რა სიახლეებს სთავაზობს კერამიკის სახლი „ჰოდა“ მომხმარებლებს
კერამიკის სახელოსნო „ჰოდა“ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. გარდა ამისა, სახელოსნოში აქტიურად მიმდინარეობს ვორქშოფები და ტარდება შემსწავლელი კურსები. როგორც „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე Business Insider Georgia - სთან საუბარში აცხადებს, მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა გაფართოება და უფრო დიდ სივრცეში გადასვლა.
„მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. სწორედ ამ მიზეზით გავფართოვდით და ამჟამად, უფრო მეტი ადამიანის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. გარდა ამისა, შევიძინეთ ღუმელი, რომელიც აქამდე არ გვქონდა და ახლა გაცილებით უფრო ოპერატიულად შევძლებთ პროდუქციის წარმოებას. ყველაზე მეტად მოთხოვნადი ჭიქები და დეკორატიული სუვენირებია, რომლის შეძენა ჩვენს შოურუმშია შესაძლებელი “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.
ცნობისთვის, სახელოსნო დაახლოებით ოთხი წლის წინ გაიხსნა. „ჰოდა“ - ს ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალური სტილითა და მაღალი ხარისხით.
სხვა სიახლეები
23.08.2025.19:14
ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი “თენ-პრო საქართველო და კოკა-კოლას თასი”, ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე, 2025 წლის 23 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. შეჯიბრება ,,საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცის”, კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
“კოკა-კოკა ბოთლერს ჯორჯია” საერთაშორისო ტურნირის მთავარი მხარდამჭერია, რითაც ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის გრძელვადიან ტრადიციას აგრძელებს. კომპანია ხელს უწყობს ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას და აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. “კოკა-კოლა” ათწლეულებია, როგორც გლობალურად ისე ქვეყნის მასშტაბით, მხარს უჭერს საერთაშორისო ტურნირებსა და სპორტულ ღონისძიებებს. ეს არის კომპანიის ურყევი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა - ახალი თაობის წარმატებისა და ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობისადმი. ტურნირზე “კოკა-კოლასთან” ერთად წარდგენილია, ნატურალური, მინერალური წყალი “მთის”.
საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიალი ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებზე 23 აგვისტოს გაიმართება. 24 აგვისტოდან კი თამაშები დაიწყება. ერთი კვირის განმავლობაში შეჯიბრება ერთეულთა თანრიგში, 10-დან 16 წლამდე ბავშვებში, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში გაიმართება. თამაშები წრიული სისტემით წარიმართება. თითოეული მონაწილე მინიმუმ 4 თამაშზე იასპარეზებს. ტურნირის ფარგლებში შესაძლებელი იქნება 2 ასაკობრივ კატეგორიაში თამაში. ამ შემთხვევაში ჩოგბურთელი 8 მატჩს ითამაშებს.
საერთაშორისო შეჯიბრებაში 17 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. საჩოგბურთო ტურნირის მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, უკრაინა, აშშ, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, თურქეთი, ეგვიპტე, ქუვეითი, ისრაელი, რუსეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, პაკისტანი და კვიპროსი.
ფინალური მატჩების შემდეგ, საერთაშორისო ტურნირი 31 აგვისტოს დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება. პროექტის მიზანია: ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ჩოგბურთელების ოსტატობისა ამაღლება და სპორტული ტურიზმის განვითარება.
ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი “თენ-პრო საქართველო და კოკა-კოლას თასი”, 2025 წლის საჩოგბურთო ტურნირების მესამე და დასკვნითი ეტაპია. იქამდე ლეილა მესხის ჩოგბურთის კორტებმა საერთაშორისო შეჯიბრებას ივნისსა და ივლისში უმასპინძლა. მასში 15 ქვეყნიდან, 270 - მა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა.