მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

რამდენი პროცენტით გაიზრდება 2025 წელს სადაზღვევო სექტორი - ბიზნესის მოლოდინი

news image

2025 წელს სადაზღვევო ბაზრის 18%-მდე ზრდას ელოდება სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, ძირითად სახეობებში დინამიკა იგივეა და წამყვან სახეობად ისევ სამედიცინო დაზღვევა რჩება.

„2025 წლის პირველი კვარტლის ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა და ველოდებით მის გამოქვეყნებას. თუმცა მოლოდინები არის იგივე, რაც ჩვენ წინა საუბრებში გვქონია. ეს არს იგივე, სამედიცინო დაზღვევაზე ველოდებით 12-15%-იან ინფლაციას, ავტოდაზღვევაშიც იმავეს. ბაზარი ისევ დინამიურად იზრდება. დაახლოებით 17-18%-იან ზრდას ველოდებით ბაზრისას წელს. როგორც იცით პირველი კვარტალი უფრო მეტად კონსოლიდირებულია ხოლმე, ბევრი კონტრაქტი იწერება პირველ კვარტალში და აქედან გამომდინარე პირველ კვარტალში მოცულობები მეტია. ძირითად სახეობებში დინამიკა იგივეა, ისევ წამყვანი სახეობა არის სამედიცინო დაზღვევა და შემდეგ ქონების დაზღვევა, ავტოდაზღვევა და დაზღვევის სხვა სახეობები“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკისთვის და თავად სექტორისთვის მნიშვნელოვანია დაზღვევის სავალდებულო პროდუქტების ამოქმედება.

„იმედი გაქვს, რომ ეს დაზღვევის სახეობა დაიძვრება და დაიწყება ამ დაზღვევის სახეობაზე მუშაობა და საბოლოოდ ჩაეშვება იმიტომ, რომ ვფიქრობ საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეკონომიკისთვის და თავად სადაზღვევო ინდუსტრიისთვისაც. თუმცა მეტი კონკრეტიკა არ გაქვს ამ ეტაპზე, თუმცა მოლოდინები არის“, - აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ

02.05.2025.21:27

29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. 

PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. „Good Distribution Practice“ – „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. 

EBA ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და პროაქტიულად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და  აერთიანებს 100-ზე მეტი წევრ კომპანიას, მათ შორის არიან სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიები, როგორიცაა საბანკო საქმე, აუდიტი, მედიცინა, ფარმაცია, დაზღვევა, ტურიზმი, სტუმართ-მასპინძლობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. 

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმოამდგენლებმა და ასოციაციის მმართველმა გუნდმა დაათვალიერეს PSP ფარმას საწყობი. PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა, მამუკა ბრეგვაძემ  სტუმრებს გააცნოსაწყობის სტრუქტურა, მედიკამენტების და პარაფარმაცევტული პროდუქტების მიღება, დახარისხება, დასაწყობება, შეკვეთის ფორმირება, კონტროლი და გაცემის პროცესების მართვის სისტემები და პრინციპები; ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დანერგილ ციფრულ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ინოვაციები, საწყობის GDP სტანდარტის შესაბამისად მოწყობისა და მართვის მეთოდები. PSP-ს ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილემ გიორგი გლუნჩაძემ სტუმრებს მოკლედ კომპანიის 30 წლიანი ისტორია და მიღწევები გააცნო. 

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო სტანდარტით მოწყობას, საწყობის ციფრულ და ტექნოლოგიურ აღჭურვას.  ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონ ბრაეკეველდტმა ხაზი გაუსვა, რომ „ევროპული სტანდარტების და ღირებულებების დანერგვა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, მომხმარებლებისთვის, რადგან ამ საწყობის დათვალიერებით ჩვენ დავრწმუნდით, რომ მომხამრებელი უსაფრთხო პროდუქტს იღებს.“

უკვე 30 წელია, PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ზრუნვა და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. ამის უზრუნველსაყოფად, მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე მეორედ წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის კვლავ მინიჭება. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა