რა უნდა იცოდეთ, თუ თვითდასაქმებული ხართ
ყოველდღიურად არაერთი ადამიანი საკუთარი საქმიანობით იღებს შემოსავალს. დიდხანს არსებობდა განცდა, რომ თვითდასაქმებულებისთვის საბანკო სერვისებზე წვდომა რთული იყო. თუმცა, როგორც არ უნდა იღებდეთ შემოსავალს, თუ გაქვთ მეურნეობა, ან ხართ რეპეტიტორი, ძიძა, ხელოსანი, ფრილანსერი თუ სხვა. საქართველოს ბანკი შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ საბანკო პროდუქტებით.
ვინ არის თვითდასაქმებული ბანკისთვის?
თუ შემოსავალს საკუთარი საქმიანობით იღებთ (პირადი ჩარიცხვებით ან ხელზე), მაგრამ არ ხარ რეგისტრირებული როგორც ინდ.მეწარმე ან შპს, ბანკისთვის თქვენ თვითდასაქმებულს წარმოადგენთ.
მაგალითად: გაქვთ მეურნეობა, ხართ ავტოხელოსანი, მშენებელი, ძიძა, რეპეტიტორი, მძღოლი, თარჯიმანი, ფრილანსერი ან სხვა სფეროს წარმომადგენელი. ყველა საქმიანობას აქ იპოვით.
რა ტიპის საბანკო პროდუქტებზე გაქვთ წვდომა?
თვითდასაქმებულებს საქართველოს ბანკში ყველა იმ საბანკო პროდუქტსა თუ სერვისზე აქვთწვდომა, რომელსაც ოფიციალურად დასაქმებული პირები იღებენ. მათ შორის:
*გაითვალისწინეთ, რომ საბანკო პროდუქტებს შესაძლოა ჰქონდეს მომსახურების საკომისიო.
ასე, რომ თუ ხართ თვითდასაქმებული, შეგიძლიათ ყველა საბანკო პროდუქტით ისარგებლოთ, აისრულოთ სურვილები ან განავითაროთ თქვენი საქმიანობა.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სხვა სიახლეები
VR Krtsanisi Resort Residence-ში მაღალი კლასის რესტორანი „მარანი“ გაიხსნა
02.12.2025.12:00
VR Krtsanisi Resort Residence კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი საცხოვრებელი სივრცეა. კომპლექსში გაიხსნა ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი „მარანი“, რომელიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კულინარიულ გამოცდილებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
„მარანი“ წარმოადგენს სივრცეს, სადაც ქართული და მსოფლიო კულინარიის საუკეთესო ტრადიციები ერთიანდება ინოვაციურ მიდგომებთან. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი კერძები.

რესტორანი გამოირჩევა თანამედროვე ინტერიერითა და კომფორტულად მოწყობილი სივრცით, სადაც თითოეული დეტალი შექმნილია სასიამოვნო ატმოსფეროსა და დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.მაღალი ხარისხის სტანდარტები ქმნის გარემოს, სადაც თითოეული სტუმარი შეძლებს სასიამოვნოდ გაატაროს დრო.
VR Krtsanisi Resort Residence განაგრძობს განვითარებას და უკვე დაგეგმილი აქვს არაერთი ახალი პროექტისა და ინიციატივის განხორციელება, რომლებიც კიდევ უფრო გაამდიდრებს კომპლექსის ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების ხარისხს.
რესტორანი „მარანი“ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპლექსის სტრატეგიაში, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის პრემიუმ ცხოვრების სტილის შეთავაზებას გარემოში, სადაც კომფორტი, ხარისხი და ესთეტიკა მაღალ სტანდარტზე დგას.

რესტორანი მდებარეობს გრიგოლ ვოლსკის ქ.N7-ში, სადაც მაღაკვალიფიციური გუნდი მზად არის მუდმივად მოგემსახუროთ და თქვენი გამოცდილება მეტად სასიამოვნო გახადოს.