მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7112.4
0.0185
flag
AZN 1.6005
0.0039
flag
CNY 38.329
0.0113
flag
EUR 3.174
0.013
flag
GBP 3.6265
0.0033
flag
KZT 50.95
0.0044
flag
TRY 0.0648
0.0001
flag
USD 2.7212
0.006

რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა “კრეატორზე”?

news image

ქართველი კონტენტ კრეატორების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა პირველი მასშტაბური ქართული რეალითი შოუ – Creator-ი დაიწყო. პროექტის მიზანი YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი მაყურებლების მოზიდვა, კრეატორების მხარდაჭერა და მათი წახალისებაა.

ამასთან, პროექტის მთავარი ღირებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც მოიცავს. 

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს შეაფასებენ და ახალ დავალებებს მისცემენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ჟიურის წევრები შესრულებული დავალების საფუძველზე მონაწილეებს გაუზიარებენ უკუკავშირს და რჩევებს, რაც არა მხოლოდ უშუალოდ მონაწილეებს, არამედ მაყურებლებსაც განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარება.

შესარჩევ ეტაპზე უკვე შემოვიდა 500-მდე განაცხადი, რომელთაგან ჟიურის წევრებმა 24 მონაწილე შეარჩიეს. 

პროექტის ფორმატი ასეთია:

“კრეატორის” პირველ ეტაპზე 24 მონაწილე შეირჩა, თუმცა, პროექტში ასპარეზობას მხოლოდ 8 გააგრძელებს.

7 ტურის განმავლობაში მონაწილეები შეასრულებენ მენტორებისგან მიღებულ საკონკურსო დავალებებს. ყოველი ეტაპის შემდეგ, ჟიურის შეფასებების საფუძველზე პროექტს ერთი მონაწილე დატოვებს. ნახევარფინალიდან კი მონაწილეების შეფასებაბის კრიტერიუმს დაემატება ხალხის ხმაც (ნახვები და ლაიქები).

მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ეყოლება მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს დავალების მიხედვით საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გაუზიარებს.

თვალი ადევნე პირველ, მასშტაბურ YouTube რეალითი შოუს საქართველოს ბანკის ახალ YouTube გვერდზე. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ სელის" ფილიალი გაიხსნა

28.10.2025.18:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული ტელეკომ ოპერატორის, "გლობალ სელის", ფილიალი გაიხსნა, რომელიც მგზავრებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის "გლობალ სელის" ფილიალში მგზავრებს შეეძლებათ მიიღონ საუკეთესო პირობების მქონე სამოგზაურო SIM და eSIM ბარათი, ასევე, გაიაქტიურონ მათთვის სასურველი სატელეკომუნიკაციო სერვისები როგორც ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მთელი ევროპისა თუ მსოფლიოს დაფარვით.

კომპანია "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს როგორც SIM, ისე eSIM საერთაშორისო ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე იაფი ინტერნეტით როუმინგში.

რაც შეეხება კომპანიის სხვა სიახლეებს, რამდენიმე დღის წინ, ევროპის ჭადრაკის საზოგადოების მიერ „გლობალ სელი“ ყველაზე საიმედო ტელეკომ პარტნიორად იქნა აღიარებული.

"ევროპის ჭადრაკის კავშირის მხარდაჭერის ჯილდო გადაეცა "გლობალ სელს", ევროპის ჭადრაკის კავშირთან მისი ღირებული პარტნიორობის აღიარების ნიშნად, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და საიმედო ინტერნეტს მოთამაშეებისა და ღონისძიებებისთვის მთელ ევროპაში. "გლობალ სელის" სერვისმა გააუმჯობესა კომუნიკაცია, დაფარვა და წვდომა ციფრულ სერვისებზე ევროპული ჭადრაკის საზოგადოებისთვის" - აღნიშნულია ევროპის ჭადრაკის კავშირის ჯილდოზე, რომლის გლობალურ სატელეკომუნიკაციო კავშირს კომპანია "გლობალ სელი" უზრუნველყოფს.

"გლობალ სელი" ასევე პირველი ქართული ტელეკომ ბრენდია, რომელიც სულ ახლახან გაეროს მსოფლიო ტელეკომ კავშირის (ITU) წევრი გახდა.

 



საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა