მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

„მოსავალმა“ 600 ტონიანი სამაცივრე მეურნეობა ააშენა და პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს

news image

ავაშენეთ სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 600 ტონიან მაცივარს მოიცავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს Harvest • მოსავალის პროექტების ხელმძღვანელმა თამარ ბერულავამ განუცხადა.

„ამ ეტაპზე დავიწყეთ ხილის კრეფა და პირველად ვკრეფთ მსხალს. გარდა ამისა, ავაშენეთ სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 600 ტონიან მაცივარს მოიცავს. აქ მოხდება ხილის ნაწილის დასაწყობება და შემდგომ მისი რეალიზაცია “, - ამბობს თამარ ბერულავა.

კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ხილს ასევე თხილეულს.

„ამჟამად გვაქვს ვაშლატამა და ატამი, ასევე ველოდებით ბრტყელ ატამს. ამ დროისთვის იკრიფება მსხალი, გვაქვს ასევე ვაშლიც, ხოლო სეზონის დასასრულს, სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში დაიკრიფება ნუში “, - აღნიშნავს კომპანიის პროექტების ხელმძღვანელი.

„მოსავალის“ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.

„მზარდია მოთხოვნის ტენდენცია. ამ ეტაპზე ჩვენს პროდუქტს ვყიდით ქსელურ მაღაზია „ნიკორაში“ და ასევე შეძენა შესაძლებელია უშუალოდ ჩვენი ბაღიდან, საიდანაც პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც კერძო მომხმარებლებზე, ისე კომპანიებზე, რომლებიც ტონობით ყიდულობენ და შემდეგ ან ექსპორტზე გააქვთ, ან ადგილობრივ ბაზარზე ყიდიან “, - განმარტავს თამარ ბერულავა.

კომპანია სამომავლოდ, პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზრებზე გეგმავს.


„ვფიქრობდით, რომ ბაღი სრულ მსხმოიარობაში წელს შევიდოდა, თუმცა ყინვებისა და არასასურველი ამინდების გამო მოსავლის გარკვეული ნაწილი დაზიანდა. ეს პრობლემა მთლიან რეგიონს შეეხო. შესაბამისად, მომავალი წლიდან ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას “, - აცხადებს კომპანიის პროექტების ხელმძღვანელი.

„მოსავალი“ ამჟამად 35 ადამიანს ასაქმებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა