მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

უწერაში სასტუმრო „ნება ნება“ იხსნება - პროექტი „აწარმოე საქართველოში“-ს თანადაფინანსებით განხორციელდა

news image

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით რაჭაში კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება. „ნება ნება“ ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც პირველი სტუმრების მიღებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. სასტუმრო ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ უწერაში მდებარეობს, რომელიც წლების უკან საკმაოდ პოპულარული კურორტი იყო. თუმცა უწერა აქტუალურობას არც დღეს კარგავს და აქტიურად მასპინძლობს ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს.

როგორც  Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მფლობელმა გაგა მიქელაძემ განაცხადა, უწერაში დასვენებაზე მოთხოვნა მზარდია და უცხოელი დამსვენებლებიდან სოფელში ყველაზე დიდი რაოდენობით პოლონეთიდან ჩამოდიან. ტურისტების რაოდენობის პარალელურად იზრდება უწერაში განთავსების ობიექტების რაოდენობაც. 

„შენობა 5 წლის უკან ვიყიდე და ეტაპობრივად, საკუთარი ხარჯებით დავიწყე სასტუმროს აშენება. მშენებლობის შემდგომ ეტაპზე მოვიპოვე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 100 000 ლარიანი დაფინანსება.

სასტუმროში სულ 8 სასტუმრო ნომერია, საიდანაც 3 ნომერი გათვლილია 4 სტუმარზე, ხოლო დანარჩენი სტანდარტულია ნომრებია. მთლიანობაში ერთდროულად 22 სტუმრის მიღება შემეძლება. გარდა ღამისთევისა ჩვენ პარტნიორების საშუალებით სტუმრებს სხვადასხვა საცხენოსნო ტურებს შევთავაზებთ“, - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.

„ნება ნება“ რაჭული გამოთქმაა და ნელა-ნელას, მშვიდად, აუჩქარებელს ნიშნავს. სწორედ იმიტომ, რომ სასტუმრო ნელა-ნელა შენდებოდა გადაწყდა, რომ მას სახელი შესაბამისადაც დარქმეოდა - „ნება ნება“.

გაგა მიქელაძის თქმით, „ნება ნება“-ს მშენებლობისთვის 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული. სასტუმრო უკვე დევს საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმებზე და უცხოელი სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომია. 


სასტუმროში 4 ადგილიანი სასტუმრო ნომრის ფასი 220 ლარია, ხოლო 2 ადგილიანის - 150 ლარი. 

სოფელი უწერა რაჭაში მდინარე რიონის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე მდებარეობს. კურორტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, ტყეებით, ალპური მინდვრებითა და ყინულოვანი მწვერვალების საოცარი ხედებით. უწერა კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. მისი მთავარი სამკურნალო ფაქტორებია მთის ჰავა და მინერალური წყალი „უწერა“. ეს კურორტი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის. აქ შეძლებთ კომფორტულ გარემოში, სუფთა ჰაერზე ბუნების სიმშვიდეში განტვირთვას. უწერა ძალიან ლამაზია, როგორც ზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას. იგი კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესოა, სოფელში და მის მიმდებარედ შეგიძლიათ მოინახულოთ შუა საუკუნეებისა ოთხი ეკლესიისა და ციხე სიმაგრის ნანგრევები.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

31.07.2025.14:17

მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც მათ სრულიად უფასოდ შეისწავლეს ტექნოლოგიების და დაეულებიან თავიანთ მომავალ პროფესიას.

ხელოვნური ინტელექტის, მობილური აპლიკაციების შექმნის, ვებგვერდები პროგრამირების Back-End (Python & Flask) და Front-End (HTML,CSS) შესავალი - ეს იმ ონლაინ კურსების ჩამონათვალია, სადაც 9-12 კლასის 140-მა მოსწავლე გოგონამ, მთელი საქართველოდან, სრულიად უფასოდ შეისწავლეს ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროფესიების საწყისი ეტაპები.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. Crash კურსებზე მიღებული ცოდნა გოგონებისთვის ორიენტირად იქცევა მათი სამომავლო პროფესიის შერჩევაში. სურვილის შემთხვევაში კი შემოდგომიდან თიბისი ტექსკოლაში შეძლებენ ტექნოლოგიების შესწავლას.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა