მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

რა სიახლეებს სთავაზობს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

news image

სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert, რომელიც ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. კომპანიის პარტნიორი, გიორგი გრიგალაშვილი Business Insider Georgia -თან საუბარში აღნიშნავს, რომ ტურისტულ ზონაში, შავთელის ქუჩაზე დაემატა Lepert-ის ახალი მაღაზია, სადაც მასტერკლასებიც მიმდინარეობს.

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

სიახლე გვაქვს იმ კუთხით, რომ ტურისტულ ზონაში, შავთელის 26 ნომერში დავამატეთ მაღაზია, რომელიც არის შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ნივთები. სივრცე ორიგინალურია იმით, რომ ადგილზე ტარდება არქეოლოგიური მასტერკლასები. ყოველდღე 13:00 – 14:00 საათის განმავლობაში მომსახურება სრულიად უფასოა. დანარჩენ პერიოდში კი არის ფასიანი, თუმცა ეს ფასი ფაქტობრივად არის თვითღირებულება. ჩვენი სურვილია მომხმარებლის დაინტერესება და მათთვის ჩვენი პროდუქციის გაცნობა.

 როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ასორტიმენტს დავამატეთ რამდენიმე ჭადრაკი. ეს არის ვეფხისტყაოსანი და ქართული ცეკვის ჭადრაკი. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ მუსიკის ჭადრაკის დამატებასაც. ასევე სიახლე გვაქვს ნივთების ზომებთან დაკავშირებით. წარმოება დავიწყეთ შედარებით დიდ ზომებში. დაახლოებით 30, 40, 50, 60 სმ-იან ნივთებს ვაწარმოებთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ ინტერიერისა და ექსტერიერის ქანდაკებების დამზადებას.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია. არაერთი მომხმარებელი, რომელმაც თავდაპირველად შეიძინა ჩვენთან პროდუქცია კვლავ გვიბრუნდება. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიმართ ინტერესს გამოხატავენ მომხმარებლები, რომლებმაც პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ოჯახის წევრებისა და ახლო წრის რეკომენდაციის საფუძველზე. მომხმარებელთა ნაწილი კომპანიას უკავშირდება ინდივიდუალური იდეებითაც, მათ შორის კონკრეტული დიზაინის ან კონცეფციის გადმოტანის სურვილით მეტალის მასალებში. ამ ყველაფრის ფონზე აქტიურად ვფიქრობთ ექსპორტზეც.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

გვინდა, რომ დიდი ჰოლდინგი გავაკეთოთ, რომლის მართვასაც ჩვენს ხელში ავიღებთ. ვგეგმავთ, წარმოებაში სხვადასხვა მიმართულების დამატებას. იქნება ეს ხის, მეტალის, შავი ლითონის, მურანოს შუშისა თუ სხვა მიმართულებით, სადაც ჩვენი ნივთების ინტეგრირება მოხდება, ასევე გვსურს ჩვენი წარმოების ერთად თავმოყრა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.

აღსანიშნავია, რომ Lepert წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და ინოვაციას, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა