მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

რა სიახლეებს შესთავაზებს „ენგური ატრაქცია“ საკუთარ ვიზიტორებს

news image

ენგური ატრაქცია • Enguri attractions-ი წელს ვიზიტორებს ამჯერადაც სიახლეებს უმზადებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, საერთაშორისო ვიზიტორების დადებითი სტატისტიკიდან გამომდინარე ტურისტულ ლოკაციაზე ვიზიტორების ზრდაა მოსალოდნელი.

„მიმდინარე ტურისტულ სეზონზე მოლოდინები დიდი გაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკაში არის საკმაო ზრდა. შესაბამისად მოლოდინი გაქვს, რომ ზრდა ჩვენს ატრაქციაზეც აისახება.

ზოგადად „ენგური ატრაქცია“ სეზონს არ ხურავს და მთელი წლის განმავლობაში მზადაა ვიზიტორები მიიღოს. უბრალოდ გარკვეულწილად ნაკადების კლება არის ოქტომბრის ბოლოდან. „ენგური ატრაქციაზე“ ვიზიტორების შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიცაა, თუმცა არა ის რაოდენობა რაც მაღალ სეზონზე გვყავს. სეზონი კი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

შარშან გვყავდა 54 ათასი ვიზიტორი. გასულ წელს „ენგური ატრაქციას“ დაემატა ახალი ლოკაციები, ესენია პეტროგლიფების გალერეა. ასევე სუვენირების მაღაზია. გარკვეული სიახლეები წელსაც გვექნება. ივნისის შუა რიცხვებიდან გაიხსნება ზიპლაინი. ყველაფერი კაშხლების შესახებ - ვიზიტორთა ცენტრში მოეწყობა მუზეუმი, რომლის მოწყობაზეც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მუზეუმის გახსნა მოხდება წლის ბოლომდე“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

მუზეუმში განთავსებული იქნება ინფორმაცია მსოფლიო კაშხლების შესახებ.

„მუზეუმში იქნება არამხოლოდ ექსპონანტი, არამედ ის მთლიანობაში მოიცავს მსოფლიოში ყველაფერს კაშხლების შესახებ. იქნება ზოგადი მიმოხილვა რა შენდება, რა ფუნქციით შენდება, რა მასალით შენდება. მსოფლიოში უძველესი კაშხლები რომლებია და მათ შორს ენგურიც იქნება დეტალური ინფორმაცია. ასევე მუზეუმში ინფორმაცია იქნება თახვზე, რომელიც ბუნებრივად აშენებს კაშხლებს. თახვი ერთ-ერთი ცნობილი კაშხალთმშენებელია. ინფორმაცია წარმოჩინებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, თუმცა სხვადასხვა ნივთებიც იქნება გამოფენილი. მუზეუმში როდესაც ადამიანი შევა დეტალურ ინფორმაციას მიიღებს რატომ და რა ფუნქციით შენდება კაშხლები“ - აცხადებს „ენგური ატრაქციის“ დირექტორი.

რაც შეეხება ზიპლაინს ის 700 მეტრამდე იქნება და მისი სარგებლობის შემთხვევაში ენგურჰესის კაშხლის ზემოდან დანახვაა შესაძლებელი.

„გადასახედის მოედანთან განთავსდება ზიპლაინის ზედა სადგური, ხოლო კაშხლის შემდეგ იქნება მეორე სადგური. ანუ მოხდება კაშხალზე გადაფრენა. ზიპლაინის სიგრძე 700 მეტრამდეა. მის მოწყობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები დაწყებულია“, - ამბობს „ენგური ატრაქციის“ დირექტორი.

„ენგური ატრაქცია“ გახლავთ სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და შემდგომში მისი მართვაა.

მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს ქალაქ ჯვარიდან შავ ზღვამდე.მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს თვალწარმტაცი პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს. ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.ადგილის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი.

2021 წლის ნოემბრიდან ვიზიტორებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ნახონ თაღოვანი კაშხლის ყველა მიმზიდველი ობიექტი და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.

2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბიზნესისთვის შესაფერისი ანაბარი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

25.04.2025

ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების სწორად მართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვების ზრდა ან ახალი მომხმარებლების მოძიება. ერთ-ერთი გზა გრძელვადიანი სტაბილურობისთვისანაბრების გამოყენებაა. თუმცა, რა განსხვავებაა ანაბრის სხვადასხვა ტიპს შორის? როგორ გავარჩიოთ, რომელი  მოერგება უკეთ ჩვენს საქმიანობას, გეგმებს ან ფინანსურ საჭიროებებს?

ამ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ ოთხ განსხვავებულ ანაბარს (ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი), რომელთაც ბიზნეს მობილბანკში ნახავთ და განვიხილავთ თითოეულის უპირატესობას.

ᲕᲐᲓᲘᲐᲜᲘ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲘ

 

თუ გაქვთ თავისუფალი თანხა და გსურთ მიიღოთ სარგებელი სხვა ტიპის ანაბრებთან შედარებით მაღალი პროცენტით, ვადიანი ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. იგი მინიმუმ 3 თვით, მაქსიმუმ კი 24 თვით იხსნება, შესაბამისად, თუ იცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხა არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ეს ანაბარი ბიზნეს მობილბანკიდან გაააქტიუროთ. დეტალები კი ასეთია:

 

საწყისი თანხა: 500 ლარი ან ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში

სარგებელი ლარში: წლიური 10.95%-დან 12.25%-მდე

ეფექტური პროცენტი ლარში 10.95-დან 11.5%-მდე

ᲑᲝᲜᲣᲡᲘ: ᲗᲣ ᲐᲛ ᲐᲜᲐᲑᲐᲠᲡ ᲒᲐᲮᲡᲜᲘᲗ ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲚᲐᲠᲨᲘ, ᲛᲘᲘᲦᲔᲑᲗ 0.25%-ᲘᲗ ᲛᲔᲢ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲔᲚᲡ.

 

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე ანაბარი

მოთხოვნამდე ანაბრის უპირატესობა მისი მოქნილობაა, რადგან უვადოა, საწყისი შენატანის ოდენობა განსაზღვრული არაა, ხოლო თანხის გატანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. ამიტომაც, იგი მათთვისაა ხელსაყრელი, ვინც ზუსტად არ იცის, როდის შეიძლება დასჭირდეს თანხა, თუმცა სურს, გარკვეული დროის განმავლობაში სარგებელი მაინც მიიღოს.

საწყისი თანხა: 0 ლარი

თანხის დამატება /გატანა: ნებისმიერ დროს

სარგებელი ლარში: 2%

ეფექტური პროცენტი ლარში: 2.02%

მარტივად მართვადი: ანაბრის გახსნა და წლიური მომსახურება 0 ლარია.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

მოთხოვნამდე+ ანაბარი ბიზნესისთვის

თუ გსურთ ანაბარი, რომელსაც თანხას ნებისმიერ დროს დაამატებთ ან გამოიტანთ, თუმცა მაინც მიიღებთ სარგებელს, შეგიძლიათ მობილბანკით მოთხოვნამდე+ გაააქტიუროთ. ამ შემთხვევაში სარგებელს ყოველთვიურად ან წლის ბოლოს, თვის მინიმალურ ნაშთზე მიიღებთ.

ანაბრის გახსნა: უფასო;

საწყისი თანხა: 0 ლარი;

წლიური სარგებელი ლარში: 3%; 

ეფექტური პროცენტი -8.06%

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

შეგროვებადი ანაბარი 

თუ გსურთ თანდათან შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნისთვისახალი ტექნიკის შესაძენად ან საინვესტიციო პროექტისთვის, ეს ანაბარი ოპტიმალური არჩევანი იქნება. მისი უპირატესობა მაღალი სარგებლიანობაა, ხოლო საწყისი თანხა 10 ერთეულით განისაზღვრება. თანხის გატანა კი შესაძლებელია ვადის ბოლოს.

ვადა: 3–24 თვე

წლიური სარგებელი ლარში: 10.35%-დან 11.50%-მდე;

ეფექტური პროცენტილარში 10.85%-დან 11.41%-მდე;

ბონუსი: თუ ამ ანაბარს გახსნით ონლაინ ნებისმიერ ვალუტაში, მიიღებთ 0.25%-ით მეტ სარგებელს.

გაეცანით პირობებს სრულად ᲐᲛ ᲑᲛᲣᲚᲖᲔ.

ამგვარად, თუ თქვენი მიზანია სტაბილური ზრდა, მოულოდნელობებისთვის მზადყოფნა, თუ უბრალოდ დამატებითი ფულადი რესურსების დაგროვებასაქართველოს ბანკის ბიზნეს ანაბარი ამაში დაგეხმარებათ. რაც მთავარია, მათი გააქტიურება სრულად დისტანციურად, ბიზნეს მობილბანკითაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა