მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

„ლილუაშვილის მამული“ ასორტიმენტს აფართოებს

news image

„ლილუაშვილის მამული“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, რომელიც საოჯახო სასტუმროსა და საოჯახო მარანს აერთიანებს. სივრცე რამდენიმე ნაწილისგან შედგება. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მათე ლილუაშვილს ესაუბრა.

„მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის მასტერკლასს. მსურველს პროგრამის შედგენა თავად შეუძლია. ჩვენს ღვინის მარანში აქტიურად მიმდინარეობს დეგუსტაციის პროცესი. რომელიმე სტუმარს თუ კონკრეტული ღვინის სახეობა მოეწონა შესაძლებლობა აქვს თავად ჩამოასხას ეს ღვინო და იყოს მისივე სახელობის. ახალ სეზონზე, დამატებით გვექნება ოთხი სახეობის საოჯახო ლიქიორი, რომელიც ასევე დეგუსტაციაში შედის. არომატები განსხვავებულია - ბუშმალა, ჟოლო, ალუბალი და ჩვენი ეზოს ვარდის ლიქიორი, რომელიც ბებიის რეცეპტით მზადდება “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი მათე ლილუაშვილი.

2024 წელთან შედარებით მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ გაზრდილია.

„გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა საგრძნობლად გაზრდილია. აქტიურად ვფიქრობთ და ვმუშაობთ ექსპორტის საკითხზე. გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მათე ლილუაშვილი.

ცნობისთვის, „ლილუაშვილის მამული“ იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორაში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა