მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

Radisson RED-ში ეზოს სეზონის გრანდიოზული გახსნა და ახალი კულინარიული კონცეფციის პრეზენტაცია შედგა

news image

16 მაისს Radisson RED თბილისი კიდევ ერთხელ მოექცა მოვლენების ეპიცენტრში. სტარტი აიღო არა მხოლოდ სეზონმა, არამედ ახალი გემოვნური თავგადასავლების სერიამ.

საკულტო RED ეზო ოფიციალურად გაიხსნა. ჩაეშვა ახალი მენიუც, რომელიც საერთაშორისო სამზარეულოსა და ქართულ ელემენტებს აერთიანებს. სიახლეა კოქტეილების მოყვარულთათვისაც. ღონისძიებაზე სრულიად ახალი საავტორო კოქტეილებიც წარადგინეს, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ აქ იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი გემრიელი სიახლე პიცაა. ეზოში ამიერიდან ქალაქში საუკეთესო პიცის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, რომელიც სტუმრების თვალწინ, ღია სამზარეულოში მომზადდება.

გარდა ამისა, სტეიკის მოყვარულების რუკას ახალი დანიშნულების წერტილი შეემატა . სტეიკჰაუს #1 Radisson RED-ში უკვე მეორე ფილიალით იქნება წარმოდგენილი, რომელიც სტუმრებს უმაღლესი კლასის გამოცდილებას შესთავაზებს.

შოთა ბურჯანაძე, პროექტის ხელმძღვანელი და საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ: „სტუმრებს ადგილზე მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი და ამერიკული ხორცისგან დამზადებული სტეიკები დახვდებათ. პერიოდულად მენიუში ექსკლუზიურად შეხვდებით ბიზონისა და ნიანგის ხორცსაც“.

სიახლეა ვისკის მოყვარულთათვისაც. Radisson RED ვისკის ჰაბი ხდება. აქ სხვადასხვა დასახელების ექსკლუზიური ვისკი იქნება ხელმისაწვდომი.

სეზონის გახსნის ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა გართობაზეც ბენდმა „ნეირონი“ და გიგა პაპასკირმა იზრუნეს.

„თბილისში, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, არ არის დარჩენილი ადგილი, სადაც სტეიკი და პიცა არ გამისინჯავს, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქალაქში საუკეთესო სტეიკი და პიცა აქ აღმოვაჩინე“ - ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი.

ივიცა ლოვრიჩი, Radisson RED Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი, აღნიშნავს, რომ სასტუმრო ამ სიახლით კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც მოგზაურებისა და ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიზიდულობის ადგილი.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის

30.01.2026.18:21

აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.

ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.

,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა