მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

რას ითვალისწინებს არდისა და Liv Hospital-ის თანამშრომლობა | შესაძლებლობები დაზღვეულებისთვის

news image
mbc image

სადაზღვევო კომპანია არდი საზღვარგარეთ პროვაიდერების რაოდენობას ზრდის, რითაც საკუთარ დაზღვეულებს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უფართოებს. არდი იწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას Liv Hospital Group-თან, რომლის მიზანია არდის დაზღვეულთათვის ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო დონეზე, კერძოდ, თურქეთში, სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაფართოება.

როგორია არდისა და Liv Hospital-ის პარტნიორობის დეტალები და რას აკეთებს სადაზღვევო კომპანია საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებისთვის -დეტალებზე Business Insider Georgia სს „არდი დაზღვევის“ აღმასრულებელ დირექტორს მიხეილ ჯაფარიძეს ესაუბრა.

„ჩვენი პარტნიორობა Liv Hospital Group-თან არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ არდის სერვისების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. Liv Hospital-ი ახლა შემოუერთდა ჩვენს პარტნიორთა ქსელს და იმედი მაქვს, რომ ის სერვისები, რასაც Liv Hospital-ი მიაწვდის ჩვენს დაზღვეულებს საჭიროების შემთხვევაში მათ დაეხმარებათ იმაში, რომ უფრო მეტი არჩევანი ჰქონდეთ საკუთარი ჯანმრთელობის საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ Liv Hospital-თან პარტნიორობა პასუხობს არდის ხარისხის სტანდარტს, იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვის ამ ეკოსისტემასთან ურთიერთობა არის იმის გარანტი, რომ ჩვენი მოთხოვნები ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაში იქნება ისეთივე უმაღლესი ხარისხის, რისი მოლოდინიც ჩვენს დაზღვეულებს აქვთ. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობა შედგა.

- რას აკეთებს არდი იმისათვის, რომ მის დაზღვეულებს საზღვარგარეთ მკურნალობა კიდევ უფრო გაუმარტივოს?

- ზოგადად არდი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისები იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი დაზღვეულებისთვის, ჩვენი პროგრამის დაფარვები ამას ითვალისწინებს. თუმცა, ამას თავის მხრივ სჭირდება პარტნიორული ურთიერთობები, როგორც თურქეთში, ისე ისრაელში, სადაც უკვე გვაქვს თანამშრომლობა. ცხადია სხვა ქვეყნებშიც ვავითარებთ ასეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. იქიდან გამომდინარე, რომ ფასთა შორის სხვაობები არსებობს, ძალიან რთულია მსგავსი თანამშრომლობის აგება. თუმცა, როგორც Liv Hospital-ი, რომელსაც მთელი რიგი სერვისები აქვს: ონკოლოგიური, კარდიო ქირურგიული მიმართულებით, რობოტული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობით ისინიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, იმისათვის, რომ პარტნიორობა შედგეს. Liv Hospital-თან მიმართებაში ეს ინტერესი იყო, ისევე როგორც ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში და ეს ნაბიჯები გადმოდგეს. ისეთი სერვისები, როგორცაა მეორე სამედიცინო აზრის (SMO) უფასო მომსახურება, PET-CT

სკანირება და ონლაინ კონსულტაციები, Liv Gold სკრინინგ პაკეტები, რობოტული ქირურგია და ა.შ. ჩვენი დაზღვეულები მიიღებენ ექსკლუზიურად შეღავათიან ფასებში.

საბოლოო ჯამში, რაც უფრო ფართოა არჩევანი ჩვენ დაზღვეულებისთვის, უფრო კარგია მათთვის მიწოდებული სერვისის ხარისხიც.

- პარტნიორული ქსელის გაფართოების პარალელურად, რამდენად იზრდება საზღვარგარეთ მკურნალობაზე მოთხოვნა არდის მაგალითზე?

- 2016 წელს, როდესაც ჩვენ ეს სერვისები დავნერგეთ ჩვენც არ გვქონდა მოლოდინი, რომ მოთხოვნა ასეთი აქტიური იქნებოდა. თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მოგვიწია, რომ დამატებით ადამიანები აგვეყვანა კომპანიაში და სამსახურიც კი შეგვექმნა, რომელიც სპეციალიზებულად აღნიშნულ მიმართულებაზე იმუშავებდა. ამ სამსახურს ყოველდღიურად ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. შესაბამისად ფაქტია, რომ წამოწყებამ გაამართლა. აქედან გამომდინარე, არჩევანი ადამიანს საქართველოში მიიღებს სერვისს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოველთვის უნდა ჰქონდეს. ამ სერვისის მიღებაც მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ საზღვარგარეთ მიდიხართ არის გარკვეული ბარიერები, მაგალითად ენობრივი ბარიერი, გეოგრაფიულ ბარიერი და სხვა. ეს ბარიერები, რომ ქრება და გყავთ ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქართულად მოსაუბრეა, ლოგისტიკური პრობლემები გიგვარდებათ, რადგანაც გეხმარებათ ჩვენი გუნდიც და პარტნიორიც, რომ ვიზიტი სწორად დაორგანიზდეს. ეს ყველაფერი კი ამ ბარიერებს ამარტივებს და ადამიანს უფრო მეტად აქვს სურვილი წასვლის, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში მოუნდებოდა. ამიტომ სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც იგივე მოთხოვნები და სურვილები გვაქვს, თუმცა დასავლეთის ქვეყნებში შედარებით რთულია ასეთი სერვისების დაგეგმვა, რადგანაც იქ ტრანსფერის ხარჯიც მეტია, შორი მანძილია. თურქეთი კი ახლოსაა და ამიტომ თურქეთზე მოთხოვნა მეტია. იგივე სისტემებით ისრაელის კლინიკებიც გვყავს დაპროვაიდებული, მაგრამ იქ მოთხოვნა შედარებით დაბალია, ვიდრე თურქეთში. თურქეთზე მაღალი მოთხოვნაა და ჩვენც ამ მოთხოვნას ვპასუხობთ.

შეგახსენებთ, რომ არდისა და თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის პროვაიდერის Liv Hospital Group-ის მიზანია არდის დაზღვეულთათვის ჯანდაცვის სერვისების ხარისხი გააუმჯობესოს.

პარტნიორობის ძირითადი პრიორიტეტები:

· ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაფართოება: Liv Hospital-ის მსოფლიო დონის სამედიცინო სერვისები საქართველოს მოქალაქეებისთვის გახდება უფრო ხელმისაწვდომი არდის ფართო ქსელის საშუალებით.

· ჯანმრთელობის დაზღვევის გაფართოებული დაფარვა: არდი დაზღვეულებს შესთავაზებს განახლებულ სადაზღვევო პაკეტებს, რომლებიც მოიცავს

უახლეს სამკურნალო მეთოდებზე და Liv Hospital Group-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე წვდომას სპეციალური პირობებითა და თანადაფინანსებით, როგორც კორპორაციული, ასევე ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში.

· გამოცდილების გაზიარება და ინოვაცია: კომპანიების პროფესიული ჯგუფები ითანამშრომლებენ დარგობრივ ექსპერტიზასა და სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების მომსახურებას და დაზღვევის პროცესებს.

· საერთასაზღვრო თანამშრომლობა: თურქეთსა და საქართველოს შორის გაღრმავებული თანამშრომლობა შექმნის რეგიონში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კიდევ ერთ წარმატებულ სტანდარტს.

ექსკლუზიური პირობები არდის დაზღვეულებისთვის Liv Hospital Group-ის ეკოსტისტემაში:

1. 30%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე;

2. სპეციალური ტარიფები PET-CT სკანირებისა და ონლაინ კონსულტაციების სერვისებზე Healthverse Panoramic WEB პლატფორმის საშუალებით (რეალურ დროში ვირტუალური ტურის პლატფორმა, რომელიც დაგაკავშირებთ Liv Hospital-ის ექიმებთან, კაბინეტებთან, პალატებთან);

3. 50%-იანი ფასდაკლება Liv Gold სკრინინგ პაკეტებზე (მამაკაცებისა და ქალებისთვის) 2025 წლის 31 დეკემბრამდე;

4. რობოტული ქირურგიის დამატებითი საფასურის გაუქმება, რის შედეგადაც ამ მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიით ჩატარებული ოპერაციის ღირებულება გაუტოლდება ლაპარასკოპიული ოპერაციის ღირებულებას, რაც უპრეცენდტო შეთავაზებას წარმოადგენს;

5. უფასო მეორე სამედიცინო აზრი;

6. უფასო VIP ტრანსფერი აეროპორტსა, სასტუმროსა და საავადმყოფოს შორის.

Liv Hospital Group-ს შესახებ:

Liv Hospital არის თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის პროვაიდერი, რომელიც სთავაზობს მულტიდისციპლინურ სამედიცინო სერვისებს. ჰოსპიტალი

ცნობილია ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიებით, საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო პერსონალით და პერსონალიზებული პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით. Liv Hospital-ის ქსელი აერთიანებს 6 ჰოსპიტალს თურქეთში და 4 წარმომადგენლობას საზღვარგარეთ (ბაქო, ბუდაპეშტი, ლონდონი, დუბაი). სახელწოდება "LIV" ნიშნავს: "Leading International Vision | წამყვან საერთაშორისო ხედვას", რაც აისახება კიდეც ჰოსპიტალის ვალდებულებებში - შექმნას და დააწესოს ახალი სტანდარტები თურქეთსა და მსოფლიოში. უწყვეტი ინოვაციების ერთგული, Liv Hospital აერთიანებს უახლესი ტექნოლოგიების, მათ შორის რობოტული ქირურგიის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დიაგნოსტიკას, დამიზნებით ონკოლოგიას, რეგენერაციულ მედიცინასა და ღეროვანი უჯრედების თერაპიას. JCI-ის მიერ აკრედიტებული Excellence ცენტრებით, Liv Hospital ახორციელებს მსოფლიო დონის, პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო დახმარებას, ქმნის ახალ სტანდარტებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში როგორც თურქეთის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

სს „არდი დაზღვევა“-ს შესახებ:

სს არდი დაზღვევა არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სადაზღვევო მომსახურების სრულ სპექტრს - სიცოცხლის და არა-სიცოცხლის (ქონებრივი) დაზღვევების მიმართულებით. დაზღვეულზე ორიენტირებული მიდგომებითა და ინოვაციებისადმი ერთგულებით, არდი ცნობილია თავისი გამჭვირვალე მომსახურებით, სწრაფი ანაზღაურებებით, მომხმარებელთა ადვოკატირებით და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებით. სრულყოფილებისკენ მუდმივი განვითარების გზაზე არდი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ციფრულ პლატფორმებში, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სერვისის ახალ მოდელებში, რათა უზრუნველყოს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა, ეფექტურობა და მომხმარებელთა კმაყოფილება მის ყველა შეთავაზებაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რატომ ვერ პოულობენ მომხმარებლები თქვენს ბიზნესს Google-ში?

20.10.2026.07:21

ინდექსაციის პრობლემები, ტექნიკური ხარვეზები, არასათანადო კონტენტი, არასწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები - იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც თქვენი ბიზნესის გვერდი Google-ში „იკარგება“. თუ ამ საკითხებში სიღრმისეულად ვერ ერკვევით, დროა, პროფესიონალი სეო სააგენტო იპოვოთ.

შესაძლოა, ბიზნესის განვითარებაში დიდ დროსა და ფინანსებს დებთ, თუმცა შედეგი მაინც არ ჩანს. ამის მიზეზი ხშირად Google-ში დაბალი პოზიციებია, რაც პირდაპირ აზარალებს გაყიდვებს. სანამ თქვენი საიტი არ ჩანს, პოტენციური მომხმარებლები კონკურენტებთან მიდიან.

ეფექტური SEO მომსახურება ბიზნესის ზრდის რეალური ინსტრუმენტია, რომლის საჭიროებასაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები თანდათან უკეთ აცნობირებენ. ისინი რესურსს სწორი მიმართულებით ხარჯავენ და გრძელვადიან შედეგს იღებენ. 

რა უშლის ხელს საიტის Google-ში გამოჩენას?

ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება მრავალი იყოს, ზუსტი მიზეზის დასადგენად კი შესაბამისი ანალიზია საჭირო. შედეგზე ორიენტირებული სეო სააგენტო პროცესს საიტის სიღრმისეული შესწავლით იწყებს და არსებულ ხარვეზებს ზუსტად გამოკვეთს.

ეს შეიძლება იყოს: 

  • ინდექსაციის პრობლემები - თუ Google-ს საიტის გვერდები მონაცემთა ბაზაში (ინდექსში) არ აქვს დამატებული, მას მომხმარებლები საძიებო შედეგებში ვერ იპოვიან;

  • ტექნიკური ხარვეზები - არასწორმა ბმულებმა, ნელმა ჩატვირთვამ, რთულმა ნავიგაციამ  და საიტის სხვა ტექნიკურმა პრობლემებმა შეიძლება Google-ს გვერდების პოვნა და დამუშავება გაურთულოს;

  • მომხმარებლის მოთხოვნასთან შეუსაბამო კონტენტი - თუ ტექსტური მასალა მომხმარებლის კითხვას არ პასუხობს, მისი ძიების შედეგებში გამოჩენის შანსი მცირდება;

  • არასწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები - ბიზნესმა რესურსი შეიძლება ისეთი სიტყვების ოპტიმიზაციაზე დახარჯოს, რაც მისი აუდიტორიის რეალურ მოთხოვნებს არ შეესაბამება;

  • მაღალი კონკურენცია - კონკურენტებმა შეიძლება უფრო სრულყოფილი კონტენტი განათავსეს, საიტის სტრუქტურა გამართული აქვთ და ან Google-ში უფრო ძლიერი ავტორიტეტით სარგებლობენ;

  • ლოკალური SEO-ს უგულებელყოფა - თუ ბიზნესი კონკრეტულ ქალაქში ან უბანში მუშაობს, ადგილობრივი ძიებისთვის საიტის ოპტიმიზაცია არ უნდა გამორჩეს. 

სხვა მიზეზებიც არსებობს, რის გამოც შეიძლება მომხმარებლები Google-ის საშუალებით თქვენამდე ვერ მოდიოდნენ. მიზეზის დასადგენად საჭიროა საიტის ტექნიკური მდგომარეობის, კონტენტის, საკვანძო სიტყვებისა და კონკურენტების შეფასება. ეფექტური SEO მომსახურება სწორედ ამ საკითხების მოწესრიგებაზე ზრუნავს. 

როგორ ზრდის SEO ბიზნესის ხილვადობას? 

როგორ იქცევით, როდესაც კონკრეტული პროდუქტი, სერვისი ან ინფორმაცია გჭირდებათ? ალბათ, მობილურში ან კომპიუტერში საძიებო სისტემას ხსნით და შესაბამის ფრაზას წერთ. ზუსტად ასე იქცევა თანამედროვე მომხმარებლების დიდი ნაწილიც. ახლა წარმოიდგინეთ: ადამიანი ეძებს იმას, რასაც თქვენ ყიდით ან სთავაზობთ, თუმცა თქვენს საიტს ვერ პოულობს. ამ დროს თქვენ კარგავთ პოტენციურ მყიდველს და მას პირდაპირ კონკურენტთან უშვებთ.

SEO ბიზნესს ხილვადობის გაზრდაში ეხმარება და უზრუნველყოფს, რომ Google-მა მომხმარებელს სწორედ თქვენი ბიზნესის ვებგვერდი უჩვენოს. ამისთვის სხვადასხვა ტექნიკური თუ კონტენტ ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რასაც პროფესიონალი სეო სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს.

ეფექტური SEO მომსახურება მოიცავს: 

  • SEO აუდიტს; 

  • საიტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას;

  • საძიებო სიტყვების კვლევას;

  • კონკურენტების ანალიზს;

  • საიტის სტრუქტურისა და გვერდების ოპტიმიზაციას;

  • ახალი კონტენტის დაგეგმვასა და არსებული მასალის გაუმჯობესებას;

  • შიდა ლინკების მოწესრიგებას;

  • საიტის ავტორიტეტის გაძლიერებას;

  • AI პლატფორმებზე ხილვადობის გაზრდას;

  • შედეგების მონიტორინგსა და პერიოდულ რეპორტინგს. 

სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს თქვენს საიტზე მიზნობრივი მომხმარებლების მოზიდვას, რასაც რეალური გაყიდვები მოჰყვება. მთავარია, ვებგვერდზე მოსულ ადამიანებს ზუსტი ინფორმაცია დახვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გვერდს მალევე დატოვებენ და არჩევანს კონკურენტზე შეაჩერებენ. 

როდის არის საჭირო სეო სააგენტო?

ოპტიმიზაციაში სეო სააგენტოს ჩართულობა ყველა ეტაპზე საჭიროა. შეგიძლიათ სეო მომსახურებით საიტის აწყობის ეტაპიდანვე ისარგებლოთ და შესაბამისი საკითხების მოწესრიგება გამოცდილ გუნდს ანდოთ. 

სეო სააგენტო საჭიროა მაშინაც, თუ ვებგვერდი წლებია ფუნქციონირებს, თუმცა საძიებო სისტემაში არ ჩანს. 

სააგენტოსთან თანამშრომლობა და ოპტიმიზაციაზე ზრუნვა განსაკუთრებით გამართლებული შემდეგ შემთხვევებშია:

  • თუ საიტი Google-ში სასურველ პოზიციებზე ვერ ჩნდება;

  • ორგანული ტრაფიკი არ იზრდება ან იკლებს;

  • კომპანიამ არ იცის, რა უშლის ხელს ხილვადობის გაუმჯობესებაში ან პოზიციების შენარჩუნებაში;

  • კონკურენტები თქვენზე ბევრად წინ არიან;

  • არ გაქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომ საიტის ტექნიკურ და კონტენტ ოპტიმიზაციაზე იზრუნოთ. 

ამასთან ერთად, ექსპერტების მომსახურება ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღეს შეიძლება ბაზრის ლიდერი იყოთ, მაგრამ სწორი სტრატეგიის შემუშავებით კონკურენტმა გადაგასწროთ. საჭიროა, რომ მომხმარებლის მაჯის ცემას გრძნობდეთ და იმას სთავაზობდეთ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამაში SEO სააგენტოს გუნდი დაგეხმარებათ. 

როგორ უნდა დაიწყოს ბიზნესმა SEO-ზე მუშაობა?

საუკეთესო გამოსავალია, საქმე გამოცდილ ექსპერტებს მიანდოთ. თავდაპირველად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ, შემდეგ კი ისეთი პარტნიორი სააგენტო შეარჩიეთ, რომელიც შედეგებზე მხოლოდ კი არ საუბრობს, არამედ მათი რეალურად ჩვენებაც შეუძლია.

ყურადღება მიაქციეთ გუნდის კვალიფიკაციას, რეალურ მიღწევებს, მუშაობის პრინციპებსა და შედეგების გაზომვის მეთოდებს. ასევე, დააზუსტეთ, რა შედის კონკრეტულ პაკეტებში. 

SEO ოპტიმიზაცია გეხმარებათ, მომხმარებლებმა თქვენი საიტი Google-ის ორგანულ შედეგებში იპოვონ. გაითვალისწინეთ, რომ SEO გრძელვადიანი ინვესტიციაა და შედეგი მყისიერად არ დგება. თუმცა, ფასიანი რეკლამისგან განსხვავებით, ორგანული შედეგებიდან შემოსულ თითოეულ ვიზიტორში თანხას არ იხდით.

უკვე იცით, რატომ ვერ გპოულობენ მომხმარებლები Google-ში და როგორ ზრდის SEO საძიებო სისტემაში ხილვადობას. ახლა კი დროა, მოქმედებაზე გადახვიდეთ და თქვენი ბიზნესისთვის სანდო სეო სააგენტო აირჩიოთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა