მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

რა სიახლეებს სთავაზობს კერამიკის სახლი „ჰოდა“ მომხმარებლებს

news image

კერამიკის სახელოსნო „ჰოდა“ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. გარდა ამისა, სახელოსნოში აქტიურად მიმდინარეობს ვორქშოფები და ტარდება შემსწავლელი კურსები. როგორც „ჰოდას“ დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე Business Insider Georgia - სთან საუბარში აცხადებს, მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა გაფართოება და უფრო დიდ სივრცეში გადასვლა.
„მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. სწორედ ამ მიზეზით გავფართოვდით და ამჟამად, უფრო მეტი ადამიანის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. გარდა ამისა, შევიძინეთ ღუმელი, რომელიც აქამდე არ გვქონდა და ახლა გაცილებით უფრო ოპერატიულად შევძლებთ პროდუქციის წარმოებას. ყველაზე მეტად მოთხოვნადი ჭიქები და დეკორატიული სუვენირებია, რომლის შეძენა ჩვენს შოურუმშია შესაძლებელი “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ქრისტინე ძაგნიძე.
ცნობისთვის, სახელოსნო დაახლოებით ოთხი წლის წინ გაიხსნა. „ჰოდა“ - ს ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალური სტილითა და მაღალი ხარისხით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს დაფინანსების მიღებას სრულად ციფრულად სთავაზობს

30.05.2025.10:36

საქართველოს ბანკი  ბიზნესებისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გამარტივებას აგრძელებს. ამ მიზნით,  ბანკმა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს (ინდ. მეწარმეებსა და შპს-ებს) სრულად ციფრული, სხარტი ბიზნეს სესხი  შესთავაზა. მისი მეშვეობით, ბიზნეს მომხმარებლები ფინანსებზე წვდომას საქართველოს ბანკის ციფრული არხების - ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის საშუალებით მიიღებენ. გარდა ამისა, სესხის აღება შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე და მომხმარებელს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა.

 

ციფრულ არხში განაცხადის შევსების შემდეგ, სისტემა წინასწარ განსაზღვრულ ინფორმაციას ავტომატურად გადაამოწმებს და მოთხოვნილ სესხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში მიიღებს, რომელსაც მომხმარებელი იმავე არხში ნახავს. სხარტი ბიზნეს სესხის დამტკიცების შემთხვევაში, მისი აქტივაცია 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

 “მოხარული ვართ, რომ უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო და სულ რამდენიმე წუთში, ციფრულ არხებში მიიღონ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მცირე და საშუალო  სეგმენტის ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მათ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ან ბიზნეს მობილბანკიდან მომხმარებელს შეუძლიამოითხოვოს 3-დან 48 თვემდე ბიზნეს სესხი.

პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად  შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს.

დაფინანსების მისაღებად კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტბანკში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა