მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

რა სიახლეებს სთავაზობს Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA სტუმრებს შემოდგომა-ზამთრის სეზონზე

news image

ერთ-ერთი პირველი იყო Schuchmann Wines Chateau რეგიონში, რომელმაც ვიზიტორებს შესთავაზა ღვინის ტურიზმის მიმართულება,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ს დირექტორმა განუცხადა.

„წელს საკმაოდ ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა შატოს და ამ მიმართულებით  15%-იანი ზრდა გვაქვს.

ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ ღვინის სპას, ვიზიტს რესტორანში და რჩეულ ღვინოებს. ასევე , უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, როგორიცაა რთველი. ხდება ყურძნის კრეფა,  მიღებული მოსავლის დაწურვა და ღვინის ქვევრებში დაბინავება. სტუმრებს ვაძლევთ საშუალებას, რომ აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში“,- ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

მისი შეფასებით, წელს კახელმა მევენახეებმა ფაქტობრივად დაუზიანებელი მოსავალი მიიღეს. „ერთ-ერთი გამორჩეული წელი, როცა მივიღეთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი. ამ ყურძნით დამზადებული ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე გაზაფხულზე გამოჩნდება“, - ამბობს შატოს დირექტორი.

მისი თმით, დიდი პატივია როდესაც სტუმარს აზიარებენ ქართულ გასტრონომიას, სთავაზობენ ღვინის სპა მიმართულებას.

„სწორედ ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. გვყავს ბევრი სტუმარი, ვართ გამორჩეული შეხვედრების ცენტრი რეგიონში. ყველაზე საუკეთესო რეკლამა არის, როცა კმაყოფილი სტუმარი უზიარებს შთაბეჭდილებას და ურჩევს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ჩავიდნენ საქართველოში. ჩვენი მიზანია დავაგენერიროთ შემოსავლები, დავასაქმოთ მეტი ხალხი და უფრო ცნობადი გავხადოთ ქვეყანა“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

მიმდინარე წელს შატოს სტუმრების 50%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ.  

„წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები შატოში, რაც ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნოა“, - ამბობს შატოს ხელმძღვანელი.

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA სტუმრებს სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობს:

„ღვინის სპა, ბუხრის სითბო და კავკასიონის ხედები ცივ დღეებში ნამდვილ სიმყუდროვეს შეგიქმნით. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე, ღვინის სოფელში ვილის ღირებულება საუზმით: 2 სტუმარი - 380 ₾; 3 სტუმარი - 450 ₾; 4 სტუმარი - 550 ₾;

ვილა საუზმით, ღვინის ტურით, 3 სახეობის ღვინის დაგემოვნების მასტერკლასით, სპა პროცედურებითა და ვახშმით:2 სტუმარი - 530 ₾;3 სტუმარი - 675 ₾;4 სტუმარი - 850 ₾

შეთავაზება არ მოქმედებს booking. com-დან დაჯავშნის შემთხვევაში და არ ვრცელდება 31 დეკემბერსა და 1 იანვარზე“,- აცხადებენ Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA -ს შეთავაზებაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “ELT GROUP”-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა

10.05.2025.11:20

ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნა, რომელიც საქართველოს სწრაფად მზარდ შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta - ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.

La Quinta სტუმრების მისაღებად მზად არის. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ქალაქ ბათუმში 8 მაისს გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის აშშ- ს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და “იელთი ჯგუფის” ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორებმა.

La Quinta by Wyndham Batumi-ი, ქართულ-ამერიკული პროექტია, რომელიც მხარეებს შორის, წარმატებული კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა. Wyndham - ისა და ELT Group - ის მისიაა, სასტუმროს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოგზაურთა ნაკადისა და ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის მნიშვნალობის ზრდას. ასევე, ქვეყნის შავიზღვისპირეთის დინამიურად მზარდი საინვესტიციო ბაზრის პოტენციალის განვითარებას. ბათუმი, უკვე მოინიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის ტურისტულ ცენტრად, რომელიც მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით იზიდავს.

Wyndham Hotel Group-ი უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს მიეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მოგზაურები უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9,300-მდე სასტუმროს აერთიანებს. Wyndham - ი აღიარებულია ტექნოლოგიების, სტუმრების გამოცდილებისა და ლოიალობის თვალსაზრისით და იზიარებს “იელთი ჯგუფის” ხედვას ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ.

ბათუმში, “იელთი კვარტალის” ტერიდორიაზე მდებარე სასტუმრო La Quinta საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და მორგებულია როგორც საქმიანი, ასევე, თავისუფალი მოგზაურებისთვის. სასტმრო 98 ბიზნეს, სტანდარტ, სუპერიორ, ჯუნიორ და ექსკლუზივ ლუქსის ტიპის ნომრებს, ასევე, სპა ცენტრს, ფინურ საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, ბარს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის თანამედროვე, ცოცხალ არქიტექტურაში ჩაეწერება და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

La Quinta ადგილმდებარეობით და მომსახურების მაღალი ხარისხით იდეალური არჩევანი იქნება საქართველოს ვიზიტორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო La Quinta ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომინირებულია ynd ham-ის International Opening Award -ზე. ELT GROUP - ი 19 – 21 მაისს მონაწილეობას მიიღებს Wyndham -ის გლობალურ კონფერენციაში.

ELT Group-ის შესახებ

“იელთი ჯგუფის“ ხედვა, მომხმარებლებისთვის ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ითვალისწინებს, რაც მათი საჭიროებების ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან ინტეგრირებას გულისხმობს. ბაზრის ტენდენციების უწყვეტი კვლევის შედეგად კომპანიამ განვითარების ინოვაციური მოდელი შექმნა, რასაც „კვარტლის კონცეფცია“ ეწოდება.

“იელთი ჯგუფის” მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „იელთი კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტალის“ სახით თბილისში, რომლის კონცეფციაც დედაქალაქისთვის ე.წ. ნოუ-ჰაუ-ს წარმოადგენს. „იელთი კვარტალი“ დინამიური პროექტია, სადაც ჯამში 10 კომპლექსი იქნება წარმოდგენილი. განხორციელებული პროექტების საერთო ინვესტიცია 150 000 000 აშშ დოლარს შეადგენს. “იელთი ჯგუფის” მიერ უკვე დაგეგმილია ორი ახალი პროექტი, ქალაქ ბათუმში და კიდევ ერთი ქალაქ თბილისში, რომლებიც 2025 წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება სარეალიზაციოდ, აღნიშნული პროექტების საერთო სამშენებლო მოცულობაა 150 000 კვ.მ, ხოლო ჯამური ინვესტიცია 50 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

„იელთი ჯგუფის“ მესაკუთრეების გეოგრაფია ფართოა. პროექტებში, მესაკუთრე/ინვესტორები წარმოდგენილები არიან 61 ქვეყნის პასპორტით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის მდგრადობის კიდევ ერთი მყარი დასტურია.

“იელთი ჯგუფი” მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობით და მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირებით, საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტებს ქმნს.

“იელთი ჯგუფის” ერთ-ერთი უახლესი და მასშტაბური პროექტია „ესპანური კვარტალი“ თბილისში, რომელიც ხორციელდება ესპანეთის სიდიდით ნომერ მეორე სასტუმრო ბრენდთან — Barceló Hotel Groupთან ერთად.

კომპანიის მიერ შემუშავებული „კვარტლის კონცეფცია“ – სივრცეების კომპლექსური განვითარება საცხოვრებელი, კომერციული და სასტუმრო ინფრასტრუქტურით – წარმოადგენს უნიკალურ ინოვაციას საქართველოს ბაზარზე.

“იელთი ჯგუფის” მომხმარებელი გრძნობს თუ რას ნიშნავს ცხოვრება 5 ვარსკვლავიან სასტუმრო გარემოში, ყველა თანმდევი სერვისით და ინფრასტრუქტურით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა