მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

გლობალურ ბაზარზე გაყიდვების არხების დამატებას ვგეგმავთ - DOLO Merch

news image

DOLO Merch ქართული კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და სუვენირებს, აქსესუარებსა და ტექსტილის პროდუქციას აწარმოებს. მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ქეთა ახობაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

საქმიანობა 2023 წელს დავიწყეთ. თავდაპირველად, ვქმნიდით სუვენირებს ქალაქ თბილისის თემატიკით. ამ წამოწყებას პროექტის სახე ჰქონდა. შევქმენით თბილისის 8 სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფერადი გრაფიკული ვიზუალი, რომლითაც დავამზადეთ სუვენირები და აქსესუარები. მათ შორის: მაგნიტები, პოსკარტები, საკიდები, პასპორტის ჩასადებები, შარფები, მაისურები, ჩანთები, სამაგიდო თამაში და სხვა. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის დიზაინი არის ძალიან თანამედროვე, რაც ბაზარზე სიახლეა, რადგან ძირითადად ტრადიციული ნივთებია წარმოდგენილი. ამასთან ერთად, ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე. პროდუქცია გათვლილია როგორც უცხოელ, ისე ქართველ მომხმარებლებზე, რომლებსაც სურთ უცხოელ მეგობრებს და სტუმრებს და გააცნონ ახლებური თბილისი.

ორი წლის თავზე თბილისის სუვენირების პროექტთან ერთად შევქმენით სხვა თემატური კოლექციები და უკვე DOLO Merch-ის ბრენდის ქვეშ ვქმნით გამორჩეული დიზაინის პრინტ ატრიბუტიკას - ჩანთები, შარფები, მაისურები და სხვა.

საცალო სეგმენტის გარდა, დაგვემატა კორპორატიული მიმართულება. კომპანიებს ვთავაზობთ კორპორატიულ საჩუქრებს. ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტიური სადღესასწაულო პერიოდებში არის - ახალი წელი, 8 მარტი, აღდგომა და ა.შ, როდესაც კომპანიები თანამშრომლებს და პარტნიორებს სამახსოვრო საჩუქრებს ჩუქნიან.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა სეზონურია, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო ბაზარზე, სადღესასწაულო პერიოდში იმატებს მოთხოვნა. თუმცა ზოგადად, იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად ვაახლებთ კოლექციებს, მოთხოვნა მზარდია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა გამორჩეული დიზაინი და პროდუქციის ხარისხია, ასევე განსაკუთრებული სასაჩუქრე შეფუთვა, რომელიც ძალიან იზიდავს მომხმარებელს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ვფიქრობთ, გაყიდვების არხების დამატებას, როგორც ადგილობრივ ისე მსოფლიო ბაზარზე. ამჟამად, პროდუქცია იყიდება Etsy-ის პლატფორმაზე, თუმცა სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდებზეც ვფიქრობთ დამატებას.

ამასთან ერთად, მუდმივად ვაახლებთ კოლექციებს, ვამატებთ ახალ დიზაინებს და პროდუქციას.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight 2025 იმართება

14.05.2025.18:12

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წლის მთავარი ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისში გაიმართება.

Spotlight Tech 2025 25 მაისს ჩატარდება, ორდღიანი Spotlight 2025 კი მსმენელს 7 და 8 ივნისსუმასპინძლებს. 

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 14 მაისს, დაიწყო და მათი შეძენა ონლაინ,TKT.ge-სა და biletebi.ge-ს პლატფორმაზე არის შესაძლებელი. 

Spotlight 2025-ის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს და გამომსვლელთა სიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულზე.

„ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების, აღმოჩენების და ინსპირაციის გაზიარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია Spotlight-ის ღონისძიების წარმდგენია. საქართველოს ბანკისთვის ტრადიციად იქცა, ინდუსტრიის ლიდერების ხელშეწყობა ინოვაციური იდეების გაზიარების, გენერირების და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიმართულებით, არც Spotlight-ის ღონისძიებაა გამონაკლისი. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულია. ამიტომ, უკვე მრავალი წელია, სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ და გვიხარია, რომ წელს სფეროს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების უფროსი. 

ინფორმაციისთვის, ღონისძიება Spotlight-ის მოგზაურობა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც Marketer.ge-მ ინდუსტრიის წარმომადგენელს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. დღეს „სფოთლაითი“ აერთიანებს ყველას, ვინც ინოვაციურ კვალს ტოვებს – იქნება ეს ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების თუ სტარტაპების სფეროში. ეს ტრანსფორმაცია ასახავს თანამედროვე ბიზნესის მზარდ ურთიერთკავშირს, სადაც მარკეტინგი, ტექნოლოგიები და ინოვაცია განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა