მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7108.3
-0.004
flag
AZN 1.585
-0.0002
flag
CNY 38.645
-0.0055
flag
EUR 3.1497
-0.0053
flag
GBP 3.6226
0.0091
flag
KZT 53.25
0.0004
flag
TRY 0.0622
0
flag
USD 2.6946
-0.0004

რა უნდა ვიცოდეთ ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესახებ? - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

news image

ზამთრის ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული მოვლენაა მსოფლიოში. ტურნირი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ყინულსა და თოვლზე შესრულებულ სხვადასხვა სპორტულ სახეობებს აერთიანებს.

2026 წლის მოახლოებულ ოლიმპიადას მილანი და კორტინა-დ’ამპეცო (პატარა ქალაქი ჩრდ. იტალიაში) უმასპინძლებენ. ეს იქნება ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც 2 ოფიციალური მასპინძელი ქალაქი ეყოლება. ტურნირი 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში 91 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მოკლედ ტურნირის შესახებ

ზამთრის პირველი ოლიმპიადა 1924 წელს, საფრანგეთში, მონბლანის მთის ქვეშ გაშენებულ საკურორტო ქალაქ შამონიში ჩატარდა. თავდაპირველად მას „ზამთრის სპორტის საერთაშორისო კვირეული“ ერქვა, თუმცა მოგვიანებით პირველი ოლიმპიადის სტატუსი მიენიჭა.

ზამთრის ოლიმპიური თამაშები გამორჩეული ესთეტიკისა და ექსტრემალური სანახაობის სინთეზია. ბობსლეისა თუ ტრამპლინიდან ხტომისას განვითარებული 130-150 კმ/სთ სიჩქარე იმდენად დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის, რომ მაყურებელი ეკრანს თვალს ვერ წყვეტს - იმის მიუხედავად, თუ რამდენად არის სპორტის ამ სახეობაში ჩართული.

სპორტსმენების უნიკალური უნარების, მათი მომზადებისა და გამძლეობის გარდა, ცალკე ყურადღების საგანია სპორტის ტექნოლოგიური მხარე, რომელიც ტურნირიდან ტურნირამდე უმჯობესდება. თხილამურების ზედაპირის დამუშავება, ციგების აეროდინამიკა ხშირად წამის მეასედებს განსაზღვრავს, რაც გამარჯვებისა თუ კრახის განმაპირობებელი ხდება. მაგალითისთვის, თხილამურის ძირზე იჭრება მიკროსკოპული ღარები, რომლებიც თოვლთან ხახუნისას წარმოქმნილ წყლის თხელ ფენას დრენაჟს უკეთებს, რაც სპორტსმენს მაქსიმალური სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.

სპორტის სახეობები

ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სპორტის ახალი სახეობა, სათხილამურო ალპინიზმი დაემატება, სადაც სპორტსმენები ჯერ მთაზე ავლენ თხილამურებით, შემდეგ კი დაშვებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. სკი-ალპინიზმში მედლები 3 დისციპლინაში გათამაშდება - ქალთა და მამაკაცთა სპრინტში, ასევე შერეულ ესტაფეტაში.

თოვლის სახეობები შემდეგია:

სამთო თხილამურობა: დიდი სიჩქარით დაშვება მთის ციცაბო ფერდობზე. მთავარი ამოცანაა, მოთხილამურემ ბოლო წერტილამდე უმოკლეს დროში მიაღწიოს;

ბიატლონი: უნიკალური სახეობა, რომელიც აერთიანებს თხილამურებით რბოლასა და შაშხანიდან სროლას. აცილებული ტყვია დამატებით საჯარიმო წრეებს ნიშნავს;

თხილამურებით რბოლა: ეს არის გამძლეობის გამოცდა დიდ დისტანციებზე, სადაც მოთხილამურეები დაღმართზე კი არ ეშვებიან, არამედ საკუთარი ძალით გადაადგილდებიან სწორ ან აღმართიან რელიეფზე;

ფრისტაილი: აკრობატული სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს ნახტომებს, ჰაერში შესრულებულ ტრიუკებს და დაშვებას სპეციალურ დაბრკოლებებზე;

ტრამპლინიდან ხტომა: სპეციალური პლატფორმიდან სწრაფი დაშვება, ნახტომი და ჰაერში ფრენა. ფასდება როგორც დაფარული მანძილი, ასევე ფრენის სტილი და დახტომის უშეცდომოდ შესრულება;

სნოუბორდი: სნოუბორდით დაშვება, რომელიც სისწრაფეზე შეჯიბრსა და აკრობატულ ილეთებს აერთიანებს;

ჩრდილოური ორჭიდი: ორი განსხვავებული სახეობის - ტრამპლინიდან ხტომისა და თხილამურებით რბოლის კომბინაცია;

სათხილამურო ალპინიზმი: ამის თაობაზე უკვე მოგახსენეთ - სპორტსმენები ჯერ თხილამურებით ადიან მთის მწვერვალზე, შემდეგ კი დაბლა ეშვებიან
ყინულის სახეობები

ფიგურული ციგურაობა: ხელოვნებისა და სპორტის სინთეზი, დაუღალავი შრომით შექმნილი ესთეტიკა ყინულზე, სადაც ქულები უშეცდომოდ შესრულებულ რთულ ნახტომებსა და ქორეოგრაფიაში იწერება;

ყინულის ჰოკეი: გუნდური სპორტი, სადაც მოთამაშეები მოწინააღმდეგის კარში შაიბას გატანას ცდილობენ;

კერლინგი: საქართველოში სპორტის ამ სახეობას პატივს დიდად არ სცემენ. თუმცა ფაქტი ერთია: კერლინგში წარმატება სტრატეგიულ მოქმედებას და დეტალებზე ფოკუსირებას მოითხოვს. გუნდები ქვებს სამიზნისკენ აცურებენ და შემდეგ მათ სასურველ პოზიციაში განთავსებას, ასევე მეტოქისთვის ხელის შეშლას ცდილობენ;

ჩქაროსნული ციგურაობა: რბოლა ყინულზე დიდ ოვალურ ტრასაზე, სადაც მთავარი მაქსიმალური სისწრაფის განვითარებაა;

შორტ-ტრეკი: ჩქაროსნული რბოლა მცირე ზომის მოედანზე, სადაც სპორტსმენები ჯგუფურად ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ციგაობა და სწრაფი დაშვება

ბობსლეი: სპორტის ამ სახეობაში 2 ან 4 კაცის გუნდურ დაშვებას ვადევნებთ თვალს. მათი მიზანია, დახურული, აეროდინამიკური ციგით მიზანს მაქსიმალურად მცირე დროში მიაღწიონ;

სკელეტონი: ინდივიდუალური დაშვება პატარა ციგით. სპორტსმენი მუცელზე წევს, თავი კი წინ აქვს.

ციგაობა: დაშვება ყინულის ტრასაზე, სადაც სპორტსმენი ციგაზე ზურგით წევს.

საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ქართველმა სპორტსმენებმა პირველად 1994 წლის ლილეჰამერის ოლიმპიადაზე იასპარეზეს. ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული სახეობა ფიგურული ციგურაობაა.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

23.01.2026.14:22

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.

„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.

კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა