მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098
-0.0193
flag
AZN 1.6087
-0.0011
flag
CNY 38.021
-0.0091
flag
EUR 3.1042
-0.0019
flag
GBP 3.7036
0.0081
flag
KZT 53.44
-0.0008
flag
TRY 0.0701
0
flag
USD 2.7357
-0.0019

"დეკამ" საქმიანობის არეალი გააფართოვა

news image

Deka • დეკა არის კორპორატიული კვების ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიურ საკვებ მომსახურებას. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ლანჩ-ბოქსების, ცომეულის და ჯანსაღი კერძების მიწოდებას, როგორც ინდივიდუალური შეკვეთებისთვის, ასევე ღონისძიებებისათვის. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „დეკას“ დამფუძნებელს აკაკი დეკანოსიძეს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპანიამ საქმიანობის არეალი გააფართოვა და დასავლეთ საქართველოც მოიცვა.

„სიახლე გვაქვს ის რომ კომპანია დაახლოებით ერთი თვეა დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და დაიწყო საქმიანობა. გვინდა რომ მასშტაბურად მოვიცვათ მთელი საქართველო. გარდა ამისა, დავნერგეთ ახალი სისტემები ხარისხის კონტროლისთვის, დავამატეთ ახალი მანქანები, გავაკეთეთ ახალი საწარმო და დავიმატეთ თანამშრომლები. საწყის ეტაპზე საქმიანობა 5 თანამშრომლით დავიწყეთ. სულ რაღაც ერთ წელიწადში კი ეს რიცხვი 40-მდე გავზარდეთ და კვლავ გავზრდით ვინაიდან, მოთხოვნა და ინტერესი ჩვენი კომპანიის მიმართ მზარდია. კერძოდ, ისეთი ქალაქებიდან როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი. ბაზარზე მწირია ისეთი კომპანიები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ იმ სერვისს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს. გვახარებს ის ფაქტი, რომ ამ სიაში ერთ-ერთი ჩვენ ვართ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი აკაკი დეკანოსიძე.

კომპანიის სამომავლო გეგმებში საწარმოს გაფართოება შედის, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება ISO სტანდარტით.

„სამომავლოდ გვსურს კიდევ უფრო დიდი საწარმოს აშენება, რომელიც სრულიად აღჭურვილი იქნება ISO სტანდარტით და ამას ძალიან მალე ვგეგმავთ. წლის ბოლომდე წესით უნდა დავიწყოთ მშენებლობის პროცესი “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი აკაკი დეკანოსიძე.

„დეკასთვის“ ახალი კომპანიების მოზიდვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი კომპანიების მოზიდვა და დამატება. საქმიანობის საწყის ეტაპზე ჩვენ თავად ვცდილობდით დაგვერწმუნებინა ისინი, რომ კარგ სერვისს ვთავაზობდით და უნდა დაეჯერებინათ ჩვენთვის. ახლა კი ხშირად კომპანიები თვითონ გვირეკავენ და გვთავაზობენ თანამშრომლობას “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი აკაკი დეკანოსიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ძალიან მალე შეძლო გაფართოება და 6 თვის თავზე ახალ საწარმოში გადაინაცვლა. დღესდღეობით, „დეკა“ სხვადასხვა კომპანიის 1000 თანამშრომელს ემსახურება, ეს რიცხვი კი მუდამ იზრდება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია კომპანია „ივრის ფერმების“ განვითარების სტრატეგია - ნინო ცხადაია

27.05.2025.22:00

წელს ველოდებით ნუშის პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ პროდუქცია, აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია. კომპანია ნუშის ბაღებს კახეთში ფლობს. „ივრის ფერმები“ სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.

„ივრის ფერმები“ სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილია უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და ზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰა ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰა. ხოლო წელს ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰა-ს. ანუ ჯამში ავდივართ 350 ჰა ნუშის ბაღებზე. ჩვენს ბაღებში ჩართულები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი-კონსულტანტი, რომელიც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენთან წარმოდგენილია ნუშის 4 ესპანური ჯიში. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავზრდით 800-900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონის და ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი. თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის, მოთამაშეების ერთად დგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რას იმას ნიშნავს რომ ჩვენი, ნებისმიერი გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და მსუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პროცესების ხელშეწყობა. კონკრეტულად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში“, - აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია.

აღსანიშნავია, რომ „ივრის ფერების“ ნუშის ბაღებს რამდენიმე დღის უკან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.

კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა