მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

რას სთავაზობს Cake Show მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

news image

Cake Show • ქეიქ შოუ ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებელს უნიკალური დიზაინით შექმნილ  სადღესასწაულო ტორტებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ნათია ჯოხაძეს ესაუბრა.

„Cake Show ოთხი წლის წინ გავხსენი ჩემს მეუღლესთან ერთად. ორივე თვითნასწავლი დიზაინერები ვართ და უკვე 13 წელზე მეტია, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობთ. ჩვენი ნამუშევრების შექმნა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ძირითადად, ინდივიდუალურ დიზაინზე ვმუშაობთ, რომელიც არასდროს მეორდება,“ - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

როგორც ნათია ჯოხაძე განმარტავს, პროდუქციაზე მოთხოვნა და დაინტერესება მუდმივად მზარდია.

მოთხოვნა ნამდვილად მზარდია. ყველაფერს მეუღლესთან ერთად ვაკეთებ. ის თითოეული ტორტისთვის ამზადებს საჭირო მექანიზმებს, კონსტრუქციებსა და განათებებს. თითოეული ფიგურა და დეტალი ხელით, შაქრის ცომისგან იძერწება, რაც ძალიან შრომატევადია. ამის შემდეგ მზადდება ტორტის შიგთავსი და სრულდება დეკორირება“, - ამბობს ნათია ჯოხაძე.

მომხმარებლები ძირითადად, საჭირო თემატიკას აწვდიანქეიქ შოუს“, რის შემდეგაც კომპანია მათ შესაბამისი დიზაინის არჩევანს სთავაზობს.

როგორც წესი, თემატიკას გვეუბნებიან და შემდეგ ვთავაზობთ ესკიზებს. ხატვის შემდეგ ვიწყებთ ტორტზე მუშაობას. ყოფილა შემთხვევებიც, როცა მომხმარებელს წინასწარ არ ჰქონია წარმოდგენა, როგორი ტორტი ექნებოდა წვეულებაზე. დიზაინის შერჩევა სრულად ჩვენთვის მოუნდია და შედეგით აღფრთოვანებული დარჩენილა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

სამომავლოდ კომპანია გეგმავს სტუდიის გაფართოებას და ახალ პროექტებზე მუშაობის დაწყებას.

ჯერ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, თუმცა გეტყვით, რომ განვიხილავთ ახალ პროექტებს და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უმსხვილეს კომპანიებთან პარტნიორობის თაობაზე. ასევე, ვგეგმავთ სტუდიის გაფართოებას. როგორც იცით, დაინტერესებულ პირებს ერთთვიან კონდიტერულ კურსებს ვთავაზობთ, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ რეჟიმში“, - განმარტავს ნათია ჯოხაძე.

ცნობისთვის, „ქეიქ შოუსადღესასწაულო ტორტებზე შეკვეთას მინიმუმ 2-3 კვირით ადრე იღებს, საქორწილო ტორტებზე კი მინიმუმ 2-3 თვით ადრე. ტორტები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, ზომითა და ფორმით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მომენტალური სარგებელი "იდეა პანორამაში" - შეთავაზებები რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

13.06.2025.10:00

შენი ზაფხულის ისტორია იწყება აქ. იდეა დეველოპმენტი - მულტიფუნქციურ კომპლექს - იდეა პანორამას მომავალ მაცხოვრებლებს შთამბეჭდავ, საავტორო საზაფხულო შეთავაზებებს სთავაზობს.   

შეთავაზებებით სარგებლობისთვის  საკმარისია ბინის მხოლოდ 30%-იანი პირველადი შენატანი და არა სრული ღირებულების დაფარვა.

შეთავაზება #1 – შემოსავალი პირველივე შენატანიდან.

ერთსაძინებლიანი ბინის შეძენის შემთხვევაში - პირველადი შენატანის გადახდისთანავე მიიღებთყოველთვიურად 2000₾- იან გარანტირებულ შემოსავალს, მომდევნო 12 თვის განმავლობაში.  

 

შესაბამისად, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ ბინა მშენებარე პროექტში, მშვიდად ადევნოთ თვალყური მის აშენებას, ხოლო შემოსავლის მიღებას კი მომენტალურად დაიწყებთ.

შეთავაზება #2 –  ორი გასაღები ერთის ნაცვლად

ორი ან მეტ საძინებლიანი ბინის შეძენისას  საჩუქრად გადმოგეცემათ სრულიად ახალი ავტომობილი მომენტალურად. დაიწყეთ ზაფხულის ისტორია იდეა პანორამასთან ერთად და მიიღე ორი გასაღები ერთის ნაცვლად.

იდეა პანორამა ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კერძოდ გ.დანელიას ქუჩაზე (უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ). 

პროექტი პრესტიჟული ადგილმდებარეობით, მაღალი ხარისხის მშენებლობით და უცვლელი პანორამული ხედითგამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა სულ რამდენიმე თვეში, 2025 წლის ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებები მოქმედებს შეზღუდული დროით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას -  www.ideadevelopment.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა