რა სიახლეებს სთავაზობს სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
სუვენირებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Lepert, რომელიც ბაზარზე 5 წლის წინ გამოჩნდა მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. კომპანიის პარტნიორი, გიორგი გრიგალაშვილი Business Insider Georgia -თან საუბარში აღნიშნავს, რომ ტურისტულ ზონაში, შავთელის ქუჩაზე დაემატა Lepert - ის ახალი მაღაზია, სადაც მასტერკლასებიც მიმდინარეობს.
რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?
სიახლე გვაქვს იმ კუთხით, რომ ტურისტულ ზონაში, შავთელის 26 ნომერში დავამატეთ მაღაზია, რომელიც არის შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ჩვენი ნივთები. სივრცე ორიგინალურია იმით, რომ ადგილზე ტარდება არქეოლოგიური მასტერკლასები. ყოველდღე 13:00 – 14:00 საათის განმავლობაში მომსახურება სრულიად უფასოა. დანარჩენ პერიოდში კი არის ფასიანი, თუმცა ეს ფასი ფაქტობრივად არის თვითღირებულება. ჩვენი სურვილია მომხმარებლის დაინტერესება და მათთვის ჩვენი პროდუქციის გაცნობა.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ასორტიმენტს დავამატეთ რამოდენიმე ჭადრაკი. ეს არის ვეფხისტყაოსანი და ქართული ცეკვის ჭადრაკი. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ მუსიკის ჭადრაკის დამატებასაც. ასევე სიახლე გვაქვს ნივთების ზომებთან დაკავშირებით. წარმოება დავიწყეთ შედარებით დიდ ზომებეში. დაახლოებით 30, 40, 50, 60 სმ-იან ნივთებს ვაწარმოებთ. გარდა ამისა, ვგეგმავთ ინტერეიერისა და ექსტერიერის ქანდაკებების დამზადებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია. არაერთი მომხმარებელი, რომელმაც თავდაპირველად შეიძინა ჩვენთან პროდუქცია კვლავ გვიბრუნდება. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიის მიმართ ინტერესს გამოხატავენ მომხმარებლები, რომლებმაც პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ოჯახის წევრებისა და ახლო წრის რეკომენდაციის საფუძველზე. მომხმარებელთა ნაწილი კომპანიას უკავშირდება ინდივიდუალური იდეებითაც, მათ შორის კონკრეტული დიზაინის ან კონცეფციის გადმოტანის სურვილით მეტალის მასალებში. ამ ყველაფრის ფონზე აქტიურად ვფიქრობთ ექსპორტზეც.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
გვინდა რომ დიდი ჰოლდინგი გავაკეთოთ, რომლის მართვასაც ჩვენს ხელში ავიღებთ. ვგეგმავთ, წარმოებაში სხვადასხვა მიმართულების დამატებას. იქნება ეს ხის, მეტალის, შავი ლითონის, მურანოს შუშისა თუ სხვა მიმართულებით, სადაც ჩვენი ნივთების ინტეგრირება მოხდება, ასევე გვსურს ჩვენი წარმოების ერთად თავმოყრა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება.
აღსანიშნავია, რომ Lepert წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და ინოვაციას, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
სადაზღვევო სექტორი საქართველოს ფინანსური სისტემის სიმყარის ერთ-ერთი საფუძველია - ირაკლი ნადარეიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
05.05.2025.01:00
ბაზარზე ჯანსაღი და ნატურალური ტკბილეულის ახალი ბრენდი „ჭრიჭინა“ გამოჩნდა. “ჭრიჭინა“ ეს არის ქართულ ბაზარზე პირველი ჩურჩხელის კანფეტი, რომელიც ჩურჩხელის „სამშობლოში“ კახეთში იწარმოება.
როგორც Business Insider Georgia-სთან ტკბილეულის ბრენდ „ჭრიჭინა“-ს დამფუძნებელმა, მცირე მეწარმე თამარ გაგნიძემ განაცხადა, ბრენდის შექმნა ბაზარზე ჩურჩხელის ფალსიფიკაციის მაღალმა დონემ აიძულა და ასე დაიბადა პირველი ჩურჩხელის კანფეტის იდეაც.
„საქართველოში ჩურჩხელას ბევრი აწარმოებს, თუმცა ბაზარზე რთულია ნატურალური ჩურჩხელა მოიძიო. ბოლო პერიოდში ჩურჩხელის დამზადება სხვადასხვა ფერებით და ქიმური შენაერთებით ხდება. მე როგორც კახელმა ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ დამემზადებინა ნატურალური ჩურჩხელა და დამებრუნებინა ბავშვობის გემო. საწყის ეტაპზე წარმოება მცირე რაოდენობით დავიწყე და ძირითადად ახლობლებში ვყიდდი. ბოლოს კი გადავედი ონლაინ გაყიდვებზე და ეტაპობრივად ვაფართოებ ონლაინ აუდიტორიას და გაყიდვებს. ამ ფონზე გადავწყვიტე, რომ ჩამომეყალიბებინა ბრენდი და შემექმნა ისეთი შეფუთვა, რომელიც ერთნაირად მიმზიდველი იქნებოდა როგორც ადგილობრივებისთვის ისე უცხოელებისთვის. ჩვენი პროდუქტიული ლაბორატორიულადაც უკვე დამოწმებულია“, - განაცხადა თამარ გაგნიძემ.
მცირე მეწარმე განვითარებას ფიქრობდა და საბოლოოდ გრანტის მოპოვებაც შეძლო, რიტაც თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში მცირე საწარმოც აამოქმედა.
„ჭრიჭინა“ გაყიდვებს და წარმოებას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს და სეზონური არ იქნება.
ონლაინ გაყიდვების გარდა „ჭრიჭინა“ სუპერმარკეტების ქსელებში მოხვედრასაც განიხილავს, თუმცა საწყის ეტაპზე შესაბამისი შეთავაზება გაუგზავნა „წერტი“-ს და ახლა მათგან გამოხმაურებას ელოდება.
„ჭრიჭინა“ ნატურალური პროდუქტია და ვფიქრობ, რომ იმპორტირებულ ტკბილეულს კონკურენცია უნდა გაუწიოს. ჩურჩხელის კანფეტი ყველა ასაკის ადამიანს რომ უყვარს ისეთი ტკბილეულია“, - აცხადებს თამარ გაგნიძე.
იმისათვის, რომ ცნობადობა გაიზარდოს საწყის ეტაპზე „ჭრიჭინამ“ სოციალურ ქსელში მარკეტინგული კამპანიის წარმოება დაიწყო.
„ჭრიჭინა“ ეს არის ტრადიციული გემო ახალ ფორმატში.
„ახალგაზრდული სტარტაპი, რომელმაც ტრადიციული ნუგბარი ჩურჩხელა ინდივიდუალურად შეფუთულ, პორციულ სასუსნავად აქცია. „ჭრიჭინა“ იდეალური ნუგბარია ხანგრძლივი სწავლის , სამუშაო დღეების ან მოგზაურობის დროს, რადგან არის ადვილად სატარებელი და აქვს იდეალური ზომა პორციის კონტროლისთვის.
მინდვორქსის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში შექმნილი „ჭრიჭინა“ არის მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მეწარმეებს ტრადიციული სასუსნავი თანამედროვე ცხოვრების სტილს მოარგონ.
სტარტაპი არის პროექტის ნაწილი, რომელიც Mindworks-ის მიერ, SOS ბავშვთა სოფელი • SOS Children's Villages Georgia-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობას სამეწარმეო უნარების განვითარებით 11 წარმატებული სტარტაპ იდეის შემუშავებისა და განხორციელების გზით. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ“, - აღნიშნულია Mindworks-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.