რას ნიშნავს პედაგოგებისთვის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო? - ინტერვიუ დაჩი ნანობაშვილთან
მასწავლებლობა საპასუხისმგებლო, რთული და შრომატევადი პროფესიაა - განსხვავებული საჭიროებების მქონე ასობით მოსწავლე, დატვირთული საგაკვეთილო პროცესი, უწყვეტი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა თაობის აღზრდასა და განვითარებაზე...
მასწავლებლების პროფესიის დაფასებისა და მათი მოტივაციისთვის, უკვე მეცხრე წელია, მასწავლებლების ეროვნული ჯილდო, საერთაშორისო „The Global Teacher Prize“-ის ფარგლებში, კონკურსს ახორციელებს. პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
ინიციატივის მიზანი იმ გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებებს ახორციელებენ და მოსწავლეებისთვის განათლების მიღების სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნიან.
მასწავლებლების ჯილდოს ათეულთა წევრია დაჩი ნანობაშვილი, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.
როგორც იხსენებს, მან თავდაპირველად კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა, ფიქრობდა, ისეთს არაფერს აკეთებდა, რომ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის წარედგინა. შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ დაითანხმა, შეევსო აპლიკაცია.
„როდესაც აპლიკაციის შევსება დავიწყე და დასმულ შეკითხვებს პასუხი გავეცი, მაშინ გვერდიდან შევხედე საკუთარ საქმიანობას და მივხვდი, რომ არც თუ ისე ცოტა რამეს ვაკეთებ და - არც თუ ისე ურიგოდ. როცა ამ პროცესში ხარ, არ აკვირდები საკუთარ თავს, ვერ ამჩნევ, რას რა რაოდენობით და დატვირთვით აკეთებ, უფრო სწორი ნათქვამი იქნება ალბათ, რომ დიდად ვერ აფასებ. როცა აპლიკაციის შევსება დავიწყე და შეკითხვებს ვუპასუხე, მაშინ მივხვდი, თურმე მეც ბევრ რამეს ვაკეთებ განსხვავებულად, არა მხოლოდ კოლეგებისთვისა და ბავშვებისთვის, არამედ ჩემი წვლილი შემაქვს სფეროს განვითარებაში“.
დაჩი ნანობაშვილი 25 წელია პედაგოგია. მისი თქმით, ყველა გაკვეთილის ჩატარებამდე ემზადება, ყველა კლასისთვის განსხვავებულად ფიქრობს, ადგენს სხვადასხვა გეგმას, და თავადაც სულ სწავლობს, რადგან ეს პროფესია ამოუწურავია და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობას, თვითგანვითარებას საჭიროებს.
„მასწავლებელი არ არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცოდნას გადასცემს სხვებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბავშვებთან ურთიერთობა. მათი მეგობრებიც ვართ და დამცველებიც. ამასთან, გვიწევს მათი გულისტკივილისა და სიხარულის გაზიარება. ამას კი ძალიან დიდი ენერგია და ფიქრი სჭირდება. ვერ იტყვის ვერც ერთი მასწავლებელი, რომ 10 წელია, 20 წელია, მასწავლებელი ვარ და ძალიან ადვილად ჩავატარებ გაკვეთილს, არც კი მოვემზადებიო. ყოველი გაკვეთილისთვის გვჭირდება მომზადება, როგორც ფეხბურთელი ემზადება მოედანზე გასასვლელად, — რომ იყოს კარგად გამოძინებული, მოტივირებული, მუდმივად ფორმაში — ასე მივდივართ სკოლაში. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ენერგია, და ყოველდღიური შრომა.“
დაჩი ნანობაშვილის დაფუძნებულია მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ და მათემატიკის ფესტივალი. „ევერესტის“ ფარგლებში გამოცემული აქვს ამოცანების კრებულები, რომლებსაც საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლები აქტიურად იყენებენ. ცნობისთვის, საქართველოს ბანკი „ევერესტის“ ოლიმპიადის მხარდამჭერიცაა.
როგორც დაჩი ამბობს, სამი მთავარი მიზეზი, რის გამოც პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე უნდა გავიდეს, შემდეგია:
“მთავარია მასწავლებელმა პირველი ნაბიჯი გადადგას და აპლიკაციის შევსება დაიწყოს. რადგან, ეს პროცესი დაეხმარება მათ, სხვა თვალით შეხედონ იმ საქმეს, რომელსაც თავად აკეთებენ და ამასთან, გადაიაზრონ საკუთარი გავლილი გზა... ამ პროცესში უდავოდ აღმოაჩენენ, რომ კოლეგებს ეხმარებიან, რაღაც ისეთს აკეთებენ, რაც მათთვისაც სასარგებლოა. განხორციელებული ინიციატივების, სასწავლო პროცესის გადახედვის შემდეგ საკუთარ აპლიკაციას რომ გადახედავ და გადაიკითხავ, სიამაყის გრძნობა გეუფლება. ხშირად მითქვამს ჩემი კოლეგებისთვის, „შეავსე თუ გინდა აპლიკაცია და მოდი, აღარ გააგზავნო“, მაგრამ როგორც კი აპლიკაციას ავსებ, ხედავ, თურმე რამდენი რამე გაგიკეთებია და მერე აგზავნი კიდეც, რადგან საკუთარ ძალისხმევას სხვანაირად აფასებ“.
როგორც დაჩი ამბობს, ათეულთა კლუბში მოხვედრა უკვე ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რადგან კლუბის წევრები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, სხვადასხვა მეთოდს და გარკვეულწილად, ადამიანი „რეცეპტს იღებს“, თუ რამ განაპირობა კოლეგის წარმატება.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გახდა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. „მე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა წევრი ვარ“ - ამის თქმა უკვე საამაყოა.“
როგორც დაჩი გვიყვება, თავადაც არაერთი მასწავლებელი ჰყავს წარდგენილი ჯილდოზე, მათ შორის ზოგიერთი უკვე ათეულთა კლუბის წევრია. იმავეს გაკეთება კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ასე რომ, თუ გსურთ, თქვენთვის გამორჩეული მასწავლებლები საზოგადოებამ გაიცნოს, არ გამოგრჩეთ - მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება 23 აპრილიდან დაიწყო და 30 მაისამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის ფორმა და სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: https://application.tprize.ge/
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:28
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა იმ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ახორციელებს.
„საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის დადგენილებით „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა" დამტკიცდა, რომელიც 4 ქვეპროგრამას მოიცავს. ესენია: „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება; ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა", რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა; ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა", რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა", რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ 2020-24 წლებში სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში 73 507 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, ინდივიდუალური კონსულტაცია კი - 116 919 პირს გაეწია. ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე 86 151 სოციალურად დაუცველი პირისთვის, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით, შესაბამისი კონსულტაციის და ინფორმაციის გაცნობა მოხდა.
მინისტრის მოადგილემ შრომითი მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრის მიზნით, 2023 წლიდან სამინისტრო ქმედით ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით, შრომითი მიგრაციის ახალი ნორმების და მექანიზმების დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და შესაბამისი პროგრამა მომზადდა, რომელიც აქტიურად ხორციელდება.
კომიტეტმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროგრამები დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
სხდომაზე კომიტეტის წევრები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2023-2024 წლების ანგარიშებს გაეცნენ, რომლებიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ წარადგინა.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ტელეკომუნიკაციის სივრცეში არსებული ჯანსაღი კონკურენცია.
კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის ანგარიშები ცნობად მიიღო.