Radisson RED-ში ეზოს სეზონის გრანდიოზული გახსნა და ახალი კულინარიული კონცეფციის პრეზენტაცია შედგა
16 მაისს Radisson RED თბილისი კიდევ ერთხელ მოექცა მოვლენების ეპიცენტრში. სტარტი აიღო არა მხოლოდ სეზონმა, არამედ ახალი გემოვნური თავგადასავლების სერიამ.
საკულტო RED ეზო ოფიციალურად გაიხსნა. ჩაეშვა ახალი მენიუც, რომელიც საერთაშორისო სამზარეულოსა და ქართულ ელემენტებს აერთიანებს. სიახლეა კოქტეილების მოყვარულთათვისაც. ღონისძიებაზე სრულიად ახალი საავტორო კოქტეილებიც წარადგინეს, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ აქ იქნება შესაძლებელი.
კიდევ ერთი გემრიელი სიახლე პიცაა. ეზოში ამიერიდან ქალაქში საუკეთესო პიცის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი, რომელიც სტუმრების თვალწინ, ღია სამზარეულოში მომზადდება.
გარდა ამისა, სტეიკის მოყვარულების რუკას ახალი დანიშნულების წერტილი შეემატა . სტეიკჰაუს #1 Radisson RED-ში უკვე მეორე ფილიალით იქნება წარმოდგენილი, რომელიც სტუმრებს უმაღლესი კლასის გამოცდილებას შესთავაზებს.
შოთა ბურჯანაძე, პროექტის ხელმძღვანელი და საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ: „სტუმრებს ადგილზე მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი და ამერიკული ხორცისგან დამზადებული სტეიკები დახვდებათ. პერიოდულად მენიუში ექსკლუზიურად შეხვდებით ბიზონისა და ნიანგის ხორცსაც“.
სიახლეა ვისკის მოყვარულთათვისაც. Radisson RED ვისკის ჰაბი ხდება. აქ სხვადასხვა დასახელების ექსკლუზიური ვისკი იქნება ხელმისაწვდომი.
სეზონის გახსნის ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, რომელთა გართობაზეც ბენდმა „ნეირონი“ და გიგა პაპასკირმა იზრუნეს.
„თბილისში, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, არ არის დარჩენილი ადგილი, სადაც სტეიკი და პიცა არ გამისინჯავს, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქალაქში საუკეთესო სტეიკი და პიცა აქ აღმოვაჩინე“ - ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი.
ივიცა ლოვრიჩი, Radisson RED Tbilisi-ს გენერალური მენეჯერი, აღნიშნავს, რომ სასტუმრო ამ სიახლით კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც მოგზაურებისა და ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიზიდულობის ადგილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19.05.2025.20:19
ლიბერთიმ ,,Signify Pad”-ის მეშვეობით, ფილიალებში ინოვაციური მომსახურება დანერგა და ხელმოწერების გაციფრულების პროცესი ლიბერთის ფილიალებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. პირველად საქართველოში, ციფრული პლატფორმა Signify- სთან ურთიერთთანამშრომლობით, ელექტრონული ხელმოწერებისთვის, სპეციალურად ლიბერთისთვის შეიქმნა ,,Signify Pad”.
,,მოხარული ვართ, რომ ლიბერთისთან ერთად, საქართველოს საბანკო სექტორში, პირველად ვახორციელებთ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ბანკის ფილიალებში, სპეციალურად შექმნილი “Signify Pad’-ის მეშვეობით ხელმოწერების გაციფრულებას ითვალისწინებს.
“Signify’-ს მიზანია, სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, კომფორტული და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ლიბერთი ყველაზე დიდი ფილიალების ქსელით გამოირჩევა და აღნიშნული ერთობლივი პროექტი, უახლოეს მომავალში აუცილებლად მასშტაბური გახდება და რაც მთავარია, უფრო მეტ მომხმარებელს გაუმარტივდება ბანკთან ურთიერთობის პროცესი “ - ზვიად წოწკოლაური, Signify-ს აღმასრულებელი დირექტორი
,,ლიბერთის გაციფრულების სტრატეგიის ფარგლებში, მუდმივად ვნერგავთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებს. რამდენიმე თვეა, რაც ბანკის ფილიალებში, Signify-სთან ერთად, ხელმოწერების გაციფრულების პროცესი დავიწყეთ. აღნიშნული ინოვატორული ფორმატი გამოირჩევა სისწრაფით და საშუალებას იძლევა, ყველა დამოწმებული ტრანზაქცია, დიდი ვადით და რაც მთავარია უსაფრთხოდ დაარქივდეს და იყოს მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი. მომხმარებლისთვის კომფორტის შექმნა ჩვენი სტრატეგიის ამოსავალი წერტილია. ” - ვატო ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე.
Signify დოკუმენტების ციფრული პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა. იგი, განურჩევლად ინდუსტრიისა და ზომისა, კომპანიებს სთავაზობს დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გამარტივებასა და გაციფრულებას. დღეს Signify-ს მეშვეობით საქართველოში 500 000-ზე მეტ ადამიანს აქვს ხელი ელექტრონულად მოწერილი.
Signify-ის მიერ დანერგილი ციფრული ხელმოწერის მეთოდოლოგია კი, რომელიც ახლა უკვე ფიზიკური მოწყობილობის, პადების, სახითაც არის ხელმისაწვდომი და ფრონტ ოფისებში მომსახურების დოკუმენტებს აციფრულებს.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.