რა სიახლეებს სთავაზობს LisiWine-Meskhishvili Winery მომხმარებელს
LisiWine-Meskhishvili Winery დაახლოებით ერთი წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ობიექტი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. როგორც LisiWine-Meskhishvili Winery -ის დამფუძნებელი ილია მესხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს, კომპანია ღვინის წარმოების პარალელურად ტურიზმის სექტორშიც მოღვაწეობს და აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
სიახლეა ის, რომ უკვე ყოველდღიურად ვმასპინძლობთ, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. გადავედით ყოველდღიურ რეჟიმზე და ჩვენს სივრცეში სტუმრებს ვთავაზობთ ავთენტურ ქართულ კერძებს, ქვევრის ღვინოსა და გამწვანებულ, მყუდრო ეზოს.
მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ღვინის ექსპორტის მიმართულებითაც - ჩვენი ქვევრის ღვინო აქტიურად გადის პორტუგალიაში, სადაც ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა. უკვე განხორციელდა ექსპორტი ავსტრიაშიც, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებთან.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა მზარდია. წინა წელს ჩვენი სივრცე ძირითადად მხოლოდ კორპორატიულ ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული და არ გვქონდა ყოველდღიური მიღება. თუმცა, წლევანდელ სეზონზე, უკვე დაახლოებით ოთხი თვეა რაც ყოველდღიურად ვმასპინძლობთ სტუმრებს.
ჩვენი ეზო მხოლოდ სარესტორნო სივრცე არ არის. აქ განთავსებულია 200 წლის ოდა, რომელიც იმერეთიდან გადმოვიტანეთ, სრულად დავშალეთ და პირვანდელი სახით ავაშენეთ, რათა მთლიანად ეს კომპლექსი ყოფილიყო ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის გამორჩეული ნაწილი.
გარდა ამისა, ადგილზე ვაწარმოებთ, როგორც ქვევრის, ისე ევროპულ ღვინოს. ასევე გვაქვს ეთნოგრაფიული კუთხე, რომელიც ჩვენს კონცეფციას ავსებს. სტუმრებს, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ ავთენტურ ქართულ კერძებსა და ტრადიციულ გარემოს, სადაც გემო, ისტორია და კულტურა ერთ სივრცეშია თავმოყრილი.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ჩვენი სივრცეა, სადაც გაერთიანებულია ყველა ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ქართულ ტრადიციასა და კულტურას ასახავს. ამავდროულად, დამფუძნებლები პირადად ვართ ჩართული ყოველდღიურ პროცესში და განსაკუთრებული ყურადღებით ვხვდებით თითოეულ სტუმარს. გვაქვს უშუალო კომუნიკაცია თითოეულ მათგანთან, რათა სტუმრობა ჩვენს სივრცეში იყოს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ დასამახსოვრებელიც. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტუმრები წავიდნენ კმაყოფილები. გარემო, რასაც ვთავაზობთ, ოჯახური, თბილი, სტუმართმოყვარე და გულწრფელია.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია გავზარდოთ ცნობადობა ტურისტული მიმართულებით და გავაძლიეროთ TripAdvisor-ის პლატფორმაზე აქტიურობა, რადგან უცხოელი ტურისტებისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საზომი აპლიკაციაა მოგზაურობის დაგეგმვისას. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით ვაპირებთ მეტი ფოკუსის გაკეთებას.
ცნობისთვის, ლოკაცია ლისის ტბიდან ავტომობილით დაახლოებით 4 წუთის სავალ გზაზეა. გარემო გამოირჩევა განსაკუთრებული სიმშვიდითა და სიმყუდროვით. კომპანიაში დაახ
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.06.2025.18:45
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს და სატენდერო გარანტიის მიღების პირობებსკიდევ უფრო აუმჯობესებს. ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, უზრუნველყოფის გარეშე,სატენდერო გარანტიით ბიზნეს მობილბანკიდან ისარგებლონ და დრო და რესურსები დაზოგონ.
ამჯერად კი სატენდერო გარანტიის მიღების მსურველებს საქართველოს ბანკი 65%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
მომხმარებლებს სატენდერო გარანტიის გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდან შეუძლიათ, რაც 1 საათზე ნაკლებ დროს მოითხოვს.
გარდა ამისა, ტენდერის დასრულებამდე ბიზნესს არ უწევს თანხის ანგარიშზე გაჩერება, რაც მათ ტენდერებში მონაწილეობისას მეტი მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს.
„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების განვითარება და მათთვის მარტივად ხელმისაწვდომი ფინანსურიინსტრუმენტების შეთავაზება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, ვავითარებთ ციფრულ, სწრაფდა მოსახერხებელ სერვისებს, როგორიცაა სატენდერო გარანტია ბიზნეს მობილბანკში შეღავათიანიპირობებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში .
სატენდერო გარანტიაზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.