Radisson RED Tbilisi წარმოგიდგენთ ახალ სივრცეს – Steakhouse #1
ქალაქის ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე სასტუმროში Radisson RED Tbilisi ახალი კულინარიული სივრცე Steakhouse #1 იხსნება. სტეიკჰაუსის კონცეფცია კლასიკისა და თანამედროვე, თამამი და ქართული ელემენტებით გადმოცემულ ახალ ხედვაში მდგომარეობს.
Steakhouse N1 უმაღლესი ხარისხის ხორცზე, ნამდვილ გემოსა და დახვეწილ გარემოზეა ფოკუსირებული. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ატმოსფეროსა და გამორჩეულ გემოს ყოველ ჯერზე.
გახსნასთან ერთად, Radisson RED Tbilisi ახალ მენიუსაც წარადგენს, რომელიც კლასიკურ რეცეპტებს თანამედროვე ინტერპრეტაციით გააერთიანებს. რესტორანი ნამდვილი სტეიკის მოყვარულებს ფართო არჩევანს შესთავაზებს. გარდა ამისა, ხორცის შეწვის ექვსივე დონის შეთავაზება ყველა გემოვნების სტუმარს დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს.
“Steak House N1 უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და Radisson RED-ში უკვე მეორე ფილიალით იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლისთვის ძალიან საყვარელ გემოებთან ერთად, აქ სტუმრებს ძალიან საინტერესო სიახლეებსაც შევთავაზებთ. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართული საქონლისა და ამერიკული „ბლექ ანგუსის“ ხორცს.მოეწყობა სპეციალური დღეებიც, როდესაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან ბიზონის, ნიანგის, ვაგიუს სტეიკები“ - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.
რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილსა და ინდუსტრიულ ელეგანტურობას აერთიანებს, რომელიც დავით აღმაშენებლის 44 ნომერში, საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. სტუმრებს მენიუში პრემიუმ კლასის სასმელებიც დახვდება, რომელიც მათ გასტრონომიულ გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. Steakhouse #1 მაისში გაიხსნება.
სხვა სიახლეები
02.08.2025.15:22
სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული, - ამის შესახებ განცხადებას სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ირაკლი იაკობაშვილი აკეთებს. მისი თქმით, სასტუმრო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა და Ambassadori Kachreti Golf Resort-მა ივლისი 100%-იანი დატვირთულობის ჩახურა. არსებული ჯავშნების მიხედვით ანალოგიური ვითარებაა აგვისტოს თვეზე.
„ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გეტყვით, რომ სასტუმრო ძალიან დატვირთულია არამხოლოდ Weekend-ზე, არამედ კვირის სხვა დღეების განმავლობაში, ყოველდღიურად. ჩვენი დამსვენებლების დაახლოებით 80%-ი არის საქართველოდან, ხოლო 20%-ი არის უცხო ქვეყნებიდან, როგორიც არის ისრაელი, გალფის ქვეყნები, ინდოეთი და ასევე ლატვია, ლიტვა და ასე შემდეგ“, - აცხადებს ირაკლი იაკობაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Ambassadori Kachreti Golf Resort-ი 9 კატეგორიის 210 სასტუმრო ნომრისგან შედგება.