მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006

რომელი სტარტაპები ისარგებლებენ ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით

news image

საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია. ინიციატივის მიხედვით, ინოვაციური სტარტაპები შეღავათებით 10 წლის განმავლობაში ისარგებლებენ, თუმცა პირველი სამი წლის განმავლობაში კი ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან. შესაბამისი ცვლილებები „ინოვაციების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ შედის.

აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ისაუბრა და დეტალურად ახსნა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის არსი.

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA ნამდვილად არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ჩვენი მთავრობის, ასევე ნულიდან შექმნილი. წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც ჩვენ პარლამენტს მივმართეთ მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის ქართულ ინოვაციურ ეკოსისტემას. მათ შორის რეგიონის და მათ შორის უცხოური სტარტაპებისთვის, რასაც აქვს უკვე ადგილი. თქვენ იცით, რომ საქართველოში ვახორციელებთ უნიკალურ რეგიონულ აქსელერატორს, რომელიც არის სილიკონის ველის წამყვანი აქსელერატორი. ვენჩერული ფონდი, რომელიც ასევე ვახსენეთ. ინიციატივა, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი პირველი მოსმენა უკვე გაიარა და მხარდაჭერილია და მეორე მოსმენის ეტაპზეა. სამი ახალი სტატუსი შემოდის. პირველ რიგში შემოდის ინოვაციური კომპანიის სტატუსი, რაც არც საქართველოში და არც რეგიონში ასეთი სტატუსი არ არსებობს და სამართლებრივი სტატუსი იქნება, რაზეც ძალიან მარტივი იქნება შემდეგში სხვადასხვა ბენეფიტების დაკავშირება. და უკვე ამ ეტაპზე კანონპროექტი ითვალისწინებს ჯამში 10 წლიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. პირველი სამი წელი აბსოლუტურად ნულოვანი განაკვეთებით, შემდგომ 5%-იანი, შემდგომ 10%-იანი. ესეც უპრეცედენტოა და არის ძალიან მსუყე მესიჯი მინიმუმ რეგიონის სტარტაპებისთვის.

მეორე და მესამე ინსტრუმენტი ეს არის უკვე კვლევაზე და განვითარებაზე ორიენტირებული. ე.წ. არენდის სტიმულირებაზე ორიენტირებული. შემოგვაქვს ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია რომელიც განახორციელებს მისი ხარჯების მინიმუმ 5%-ის ინვესტირებას საკუთარი კვლევის და განვითარების მიმართულებით, დახარჯული თანხის სამმაგი ოდენობის გამოქვითვა შეეძლება მოგების დასაბეგრი ბაზრიდან. რაც აბსოლუტურად უნიკალური შესაძლებლობაა. ასევე იმოქმედებს „აწარმოე საქართველოშის“ მხრიდან საგრანტო ინსტრუმენტი, არენდასთან დაკავშირებულ თანხასთან მიმართებაში. საკმაოდ კარგი სინერგიაა GITA-სა და „აწარმოე საქართველოშიც“ შორის. შემოგვაქვს ასევე მესამე სტატუსი, ეს არის არენდი კომპანიის სტატუსი და ის შინაარსობრივად გათანაბრებული იქნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის სტატუსთან. რომელიც იცით, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც 150-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია მოიზიდა. არენდი კომპანიებს საქართველოში ექნებათ კონკრეტული სტატუსი და 5%-იანი განაკვეთიმოგების და საშემოსავლო გადასახადებზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის თითოეული ფაზა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ჯამური ინვესტიცია 60 მლნ დოლარს მიაღწევს - ჯემალ ინაიშვილი

03.06.2025.18:12


თბილისის მშრალი პორტი (Tbilisi Dry Port) ოფიციალურად ამოქმედდა - თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალმა დღეიდან მუშაობა დაიწყო. როგორც Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა მედიასთან განაცხადა, მშრალი პორტის მშენებლობა რამდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი ფაზის ფარგლებში პორტს ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება შეუძლია. საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.

„თბილისის მშრალი პორტის პირველი ფაზა პროექტის მიხედვით წელიწადში 100 000 კონტეინერზეა გათვლილი. შემდეგ უკვე მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება 200 000 ერთეულ კონტეინერამდე. პარალელურად ვიწყებთ A კლასის საწყობების მშენებლობას. მეორე ფაზის ფარგლებში ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 10 000 კვ/მ საწყობს და შემდეგ უკვე ამას დაემატება კიდევ 50 000 კვ/მ-ს თანამედროვე ტიპის, A კლასის საწყობები“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

მისივე განმარტებით, თბილისის მშრალი ტიპი ყველა სახის ტვირთებს მოემსახურება. პორტში შევა, როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. აღნიშნული ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქება ასევე ტრანზიტული ტვირთებისთვისაც.

„საექსპორტო ტვირთების გარკვეული რაოდენობა ზუსტად აქ მოთავსდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში და აგრეთვე ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის და ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები. მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთი შემოვა აქ გარკვეული რაოდენობით, აგრეთვე ყაზახეთთან და რა თქმა უნდა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ყველა ტიპის ტვირთი, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება კონტეინერით.

მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ და ჩვენი საექსპორტო ბაზა არის ცენტრალურ აზიაში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომაც საჭირო იყო, რომ ინფრასტრუქტურა ყოფილიყო თბილისში განთავსებული. ვინაიდან, თბილისს ასეთი ტიპის საკონტეინერო ტერმინალი და ჰაბი არ გააჩნდა აქამდე. იმიტომ, რომ ძირითადი იმპორტი მოდის საქართველოში შემოსული ტვირთების თბილისზე და შესაბამისად ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ახლოს რა თქმა უნდა მთავარ სარკინიგზო კვანძთან და შესაბამისად ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, საიდანაც ხორციელდება ექსპორტი და აგრეთვე, ცენტრალური აზრის ქვეყნებთან განსაკუთრებით, ყაზახეთზე მაქვს აქცენტი და უზბეკეთზე ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის ყველა ფაზის განხორციელების შემდეგ ინვესტიციის საერთო მოცულობა 60 მლნ დოლარს მიაღწევს.

„თითოეული ასე ვთქვათ ფაზა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონს მიაღწევს“, - განაცხადა ინაიშვილმა.

თბილისი დრაი პორტი – მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბი უკვე ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აბუ დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს კოლაბორაციას. თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან. პორტი სტრატეგიულად მდებარეობს როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის – ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის – და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.

მთელ მსოფლიოში და ასევე შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ვითარდება საპორტო, სატერმინალო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილი მოთხოვნიდან და ტვირთნაკადიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეხება საკონტეინერო ტვირთებს როგორც თანამედროვე სტანდარტს ტრანსპორტირებისთვის.

ობიექტი შექმნილია მასშტაბური და ეფექტიანი ლოგისტიკური ოპერირებისთვის. სრულად პორტი შენდება 3 ფაზად 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია და საოპერაციოდ ფუნქიონირებს პირველი ფაზა , რომელშიც უკვე განხორციელდა 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და ის მოიცავს::

• 110 000კვ.მ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს 50,000 მ² საკონტეინერო ეზოს სამი ერთეული ახალი საკონტეინერო ტექნიკით

• სამ 600-მეტრიან სარკინიგზო ჩიხს

• ორ საკუთარ სარკინიგზო ლოკომოტივს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის დამხარისხებელ სადგურთან

• 2,500 მ² გადახურულ სასაწყობე სივრცეს

• სხვადასხვა ტიპის ამწე ტექნიკასა და სერტიფიცირებულ სასწორებს

ამ ინფრასტრუქტურით პორტს შეუძლია ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება, საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.

მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე ა კლასის ტიპის 9800 კვ.მ საწყობის მშენებლობა.

თბილისი დრაი პორტი, გარდა იმისა რომ ემსახურება ქართულ პორტებს, ასევე ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბი და დეპო – კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან "შუა დერეფნის" მეშვეობით რკინიგზით გადაზიდული კონტეინერებისთვის. ასევე, პორტი უზრუნველყოფს მოქნილ სატვირთო ნაკადებს ცენტრალური აზიიდან ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით – რკინიგზით, მფლობელის კონტეინერით ან სატვირთო მანქანებით.

ა/წ 3 მაისს პორტმა მიიღო პირველი შემოსული მატარებელი, რომელიც MSC-ის საზღვაო ხაზის კუთვნილი 30 ერთეული 20-ფუტიანი სავსე კონტეინერით ჩამოვიდა ბათუმიდან. თითოეულ კონტეინერში 26 ტონაზე მეტი ტვირთი იყო განთავსებული, რაც წარმოაჩენს სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობას, ეკოლოგიურ სარგებელს და მძიმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურ შესაძლებლობას, სატვირთო სამანქანო ტრანსპორტთან შედარებით.

საზღვაო ხაზები, გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ახლა სარგებლობენ მაღალი ხარისხის მულტიმოდალური ლოგისტიკური სერვისებით, რომლებიც ამარტივებენ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდიან სატრანზიტო პოტენციალს.

პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა