მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

რას ნიშნავს ჟინი სტარტაპისთვის - გაეცანით Awork-ის დამფუძნებლის, გიორგი რაზმაძის გამოცდილებას

news image

ჟინი მამოძრავებელი ძალაა, მიაღწიო დასახულ მიზანს. ჟინი სწრაფვაა, დაძლიო ყველა გამოწვევა. ჟინი არ გაჩერებაა.

ჟინი ყველგანაა, განათლებაში, ხელოვნებაში, ბიზნესში. თუმცა, განსაკუთრებით, ყველაზე მეტად სტარტაპერებში. ეს ის ძალაა, რომელიც იდეას პროდუქტად გაქცევინებს და მის განსავითარებლად ინვესტიციებს მოგაზიდვინებს.

ანტეპრენერებში ჟინის მნიშვნელობის შესახებ 500 Global in Eurasia-ს ერთ-ერთი მონაწილე, Awork-ის დამფუძნებელი გიორგი რაზმაძე გვესაუბრება.

რა მნიშვნელობა აქვს ჟინს სტარტაპერებისთვის?

მეწარმე ვერ იქნები, თუ ჟინი არ გაქვს, რადგან ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც შენს ყოველდღიურობას წარმართავს და, ამასთან, გაძლევს მუხტს, მისცე მოტივაცია შენი გუნდის წევრებს, ერთად აკეთოთ საქმე საერთო მიზნის მისაღწევად.

თუმცა, სტარტაპერების გარემო ისეთი განუსაზღვრელი და მოულოდნელობებით სავსეა, რთულია მუდმივად შეინარჩუნო არ გაჩერების მოტივაცია.

ზოგჯერ გგონია, რომ კარგად მიდის საქმე - 500 Global-შიც მოხვდები, აქსელერაციას გაივლი, მაგრამ მეორე დღეს შეიძლება ისეთი ინვესტორისგან მიიღო უარი, რომ შენთვის ძალიან დიდი დემოტივატორი გახდეს. თუმცა, ჟინმა შესაძლებლობა უნდა მოგცეს, რომ მესამე დღეს იპოვო მოტივაცია, წინსვლა გააგრძელო.

აქედან გამომდინარე, თუ, წარმატებისკენ სვლის ჟინი არ გაქვს, ძალიან გაგიჭირდება იყო სტარტაპერი თუ ანტეპრენერი.

როგორ შეიქმნა Awork-ი და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში?

პირველი, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო მაშინ, როდესაც ჩავუშვით Awork-ი. ყველას ეგონა, რომ ეს იყო მორიგი დასაქმების პლატფორმა და მისი მსგავსი ბაზარზე მრავლად იყო. თუმცა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი, რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა არა სტატიკური ვებგვერდი, არამედ ტექნოლოგიური გადაწყვეტა.

ჩვენ ვართ ერთადერთი დასაქმების პლატფორმა ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. ეს კი ძალიან ხელსაყრელია Gen Z თაობისთვის.

ჩვენმა ხედვამ და მიზანმა გაამართლა - 0 მარკეტინგული დანახარჯით, პირველ 24 საათში ჩვენს აპლიკაციას 5000-ზე მეტი ჩამოტვირთვა ჰქონდა.

შესაბამისად, ის, რომ ჩვენი პლატფორმის მიმართ თავდაპირველად სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, შევძელით და ჟინის დახმარებით გადავლახეთ. რადგან, ჟინი ხომ ის ძალაა, რომელიც ყველა დაბრკოლებას პოზიტიურ გამოწვევად აქცევს.

როგორ გეხმარებათ ჟინი, დაბრკოლებების გადალახვაში?

სტარტაპებში ხშირად არის უარი. შეიძლება 1000 უარის შემდეგ მიიღო ერთი კი.მაგალითად, ჩვენ 500 Global in Eurasia-ში მოსახვედრად ორჯერ მივიღეთ უარი. მხოლოდ მესამე ცდაზე მივიღეთ კი. 

ამ ორი უარის შემდეგ, ჩვენ გვქონდა არჩევანი - ან აღარ გვეცადა ბედი, ან კიდევ ერთხელ შეგვევსო აპლიკაცია. სწორედ არ გაჩერება და ჟინი გახდა ის ძალა, რომლის გამოც ჩვენ 500-ებში მოვხვდით.

შესაბამისად, დღემდე ამ მაინდსეტით მოვდივართ და ვცდილობთ, რომ ნებისმიერი სახის გამოწვევა, რომელიც ჩვენთან არის და იქნება, საერთო ძალისხმევით გადავჭრათ და ამ ნაწილში, თითოეული გუნდის წევრის კონტრიბუცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, ამ მაინდსეტის და გუნდის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

500 Global in Eurasia-ში მიღებული გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ...

ალბათ, აქსელერაციის პროგრამაში მიღებულ გამოცდილებას ორ ნაწილად დავყოფდი:

პირველი, ეს არის ჩვენი სტარტაპის, Awork-ის განვითარების გზა - იქ მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ, ძალიან ააჩქარა ჩვენი მუშაობის პრინციპი. რაც მენტორების მიერ გაზიარებული გზების, ხერხების და ოპერაციული ჩარჩოების დამსახურებაა. ერთი შეხედვით, თითქოს ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, მაგრამ ძალიან კარგი გადამეორება გამოდგა.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფართო რესურსებზე წვდომის გახსნაა, რომელსაც 500 Global in Eurasia საკუთარი ქსელის წევრებს სთავაზობს. სწორედ ამ რესურსებზე წვდომის შედეგად დავნერგეთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი CRM ხელსაწყო, რასაც ჩვენ მარტო ვერ შევძლებდით, რადგან ძალიან დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ იმიტომ, რომ 500-ების ქსელის წევრები ვართ, დიდი ფასდაკლებით ვსარგებლობთ. ეს კი ძალიან დაეხმარა ჩვენს ბიზნესს ზრდაში.

ამასთან, მოგვეცა წვდომა 500 Global-ის ქსელში შემავალ სტარტაპებთან - შეგვიძლია დავუკავშირდეთ მათ, ვთხოვოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და სხვა.

მეორე ნაწილი კი უფრო მეტად პერსონალურია - 500-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი განვითარება არ მომხდარა მხოლოდ ბიზნესის კუთხით, არამედ განვვითარდით პერსონალურადაც.

განვივითარეთ მოლაპარაკების წარმოების, უკეთესი ლიდერობის თვისებები, რაც პირდაპირ კავშირში მოდის ინვესტორების მოზიდვასა და ბიზნესის მასშტაბირებასთან.

დღეს განვითარების რა ეტაპზეა Awork-ი?

Awork-ის პლატფორმა უკვე სამი წელია რაც ბაზარზეა, ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი ორიენტირი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა გადაწყვეტების შეთავაზება იყო, მათ შორის შეიქმნა აპლიკანტების სამართავი სისტემა - ცალკე მდგომი სოფტი, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე და ბიზნესებს ეხმარება, გააციფრულონ აპლიკაციების შევსების პროცესი.

დღეს მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბაზარზე გვაქვს ჩვენი ნიშა - ჩვენ Awork-ს ვხედავთ როგორც უფრო მეტად GEN Z პლატფორმას, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, პირველი ნაბიჯები გადადგან სხვადასხვა მიმართულებით და იპოვონ პირველი სამსახური.

ჩვენი პლატფორმა ძალიან მარტივია გამოსაყენებლად და ეხმარება სამუშაოს მაძიებელს, მარტივად მიაწვდინოს ხმა მისთვის საინტერესო კომპანიას და გაუზიაროს მას საკუთარი აპლიკაცია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ ხშირად ვაწყობთ კარიერულ ბუთქემფებს, კვირეულებს, ვმუშაობთ, რათა უფრო გავუმარტივოთ სამუშაოს მაძიებლებს რეზიუმეს შექმნის პროცესი და შევთავაზოთ მათ ისეთი პატარ-პატარა გადაწყვეტები, რომლებიც მათთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ვებგვერდზე შევქმნათ სტუდენტური სივრცე, სადაც მათ წვდომა ექნებათ მათთვის საინტერესო პროფესიებზე, ამ მიმართულებით კარიერულ ნაბიჯებზე, მიიღებენ ინფორმაციას რეზიუმეს შექმნის შესახებ, გაიგებენ როგორ მოემზადონ გასაუბრებისთვის და სხვა.

ასევე, რა თქმა უნდა, გვსურს საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაც. ამ ეტაპზე, მოკვლევის პროცესში ვართ, თუმცა, ამ გეგმის განხორციელებას მომავალი წლიდან ვგეგმავთ.

საბოლოოდ, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტეპრენერებს?

პირველ რიგში, ვურჩევდი მათ, რომ განივითარონ უარის მიმღებლობა - ყველა ანტეპრენერს საკუთარი სტარტაპი შვილივით უყვარს და საუკეთესო ჰგონია. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გჯეროდეს, რომ საუკეთესო პროდუქტს ქმნი და კონკურენტუნარიანი ხარ, მაგრამ ასევე უნდა გესმოდეს, რომ განვითარების გზაზე უამრავ უარს მიიღებ და ეს არ უნდა გახდეს დემოტივატორი. ჟინი არ უნდა დაკარგო.

მეორე რჩევა კი ჟინს ეხება - თუ ხვდები, რომ შენი სტარტაპი ისე აღარ გავსებს ენერგიით, როგორც ადრე, თუ ვეღარ გრძნობ ჟინს, მაშინ დროა, რომ წამოხვიდე, შენი სტარტაპი გაყიდო ან გაუშვა, და დაიწყო ახალ იდეაზე მუშაობა, რომელიც ისევ ჟინით აგავსებს.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თანხის გაყოფის ფუნქციონალი საქართველოს ბანკისგან - ელ.კომერციის პლატფორმებისთვის

22.10.2025.15:07

საქართველოში ონლაინ ვაჭრობის ტემპი თანდათანობით იზრდება, იმატებს ციფრული სავაჭრო პლატფორმების რიცხვი, იზრდება მათი მასშტაბები და იცვლება მომხმარებლების სურვილებიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მარტივი და მოქნილი გახდეს ამ პლატფორმების ყოველდღიური პროცესები. ეს კი, საბოლოო ჯამში, მომხმარებლების კმაყოფილების გარანტი ხდება.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა ბიზნესებს თანხის გაყოფის ფუნქციონალი (Split Payment) შესთავაზა. პროდუქტი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გადალახონ ნავაჭრი თანხის გადანაწილებასთან დაკავშირებული ბარიერები და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ავტომატურად გადაურიცხონ კუთვნილი ნაწილი. პროდუქტის შესახებ საქართველოს ბანკის Product Owner, ლია დარსალია საუბრობს.

„თანხის გაყოფის ფუნქციონალმა კომპლექსური პროცესი, რომელიც მერჩანტებს ხელით უნდა შეესრულებინათ, მარტივად ჩაანაცვლა. მანამდე, ბიზნესებს ნავაჭრი თანხის მექანიკურად გადანაწილება უწევდათ ტრანზაქციის მონაწილეებზე — ვინც ნივთი სავაჭრო პლატფორმაზე განათავსა, კურიერზე თუ სხვა ჩართულ პირებზე. ახლა კი ფინანსური პროცესები ხელით ჩარევის გარეშე, ავტომატურად იმართება, თითოეული მხარე კი კუთვნილ თანხას სწრაფად იღებს“, - აღნიშნავს იგი.

ინიციატივით სარგებლობისას სავაჭრო პლატფორმებმა რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინონ:

● უნდა ჰქონდეთ საქართველოს ბანკის ანგარიში;
● შესაძლებელია თანხის მაქსიმუმ 15 ნაწილად გაყოფა;
● მერჩანტმა გადახდის დავალებაში უნდა მიუთითოს ან თანხის პროცენტული გადანაწილება ან კონკრეტული თანხა, რომელიც უნდა ჩაერიცხოს ტრანზაქციის მონაწილეებს;

პროდუქტს რამდენიმე უპირატესობა აქვს.

„პირველ რიგში, მცირდება შეცდომის ალბათობა, რადგან ხელით გადანაწილებისას ნაცვლად, თანხა ტრანზაქციაში ჩართული ყველა მხარეს ავტომატურად ირიცხება; გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დრო, რომელიც მერჩანტს ამ ინიციატივით ეზოგება. ონლაინ ვაჭრობის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ფინანსებთან დაკავშირებული შეფერხებები ბიზნესის ეფექტიან ფუნქციონირებას ხელს უშლის. პროცესების ავტომატიზაციით კი საქართველოს ბანკი არა მხოლოდ ასრულებს ტრანზაქციებს, არამედ უზოგავს რესურსსა და დროს მერჩანტებს, რათა მათ სერვისების გაუმჯობესებასა და უკეთეს სამომხმარებლო გამოცდილებაზე მეტად იზრუნონ“, - ამბობს ლია დარსალია.

დაბოლოს, ეს ინიციატივა თანხვედრაშია ციფრული ტრანსფორმაციის გლობალურ ტრენდთან. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის კუთხით მოწინავე კომპანია საქართველოსა და რეგიონში, აწესებს ახალ სტანდარტებს, რომელიც ბიზნესებს აძლევს მეტ შესაძლებლობას და დროს განვითარებისთვის.

აღმოაჩინეთ Payment მენეჯერის შესაძლებლობები ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, ბიზნეს მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც ვალიდურია საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა