მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

შაბათობით კონკრეტულ პროდუქციაზე გვექნება ფასდაკლებები - რა სიახლეებს უმზადებს Ikokids მომხმარებელს

news image

IkoKids არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკო მეგობრულ, ხელნაკეთ, განმავითარებელ სათამაშოებს და ოთახის უნიკალურ დეკორაციებს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით IkoKids -ის დამფუძნებელს ია შენგელიას ესაუბრა.

„შაბათობით კონკრეტულ პროდუქციაზე გვექნება ფასდაკლებები, რაც ყოველ შაბათს შეიცვლება და მომხმარებლისთვის სიურპრიზის სახე ექნება. წინასწარ დავაანონსებთ თუ რომელ პროდუქტზე გავრცელდება ფასდაკლება და ის მთელი შაბათი დღის განმავლობაში აქტიური იქნება. ეს შეიძლება შეეხოს ერთ კონკრეტულ პროდუქტს, ან მთელ კოლექციას. გადავწყვიტეთ, ასეთი ფორმით პერიოდულად გავახაროთ ჩვენი მომხმარებელი“, - ამბობს ია შენგელია.

Ikokids -ი აქტიურად გეგმავს გაფართოებას და ვორქშოპებისთვის განკუთვნილი სივრცის დამატებას.

„ვორქშოპებისთვის განკუთვნილი სივრცის დაგეგმარების პროექტი უკვე მომზადებული გვაქვს. ველოდებით მერიის ოფიციალურ დასტურს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამ შემოდგომაზე, მაქსიმუმ შემოდგომის ბოლომდე სივრცე მზად გვქონდეს ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია წარმოების პროცესში იყენებს მაღალი ხარისხის მასალასა და სერტიფიცირებულ ქსოვილებს, რაც საქართველოს ბაზარზე ფაქტობრივად არ მოიპოვება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა