მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7213.3
0.0036
flag
AZN 1.5625
-0.0011
flag
CNY 39.307
0.0008
flag
EUR 3.0848
0.008
flag
GBP 3.5674
0.0016
flag
KZT 54.24
-0.001
flag
TRY 0.0574
0
flag
USD 2.6563
-0.0014
news banner

რა ვალდებულებები ჩნდება ძაღლსაშენი ბიზნესებისათვის

news image
mbc image

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.

„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.

მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.

„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორი იყო რევაზ სოხაძის სტრატეგიული პროექტებისა და მათი ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ აქცენტები საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე - დეტალები

15.06.2026.20:15

,,ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს’’ ორგანიზებით გაიმართა ეკონომიკური ფორუმი, რომელიც შეეხებოდა დეველოპერული კომპანიების საქმიანობასა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყოველთვის ვიყენებთ ყველა მსგავს ფორმატს, რომ ერთის მხრივ, ჩვენი პოზიციები გავაცნოთ საზოგადოებას და ასევე, გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რაც კერძო სექტორს გააჩნია“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში - „სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე”.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო საგზაო დერეფნების და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს.

რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონების განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო და საინვესტიციო გარემოზე, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე.

დისკუსიის მონაწილეებმა, ასევე განიხილეს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები, სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების, ხარისხის სტანდარტების და კვალიფიციური სამუშაო ძალის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ფორუმს ესწრებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების, საინვესტიციო, საფინანსო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო “ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა