რა სიახლეებს სთავაზობს Maizen-ი მომხმარებლებს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
MAIZEN წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia “მაიზენის“ თანადამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს ნატალი გურიელს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
MAIZEN განაგრძობს აქტიურ განვითარებასა და ბრენდის გაფართოებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ბოლო პერიოდის მთავარი სიახლეა ახალი Matcha Bar-ის გახსნა „სითი მოლში“, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ და ესთეტიკურად გამორჩეულ სივრცეს.
გარდა ამისა, MAIZEN აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებებსა და კოლაბორაციებში. მიმდინარე თვეში ბრენდი წარდგენილი იქნება Babolat x Lamborghini Cup-ზე, აგრეთვე Lopota Cup 2025-ზე, სადაც სპეციალურად შექმნილი მოძრავი MAIZEN Matcha Bar სტუმრებს შესთავაზებს უნიკალურ სასმელებსა და განსაკუთრებულ გამოცდილებას.
MAIZEN აგრძელებს თანამშრომლობას HoReCa სექტორის წარმომადგენლებთანაც, რითაც მიზნად ისახავს ბრენდის მთავარი ფასეულობების - ხარისხის, ავთენტურობისა და იაპონური კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
MAIZEN მუდმივად ავითარებს ასორტიმენტს და ნერგავს ახალ პროდუქტებს. ცერემონიული და კულინარიული ხარისხის იაპონური მატჩას გარდა, ბრენდმა დაიწყო თანამშრომლობა რამდენიმე ახალ საერთაშორისო მწარმოებელთან, რომელთა პროდუქტებიც მალე წარმოდგენილი იქნება ქართულ ბაზარზე.
ამავდროულად, მიმდინარეობს მზადება საახალწლო სეზონისთვის, იქმნება სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები და ლიმიტირებული სეზონური კოლექციები, რომლებიც განკუთვნილია, როგორც პარტნიორებისთვის, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის.
Stay tuned, something special coming soon…
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
MAIZEN გეგმავს ჩართვას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებსა და თანამშრომლობებში, რაც მიზნად ისახავს ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მატჩას კულტურის პოპულარიზაციას რეგიონში.
გარდა ამისა, მიმდინარეობს მზადება კიდევ ერთი ახალი MAIZEN Matcha Bar-ის გახსნისთვის, რომელიც წარდგენილი იქნება სრულიად ახალი კონცეფციით - სივრცე, სადაც საუცხოო მატჩას სასმელებთან ერთად სტუმრებს დავახვედრებთ ექსკლუზიურ მენიუსა და კულინარიულ გამოცდილებას.
ეს ნაბიჯი MAIZEN-ის განვითარების ისტორიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რომელიც გააძლიერებს ბრენდის პოზიციონირებას, როგორც პრემიუმ დონის ესთეტიკური და კულტურული პლატფორმის.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“
11.12.2025.18:00
„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.
„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.
ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.
„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.