მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

რა სიახლეებს სთავაზობს თხილეულისა და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზია „ონისი“ მომხმარებლებს

news image

ონისი თხილეულისა და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia „ონისის“ ციფრულ მარკეტერს, გვანცა საღრაძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

შემოდგომის სეზონი „ონისისთვის“ ახალი ენერგიით დაიწყო - გვაქვს ორი საინტერესო სიახლე : 

ჯანსაღი მიქსი - ნუში, ქეშიუ, გოგრის გული, მიწის თხილი, ბანანის ჩიფსი და ქიშმიში ერთიანად „დაძმობილდნენ“ და ჯანსაღი ხემსის ფორმით გაერთიანდნენ. სამსახურში, სახლში ან მეგობრებთან ერთად მარტივი, გემრიელი და ენერგიული არჩევანია ყველასთვის, ვისაც სურს იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მეორე სიახლე სასაჩუქრე ბოქსია, სიახლე ქართულ ბაზარზე - შავი ქლიავის, გარგარისა და ფინიკის ჩირი, ფისტა, ნუში და ქეშიუ ერთად ქმნიან ჯანსაღ და გემრიელ საჩუქარს, რომელიც:

  • იდეალურია ნებისმიერი შემთხვევისთვის;
  • გამოირჩევა მიმზიდველი შეფუთვით;
  • მზადდება მხოლოდ მაღალი ხარისხის, საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტებით.


როგორი არის მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია თითქმის ყველა სახეობის ჩირი და თხილეული. მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია ქართული თხილეული. ჩვენი თაროები უკვე შევსებულია ახალი მოსავლის ნუშით, თხილითა და ნიგვზით.


როგორია „ონისის“ სამომავლო გეგმები?

როგორც იცით, „ონისი“ არის თხილეულისა და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში. დღეისათვის, ჩვენი პროდუქცია ათასობით ოჯახმა გაიცნო და შეიყვარა. ამიტომ ვგეგმავთ შევინარჩუნოთ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებს კი მუდმივად ახალი, მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ.

ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ თხილეულს ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და ბედნიერ მომენტებს.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ოთხფეხა მეგობრის სიყვარულით შექმნილი ბიზნესი - საქართველოს ბანკი „რინგოვეტის“ პარტნიორია

21.10.2025.15:08

ზოგჯერ ცხოვრების გზა მოულოდნელად იცვლის მიმართულებას, როცა საკუთარ თავს ვუსმენთ და შინაგან ხმას ვენდობით. ნესტან მამაცაშვილისა და „რინგოვეტის“ ამბავიც სწორედ ასეთია. ეს არის ისტორია, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დიდი სიყვარულით დაწყებული იდეა სოციალურად ღირებულ ბიზნესად იქცეს.

ყველაფერი ნესტანის ცხოვრების მთავარი სიყვარულით, ოთხფეხა მეგობრით, სახელად რინგოთი დაიწყო. 14-წლიანი მეგობრობის შემდეგ, რინგოსთან დამშვიდობებამ ნესტანის ცხოვრება და ხედვა სრულიად შეცვალა. მან გაბედა, რინგოს სახელზე „რინგოვეტი“ შეექმნა - ვეტერინარული სერვისები ადგილზე გამოძახებით.

კორპორატიული სამსახურიდან სოციალურ მისიამდე

ნესტანის სურვილი, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, იმდენად დიდი იყო, რომ კორპორაციული სამსახური დატოვა.

„ზოგადად, როცა ცხოვრებაში რამე პრობლემას ვეჩეხები, შემიჩნდება ხოლმე ჭია, არ მასვენებს და სასწრაფოდ მინდება ამ პრობლემის გადაჭრა.“

სწორედ ეს ჟინი გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ცხოველებზე ზრუნვა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო და რჩება ნესტანის მთავარ გამოწვევად.

„მუდმივად უნდა ეცადო, დაარწმუნო გარემო და ხალხი, რომ იმ პატარა მხარდაჭერასა და თანადგომას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ეს ყოველდღიურად ურთულესი რამაა”, - ამბობს ნესტანი.

იგი მუდმივად ეძებს თანამოაზრეებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. „რინგოვეტმა“ კი სულ რაღაც ერთწლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ ბიზნესიდეამ გაამართლა.

„რწმენას ჯადოსნური ძალა აქვს და იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გვგონია.“

ნესტანისა და „რინგოვეტის“ ამბავი გვაჩვენებს, რომ რწმენას და სურვილს, რომ სცადო და ხორცი შეასხა საკუთარ იდეას, ყოველთვის აქვს აზრი. ხოლო ის, რამაც ნესტანის ყოველდღიურობა გარდაქმნა, დღეს უამრავი ცხოველის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ.

"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა