რას სთავაზობს Cottage Hamaki Pool & Spa მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
Cottage Hamaki Pool & Spa არის დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს თეონა ტეფნაძეს ესაუბრა.
„2024 წლის ოქტომბერში დავიწყეთ მშენებლობა ბაზალეთის ტბის მიმდებარედ. 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დავდგით სამი კოტეჯი და ასევე ერთი დამხმარე სივრცე. მოევაწყვეთ, როგორც დიდი, ისე პატარა აუზი.
სამი კოტეჯიდან შუა მდებარე კოტეჯში ფუნქციონირებს მინი-ბარი და სასადილო ზონა, რომელიც უზრუნველყოფს დამსვენებლების კვებას. ასევე მოწყობილია შუა ცეცხლის არენა, რომლის გარშემოც ჰამაკებია განთავსებული. აქ დამსვენებლები საღამოს საათებში სასიამოვნო დროს ატარებენ.
პროექტი განხორციელდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მხარდაჭერით.
ეზოში ასევე მოწყობილია ბიო ბოსტანი, სადაც მოგვყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული და სტუმრებს შეუძლიათ ადგილზე დააგემოვნონ.
კომპლექსის ოფიციალური გახსნა 18 ივლისს შედგა. ამ დროისთვის კოტეჯებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. გახსნის დღიდან სრული დატვირთვით ვმუშაობთ. აგვისტოს თვე და სექტემბრის პირველი ნახევარი თითქმის სრულად დაჯავშნილია. ჩვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე უფრო მეტად ქართველ მომხმარებელთა მხრიდან შეინიშნება ინტერესი და მოთხოვნა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია სამომავლოდ სერვისების გამრავალფეროვნებას და კომპლექსის გაფართოებას გეგმავს.
„ჩვენი კოტეჯები ბაზალეთის ტბასთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ამ ეტაპზე გვყავს ველოსიპედები, რომელთა საშუალებითაც დამსვენებლები თავისუფლად გადაადგილდებიან. უახლოეს მომავალში დავამატებთ კვადროციკლებსაც, რის შემდეგაც დავგეგმავთ ტურებს, როგორც ბაზალეთის ტბის ირგვლივ, ისე მიმდებარე ტყეში. ამ აქტივობებში ჩაერთვებიან ჩვენი სტუმრებიც.
სამომავლოდ, დაგეგმილი გვაქვს ასევე დიდი დარბაზის აშენება, სადაც შესაძლებელი იქნება ტრენინგების, კონფერენციების და უფრო მასშტაბური დახურული ღონისძიებების გამართვა.დღეის მდგომარეობით, შიდა სივრცეში მხოლოდ 12 ადამიანი თავსდება – აქ ფუნქციონირებს მინი ბარი. ასევე გვაქვს ორი მაგიდა ეზოში, თუმცა ამ მიმართულებით გაფართოებას ვგეგმავთ. არსებული მინი ბარის სივრცე გადაკეთდება საცხოვრებელ კოტეჯად, ხოლო მთლიანად ინფრასტრუქტურა გადაინაცვლებს ახალ შენობაში, რომლის აშენებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ “, - აღნიშნავს თეონა ტეფნაძე.
ცნობისთვის, კომპლექსი თბილისიდან 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად სამი ადამიანია დასაქმებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.18:00
Taba Tea House & Tea Garden-ი გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტია, რომელიც ხარისხიანი ჩაის მოყვანა/რეალიზაციის გარდა, ბაზარს ჩაის ტურებსაც სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Taba-ს დამფუძნებულმა ალექსანდრე შეწირულმა განაცხადა, Taba Tea House & Tea Garden-ი წარმოადგენს მესამე თაობის საოჯახო სტილის ბიზნესს, რომელიც გურიის რეგიონის ცენტრში უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაის წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენი ისტორია არის ასეთი, რომ ოჯახში ვართ მესამე თაობა ვისაც ჩაისთან ქონდა შეხება. ასე ვთქვათ, რომ ამ კულტურის მიმართ ოჯახური ინტერესები არსებობდა. 2018 წელს დავიწყეთ პლანტაციების შესყიდვა გურიაში. ამ დროისათვის უკვე ვფლობთ 10 ჰა ჩაის პლანტაციებს. ამ მიმართულებით მოვახდინეთ რამდენიმე 100 ათასი ლარის ინვესტირება და შედეგად აღვადგინეთ გაველურებული ჩაის პლანტაციები, რომლებიც აღმოჩნდა რომ გაშენებული იყო 1933 წელს და ახლა თითქმის 90 წლის არის. პანდემიის პერიოდში აქტიურად დავიწყეთ წარმოების ხაზის განვითარება. დღეისათვის ვაწარმოებთ მწვანე ჩაის, შავ ჩაის და ველური მოცვის ჩაის. ასევე გვაქვს სხვა პროდუქტებიც“, - ამბობს ალექსანდრე შეწირული.
Taba-ს დამფუძნებლის თქმით, კომპანიის ვებგვერდზე - tabatea.ge ჩაშებულია ონლაინ მაღაზია, საიდანაც Taba-ს მიერ წარმოებული პროდუქტების რეალიზაცია ხდება.
„ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის საშუალებით პროდუქციას მომხმარებლებს 26 ქვეყანაში ვაწვდით. დღეს გავაგზავნე მორიგი შეკვეთა შვეიცარიაში. საზღვრები ამ კუთხით გახსნილია. თუმცა ჩვენი პროდუქციის ძირითად ნაწილს ვყიდით საქართველოში. ჩვენვე გვაქვს ასევე პატარა აგრომაღაზია. ასევე პროდუქციას ვაწვდით ლოკალურ მაღაზიებს ოზურგეთში, ბათუმში და სხვა. ჩვენი პროდუქცია საცალო ქსელში იყიდება Taba-ს სახელით.
რეალურად, ჩვენი წარმოების 30%-ი გადის ექსპორტზე, ხოლო 70%-ს ვყიდით ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, ექსპორტზე გაყიდვებში ვგულისხმობ ინდივიდუალურ შეკვეთებს, რომელიც ჩვენს ონლაინ მაღაზიაში საზღვარგარეთიდან შემოდის და ამ ფიზკურ პირებს ჩვენ ფოსტის საშუალებით ვუგზავნით“, - ამბობს Taba-ს დამფუძნებლი.
Taba-ს ჩაის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია პირდაპირ კავშირშია იმ ჩაის ტურებთან, რომლის ორგანიზებასაც კომპანია ახდენს და მსურვეებს საკუთარი ჩაის პლანტაციებში 1.5-საათიან ტურებს სთავაზობს.
როგორც Taba-ს დამფუძნებელი ამბობს, საზღვარგარეთიდან მათ ჩაიზე მოთხოვნა იმ ადამიაების მხრიდანაა, ვინც ჩაის ტურებზე იმყოფებოდა და ადგილზე დააგემოვნებს Taba-ს ჩაი, ან შემდგომ თავის ახლობლებს დააგემოვნებინეს.
„ასევე ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. გაზაფხულზე პოლონეთში ერთ-ერთ დიდ გამოფენაზე ვიყავით წარმოდგენილი და იქაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვქნდა. ზოგადად ძებნადი ვართ სოციალურ ქსელებში თუ Google-ს საშუალებით“, - განმარტავს ალექსანდრე შეწირული.
Taba აქტიურად მუშაობს განვითარებაზე და ასორტიმენტის გაზრდაზე. კომპანიამ ბაზარს სიახლე მიმდინარე წელსაც შესთავაზა.
„2 წელიწადია, რაც ბაზარზე ჩაის ეთერზეთი გამოვიტანეთ. გვაქვს ასევე ჩაის საპნები. წლევანდელ წელს კი დავამატეთ ჩაის კონიაკი და ჩაის შოკოლადი. ეს პროდუქტები საკმაოდ მოთხოვნადია და კარგად იყიდება. ჩვენი ონლაინ მომხმარებლების ძირითადი ნაწილი არის უცხოელები და ეს სიახლე მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. შეკვეთები აქტიურად შემოდის“, - ამბობს ალექსანდრე შეწირული.
რაც შეეხება ჩაის ტურებს სტუმრების მოსაზიდად აქტიურად მიმდინარეობს ტურისტულ კომპანიებთან კომინუკაცია, ასევე ტურისტული ბიზნესიც აქტიურად ეძებს მსგავსი ტიპის სერვისებს,
„ჩვენს მაგალითზე ჩაის ტურები საკმაოდ აქტიურია პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან. ჩაის ტური 1.5 საათს გრძელდება და შედგება შემდეგი ეტაპებისგან: სტუმრები პროფესიონალ ჩაის გიდთან ერთად, რომელიც ჩაის კულტურას ძალიან კარგად იცნობს, მოინახულებენ ჩაის პლანტაციებს, სადაც გაეცნობიან ჩაის ფოთლების ხელით კრეფისა და ფორმირების ტრადიციულ მეთოდებს. ტურის შემდეგი ნაწილი მოიცავს საწარმოო ობიექტის მონახულებას, რაც საშუალებას აძლევს მათ დაათვალიერონ დანადგარები და საწარმოო ხაზი, რომელიც ჩაის ფოთლებს პრემიუმ ხარისხის პროდუქტად გარდაქმნის. ტური სრულდება ჩაის ექსკლუზიური დეგუსტაციით, სადაც ჩვენი ექსპერტი ჩაის ოსტატის ხელმძღვანელობით სტუმრებს დააგემოვნებინებს ჩაის სამ სხვადასხვა სახეობას, თითოეულს თავისი უნიკალური გემოთი. ჩვენი ტურები ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“, - ამბობს ალექსანდრე შეწირული.
ზოგადად, Taba-ს ჩაის ტურების აქტიურობა მიბმულია ზღვის ტურისტულ სეზონთან.
ჩაის ტურებზე ჯავშნები წინასწარ საკმაოდ აქტიურად შედის და როგორც კომპანიაში განმარტავენ ჩაის ტურების კუთხით აგვისტო უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ივლისი იყო.
სამომავლოდ, Taba საკუთარ პლანტაციებთან ახლოს განთავსების ობიექტის მშენებლობასაც განიხილავს. საუბარია 5 ნომრიან პატარა სასტუმროზე.