მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

რა სიახლეებს სთავაზობს Mkisa • მკისა მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

news image

Mkisa • მკისა ქართული აგროკომპანიაა, რომელიც 2020 წელს დაარსდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით Business Insider Georgia “მკისასმარკეტინგის მენეჯერს გიორგი გოგელიას ესაუბრა.   

 

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი სიახლე ახალი მიმართულების დანერგვაა. მოვიპოვეთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სანერგე მეურნეობის და ჯიშების გენეტიკური გაუმჯობესების კომპანიის - “ფოლკრიკის” ოფიციალური ლიცენზია და მათ ორ გამორჩეულ მოცვის ჯიშს, “სეკოია ქრაჩსა” და” სეკოია გრანდეს” ქოთნებში ვაშენებთ. 

მოცვის ქოთნებში გაშენება თავის მხრივ ინოვაციური მიდგომაა. სპეციალური ქოთნები მოცვის ფესვების განსავითარებლად იდეალური გარემოა, რადგან ყველა საკვები ელემენტი ქოთანში თანაბრად ნაწილდება. ამასთან, ფესვებს საჭირო საკვები ელემენტები ავტომატური საკვებ-საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიეწოდებაპირველ ეტაპზე სეკოიას საკოლექციო ჯიშები 10 ჰექტარზე გაშენდება.

 

როგორ აფასებთ რამდენად მზარდია პროდუქციის მიმართ ინტერესი საერთაშორისო ბაზარზე? ადგილობრივ ბაზარზე?

Future Market Insights -ის  2025 წლის კვლევით, მოცვის გლობალური ბაზარი შეფასებულია 6.6 მილიარდ დოლარად და პროგნოზირებულია, რომ 2035 წლისთვის 13.2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მოცვის გლობალური ბაზრის წლიური საშუალო ზრდის ტემპი 7.2% -ს შეადგენს (CAGR).

მოთხოვნის ზრდის მთავარი ფაქტორებია: მომატებული ინტერესი ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები პროდუქტების მიმართ. როგორც ცოცხალი, ასევე დამუშავებული მოცვის მზარდი გამოყენება საკვებ პროდუქტებში, სასმელებში, კოსმეტიკაში და სხვა. ამასთან ერთად, IBO (International Blueberry Association)- ისა და სხვა მრავალი ავტორიტეტული ორგანიზაციების პროგნოზებზე დაყრდნობით, მსოფლიოში მოცვის მიმართ მოთხოვნისა და მიწოდების პროპორციით, მიწოდების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დასკვნით 2020 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 660% -ით.

შიდა და გარე კვლევებზე დაფუძვნებული პროგნოზების თანახმად, 2025 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი მიაღწევს 7,000-8,000 ტონას, ხოლო 2028 წლისთვის მოსალოდნელია 20,000-25,000 ტონის ექსპორტი. ეს ზრდა განპირობებულია პლანტაციების ზრდითა და ექსპორტის ბაზრების დივერსიფიკაციით.

 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის მთავარი უპირატესობა მისი სრულყოფილი ღირებულებათა ჯაჭვია. მიწის შერჩევიდან დაწყებული, პროდუქტის რეალიზაციამდე, (იქნება ეს დარგვა, მოვლა, მოსავლის აღება თუ შენახვა) ყველა ეტაპი კომპანიის შიდა რესურსით ხორციელდება. 

"მკისა" პროფესიონალების დიდი გუნდითაც უნდა გამოვარჩიოთ, როგორც აგრონომიის, ისევე საოპერაციო მართვის მიმართულებით. მკისას მასშტაბური და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული სტრუქტურა უზრუნველყოფს როგორც შედეგების მაქსიმიზაციას, ასევე ხარჯების ეფექტურ ოპტიმიზაციას

ასევე უნდა ითქვას, რომმკისასაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს: იქნება ეს ნაყოფის უვნებლობაზე შემოწმება ადგილობრივ და უცხოურ ლაბორატორიებში, თუ ხარისხის დასტური ისეთი ავტორიტეტული სერთიფიკატებით, როგორიცაა Global G.A.P. და სხვა.

 

როგორია 2025 წლის გეგმები?

2025 წელს მკისა მიზნად ისახავს კიდევ უფრო აქტიურ გაფართოებას, როგორც ტერიტორიული განვითარების, ისე ოპერაციული სისტემების ზრდისა და დახვეწის კუთხით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია: გაშენდა დამატებით 60 000 ახალი ნერგი, რაც მოცულობისა და მოსავლიანობის მხრივ 45% -იან ზრდას წარმოადგენს. 

გაფართოებასთან ერთად, ხორციელდება თანამედროვე კულტივაციის მეთოდებისა და გენეტიკურად დახვეწილი ჯიშების დანერგვა, რაც ეფექტურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესის საფუძველს ქმნის. 2025 წლის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება აგროტექნიკური პრაქტიკების ოპტიმიზაციაზე, ინოვაციური მიდგომების გაღრმავებასა და მექანიზაციის დონეზე ფუნქციური პროცესების გაუმჯობესებაზე. რომ შევაჯამოთ, მკისას მიზანია გაზრდილი მოცულობა, გაუმჯობესებული ხარისხი და ოპერაციული მოქნილობა, რაც აგროსფეროს გლობალურ ბაზარზე საქართველოსა და "მკისას" პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია Minimelts-ი საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი - როგორია კომპანიის გეგმები

08.05.2025.12:00

Minimelts - პირველი ნანო ნაყინი საქართველოში, რომელიც დამზადებულია თხევადი აზოტის გამოყენებით მალე თბილისისა და ბათუმის გარდა შესაძლოა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიყიდოს. როგორც Business Insider Georgia-ს Minimelts Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჯანიკაშვილმა განუცხადა, კომპანია ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განიხილავს.

საქართველოში პირველი ნანო ნაყინის ბრენდი Minimelts-ი ერთი წლის უკან გამოჩნდა და ამ დროისათვის Minimelts Georgia ქვეყნის მასშტაბით უკვე 5 ფილიალის მფლობელია.

„კომპანიისთვის პირველი წელი იყო დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული. თავდაპირველი გეგმები და პროგნოზები დიდწილად გამართლდა, რაც მოიცავდა ბაზარზე პოზიციონირებასა და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაცნობას. ჩვენს ლოკაციებზე წარმატებით ოპერირება ამ ერთ წელიწადში მნიშვნელოვანი მიღწევაა. რეალობამ დაგვანახა მომხმარებლის მაღალი ინტერესი და მოთხოვნა, რაც გეგმების გადაჭარბებით შესრულებაშიც კი დაგვეხმარა გარკვეული მიმართულებებით.

Minimelts-ის ცნობადობა ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვების სტაბილურ ზრდაზე. აქტიური მარკეტინგული კამპანიების, სოციალური მედიის ჩართულობისა და, რაც მთავარია, პროდუქტის უნიკალურობისა და ხარისხის დამსახურებით, ჩვენ შევძელით მომხმარებლების ლოიალობის მოპოვება და ბაზარზე პოზიციების გამყარება. ვპროგნოზირებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.“, - აცხადებს გიორგი ჯანიკაშვილი. მისივე განმარტებით, ზაფხულის სეზონზე ბათუმში Minimelts-ი რამდენიმე სტრატეგიულ ლოკაციაზე გამოჩენას გეგმავს, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„ზუსტი რაოდენობა და ადგილმდებარეობა დამოკიდებული იქნება საბოლოო შეთანხმებებსა და ლოჯისტიკურ ფაქტორებზე. რაც შეეხება თბილისს, განვიხილავთ დროებითი ლოკაციების დამატებას ფესტივალებსა და ხალხმრავალ ღონისძიებებზე, სეზონური აქტივობების გათვალისწინებით“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

Minimelts-ის ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოებისთვის კომპანია ბაზრის კვლევებს ატარებს.

„თბილისსა და ბათუმში წარმატებული ოპერირების შემდეგ, კომპანია აქტიურად განიხილავს საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გაფართოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და პოტენციური პარტნიორების მოძიება. ჩვენი მიზანია, Minimelts-ი საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, - აცხადებს Minimelts Georgia-ს დირექტორი.

გაფართოების პარალელურად Minimelts-ი ასორტიმენტის ზრდაზეც აქტიურად მუშაობს.

„ბაზარზე შემოსვლისას წარმოდგენილი 19 სახეობა იყო საწყისი ეტაპი. ამ ერთი წლის განმავლობაში, მომხმარებელთა გამოხმაურებისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ ასორტიმენტის როგორც განახლებაზე, ასევე ახალი, საინტერესო გემოების დამატებაზე. უახლოეს მომავალში მომხმარებლებს შევთავაზებთ განახლებულ ასორტიმენტს, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი იქნება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

იმავდროულად, Minimelts Georgia-სთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა კომპანიის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ ქსელთან, რათა ჩვენი პროდუქცია, შესაბამისი შეფუთვითა და ფორმატით, უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კონკრეტული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, - აცხადებს გიორგი ჯანიკაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა