რა სიახლეებს სთავაზობს ქართული კოსმეტიკის ბრენდი Piel Naturals მომხმარებელს
ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Piel Naturals, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეებს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი სიახლე Private Label- ზე მუშაობის დაწყებაა.
როგორია Piel Naturals-ის მიმდინარე სიახლეები?
დავიწყეთ Private Label- ზე მუშაობა, რაც გულისხმობს ბრენდებისთვის, ცნობადი სახეებისთვის, ინფლუენსერებისთვის პროდუქტების შექმნას, რომელთაც სურთ ინვესტიცია, როგორც საქართველოში გასაყიდად, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საწარმოებლად და ექსპოტისთვს.
ახლახანს ვიყავით ამსტერდამში ყველაზე დიდ Beauty გამოფენაზე, სადაც ყველაზე ინოვაციური და ბოლო თაობის ინგრედიენტები იყო წარმოდგენილი. ვიხილეთ, ძალიან ბევრი ახალი ინგრედიენტი, რომლის მეშვეობითაც ძალიან მაგარ, ახალ, ინოვაციურ ფორმულებს შევქმნით, ისეთს მსოფლიო ბრენდებსაც რომ ჯერ არ დაუნერგავთ თავიანთ პროდუქტებში და ეს ამბავი ძალიან გვახარებს.
ვამცირებთ ჩვენს ასორტიმენტს. რომელი პროდუქტებიც არის უფრო მეტად პოპულარული იმ პროდქუტების წარმოებას ვზრდით და ვაფართოებთ.
ასევე, მე თავად გავხდი სხვადასხვა ფორმულატორების გუნდის წევრი მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, საქართველოდან მე ვარ წარმოდგენილი, როგორც კოსმეტიკის ფორმულატორი. გვქონდა ძალიან საინტერესო ვორქშოფები და მასტერკლასები ახალი ინოვაციური ფორმულების შექმნის თვალსაზრისით, როგორც მზისგან დამაცავი პროდუქტების, ასევე დეკორატიული კოსმეტიკის მიმართულებით. ჩვენ, ეს მიმართულება ისედაც გვქონდა დეკორატიული გლოსებისა და ბჭყვიალა შიმერების სახით, თუმცა ვამატებთ სხვა დეკორატიულ კოსმეტიკასაც, რასაც მომხმარებლები თავად ითხოვდნენ. ეს იქნება ფერიანი ტუჩსაცხები და ფერიანი გლოსები, ასევე ახალი ინოვაციური ფორმულის ტუჩსაცხები, რომელიც ჯერ საერთაშორისო მასშტაბითაც არ აქვს არავის.
იტალიური ინგრედიენტი ჩამოდის, რომელიც დაპატენტებულია, არის ტუჩსაცხი და თან იერთებს წყალს ანუ ჰიალურონის შეერთებაც შეეძლება და იქნება იდეალური პროდუქტი.
ასორტიმენტს ვამატებთ თვალის პატჩებსაც. მომხმარებლის მხრიდან ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი ჩვენს ფილიალებში. ასევე, დავამატეთ სხვადასხვა აქსესუარები. კერძოდ, სამოგზაურო ჩანთები და ჩანთები ზღვისთვის, ასევე მეზო, დერმო როლერები ტანის უფრო კარგი ეფექტის მისაღებად იმ შრატებთან ერთად რა შრატებიც ჩვენ გვაქვს და დაგვემატება მასაჟორებიც.
ცნობისთვის, Piel Naturals-ი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, ნატურალური პროდუქტების შექმნა. პროდუქციის სრული ასორტიმენტი, მორგებულია კანის სხვადასხვა ტიპებსა და პრობლემებზე. Piel Naturals-ის ძირითადი ნიშა არის ის, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, სილიკონებს და მავნე ნივთიერებებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
05.05.2025.13:47
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის დაიწყო პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ქ. თელავის 10 საჯარო სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათთვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა. პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული“.
სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მათი ინფორმირება, ამასთანავე პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა.