რა სიახლეებს სთავაზობს Ikokids მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები
IkoKids არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკო მეგობრულ, ხელნაკეთ, განმავითარებელ სათამაშოებს და ოთახის უნიკალურ დეკორაციებს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით IkoKids -ის დამფუძნებელს ია შენგელიას ესაუბრა.
რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?
ვემზადებით საერთაშორისო გამოფენისთვის Pitti Bimbo, რომელიც 25-26 ივნისს ფლორენციაში გაიმართება. ამ გამოფენაზე „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით მოვხვდით. შერჩეულია 8 ქართული კომპანია რომელთა შორის ერთ-ერთი ჩვენც ვართ.
როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე სტაბილურად მზარდია, რაც თავის მხრივ განპირობებულია ასორტიმენტის მუდმივი ზრდით. დავამატეთ ახალი პროდუქტები, რომლებიც მიზანად ისახავს ბავშვთა განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროდუქციის მიმართ დაინტერესება მკვეთრად გაიზარდა როგორც მშობლების, ასევე საბავშვო ბაღების მხრიდან.
რომელი ტიპის პროდუქცია დაემატა ასორტიმენტს?
კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტს დაემატა რამდენიმე სახეობის თოჯინების თეატრი, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საბავშვო ბაღების მხრიდან. ასევე, დავამატეთ კიდევ ერთი ახალი პროდუქტი სათამაშო-ტრანსფორმერი, რომელიც წარმოადგენს განმავითარებელ რბილ ავეჯს. აღნიშნული პროდუქტი კომპანია „თვითთან“ კოლაბორაციით შეიქმნა. დაინტერესება ამ კონკრეტული პროდუქტის მიმართ განსაკუთრებით დიდია განმავითარებელი ცენტრების მხრიდან.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
აქტიურად ვგეგმავთ კომპანიის გაფართოებას და ვორქშოპებისთვის განკუთვნილი სივრცის დამატებას. აღნიშნული მიმართულებით დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც მშობლების, ისე ბავშვების მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც შევძლებთ მრავალფეროვნების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.06.2025.00:15
დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ ოფიციალურად წარადგინა ქი ქარდი - მობინადრეებისთვის განკუთვნილი ლოიალობის ბარათი.
ქი ქარდი არის ბარათი, რომელიც ცხოვრების ახალ სტანდარტს და პრივილეგიებით სავსე ეკოსისტემას ქმნის თეთრი კვადრატის მობინადრეებისთვის.
ბარათის წარდგენის ღონისძიებას ესწრებოდნენ “თეთრი კვადრატის” და წამყვანი პარტნიორი ბრენდების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩაერთნენ ლოიალობის პროგრამაში.
ღონისძიების ფარგლებში “თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი ბურდილაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
„ჩვენთვის ქი ქარდი მხოლოდ ბარათი არ არის — ეს არის ცხოვრების ახალი სტილის სიმბოლო. თეთრ კვადრატში ბინის შეძენა ნიშნავს არა მხოლოდ უძრავი ქონების შეძენას, არამედ ცხოვრების ხარისხის ახლებურ განმარტებას. ‘ქი ქარდი’ წარმოადგენს ამ ხედვის გაგრძელებას — ეს არის გასაღები იმ ეკოსისტემაში, სადაც პრემიუმ გამოცდილება ყოველდღიურობის ნაწილია. თეთრი კვადრატი არის დეველოპერული სივრცე, რომელიც არა მხოლოდ აშენებს, არამედ ქმნის — აყალიბებს სტილს, კულტურასა და გემოვნებას.“
პროგრამაში გაერთიანებულია 50-მდე წამყვანი ბრენდი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის:
„ქი ქარდი“ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სივრცეს, გამოცდილებასა და ღირებულებებს — ქმნის გარემოს, სადაც მობინადრის საჭიროებები, გემოვნება და ცხოვრების სტილი სრულად ეხმიანება თეთრი კვადრატის ხედვას.
ბარათი ხელმისაწვდომია კომპანიის მობინადრეებისა და პარტნიორებისთვის და ბენეფიტების მიღება შესაძლებელია ბარათის წარდგენისთანავე.
„ქი ქარდი“ — ახალი ცხოვრების გასაღები თეთრი კვადრატისგან.