიც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოიყენება ზედაპირების გასაწმენდად.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კომპანიის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ხარისხი, ვიზუალი და ხელმისაწვდომობა, რასაც მსოფლიო ბაზარზე არ ჰყავს ანალოგი. ცალკეულ მსურველებს ჩვენი პროდუქციის შეძენა შეუძლიათ ევროპროდუქტში, გალფ სთორებში, ველი სთორზე და ჩვენი სოც ქსელის საშუალებით. ასევე ჩვენი პროდუქცია არის ანტიალერგიული, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც, ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი და მრავალჯერადი და რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია შეესაბამება ISO სტანდარტებს. მომხმარებელს ვთავაზობთ სხვადასხვა ზომის მიკროფიბრის რულონებს - 30, 50 და 75 მოხევიანი ვერსიებით და მრავალფეროვანი ფერებით. თითოეული რულონი შედგება ინდივიდუალური ტილოებისგან, რომელთაგან თითოეული შეიძლება გაირეცხოს როგორც ხელით, ასევე სარეცხ მანქანაში (მაქსიმუმ 40°C ტემპერატურაზე) არანაკლებ 50-ჯერ.
ბიზნეს სექტორთან კომუნიკაცია ამ ეტაპზე შედარებით გამარტივებულია, რადგან ორგანიზაციები უკეთ ფლობენ ინფორმაციას ეკომეგობრული პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ, ვიდრე ინდივიდუალური მომხმარებლები.
ჩვენი გუნდი სრულად არის ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ჩვენი ეკომეგობრული პროდუქცია გამოიყენება. ეს ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რომ დასუფთავების თანამედროვე საშუალებების გამოყენება ასახავს კომპანიების პასუხისმგებლობას თანამშრომლების, სტუმრების ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და საკუთარი იმიჯის შენარჩუნების მიმართ.
დღევანდელ რეალობაში მომხმარებელი, რომელიც იძენს მომსახურებას ან პროდუქტს, იმსახურებს იმ ცოდნას, რომ იღებს ხარისხიან მომსახურებას არაჰიგიენური, დაბალი ხარისხის ან გარემოსთვის საზიანო მასალების გამოყენების გარეშე. სწორედ ეს ცოდნა განსაზღვრავს მომხმარებლის უპირატესობასა და არჩევანს მაღალ სტანდარტული მომსახურებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს მიმართ.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანიის სამომავლო გეგმა უცვლელი რჩება: „Fantasticlean Georgia“ აქტიურად აგრძელებს ცნობადობის ამაღლებას, როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე ბიზნეს სექტორში ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის მნიშვნელობის შესახებ. 8 თვის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია შედეგებს, რომელიც საწყის ეტაპზე არც ერთ პროგნოზსა თუ სტრატეგიულ გეგმაში არ იყო გათვალისწინებული. დღესდღეობით, „Fantasticlean Georgia“ ამარაგებს თითქმის ყველა წამყვან, მაღალი სტანდარტის მქონე ორგანიზაციას საქართველოში გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა,სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია არაჰიგიენური და გარემოსთვის საზიანო დასუფთავების პრაქტიკა. თუმცა, საზოგადოებრივი დამოკიდებულებების ცვლილების ფონზე, მომხმარებლები აქტიურად რეაგირებენ მსგავს შემთხვევებზე, რის შედეგადაც მსგავსი კომპანიები კარგავენ მომხმარებლებს. დღეს მომხმარებლები საგრძნობლად აქცევენ ყურადღებას იმ გარემოს დასუფთავების ხარისხსა და გამოყენებულ საშუალებებს, სადაც თავად იმყოფებიან მათ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან თუ შინაურ ცხოველებთან ერთად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.20:48
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ.
თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს.
თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, გაიმარტივონ წვდომა ფინანსებზე და იქცნენ რეალურ ბიზნესად.
ამასთანავე, თიბისი ინდივიდუალურ მეწარმეებს ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკით, ასევე, ტერმინალითსარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც გადახდებს, ასევე, სხვადასხვა საბანკო სერვისით თუ პროდუქტით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს .
“თვითდასაქმებულების მხარდაჭერა თიბისი ბიზნესისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გვესმის, რა გამოწვევების წინაშე დგანან თვითდასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვნერგავთ ისეთი მომსახურებას თუ პროდუქტებს, რაც მათ საქმიანობის გამარტივებაში დაეხმარებათ და შესაძლებლობას მისცემთ, კიდევ უფრო განვითარდნენ და უახლოეს მომავალში რეალურ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ. ამ თემას დაეთმო ჩვენი ბოლო ხუთშაბათის შეხვედრების სესიაც, სადაც ფრილანსერებსა და ბიზნესებს სპიკერებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს აუდიტორიას. ჩვენ ვაგრძელებთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერას და მათ არაერთ საინტერესო პროდუქტს და მომსახურებას შევთავაზებთ”, - ვეფხვია ლომინაშვილი, თიბისი ბიზნესის ლიდერი.
“თიბისი ბიზნესისთვის - ერთი ნაბიჯით წინ” - თვითდასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე - https://tbcbank.ge/ka/business/products-for-self-employed-individuals ასევე, თიბისი ბიზნესის ცხელ ხაზზე: (032) 2 2727*3