მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.2
0.0027
flag
AZN 1.583
-0.0003
flag
CNY 37.804
0.0043
flag
EUR 3.1651
0.0076
flag
GBP 3.6556
0.0145
flag
KZT 50.13
-0.0022
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6921
-0.0004

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით?

news image

სექტემბერი თითქოს ყველასთვის რაღაც ახლის დასაწყისია. ახალი გამოცდილებების, შესაძლებლობების, გაბედული ნაბიჯების და, რაც მთავარია, ახალი ამბების, რომლებიც ახალ სასწავლო წელთან ერთად განათლებით იქმნება.

თიბისის გუნდმა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები შექმნა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ის ახალგაზრდები გააერთიანა, რომლებსაც სურთ - განათლებით საკუთარი ამბავი პირველად ან სრულიად ახლებურად შექმნან.

თიბისი ტექსკოლა, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის პროგრამა, IT აკადემია და თიბისი კამპუსი - თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების ის ჩამონათვალია, რომელიც ახალი თაობისთვის და არამარტო, განათლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. 

თიბისი ტექსკოლა

თიბისი ტექსკოლა სწორედ იმ 9-12 კლასის მოსწავლეებისთვისაა შექმნილი ვინც ტექნოლოგიების მუდმივად ცვალებად სფეროს ცნობისმოყვარედ ადევნებენ თვალს. აქ დაგხვდებათ ციფრული სამყარო, სადაც დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლით ისეთ ინოვაციურ მიდგომებს, რომლებსაც მარტივად ვერ დაგუგლავ. ანუ, ისწავლით ყველაფერს, რაც ტექნოლოგიების ეკოსისტემაში დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმისას თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ტექსკოლის კურსებზე რეგისტრაციები სულ მალე დაიწყება, თვალი ადევნეთ თიბისის ვებგვერდს.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI)

ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო ბევრი და მაღალი მწვერვალების დასაპყრობად, თიბისის მხარდაჭერით და GAIA-ს ორგანიზებით ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსიც შეიქმნა, სადაც 7 თვის განმავლობაში ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრები ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში გაუძღვებიან და საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოამზადებენ. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადაზე (IOAI) პეკინში საქართველომ პირველივე ცდაზე გამარჯვება მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ამბის, რომელსაც განათლებით ქმნის თიბისი. ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც რეალიზდნენ. 

IT აკადემია

თიბისიში სჯერათ, რომ ტექნოლოგიების სიყვარულს ასაკი არ აქვს და რომ მხოლოდ სკოლის მოსწავლეები არ არიან ისინი, ვინც ციფრულ სამყაროს დაუსრულებლად იკვლევენ. ამიტომ, თიბისიში 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის IT აკადემია შექმნეს, რომელმაც 2019 წლიდან 1000-მდე მონაწილეს გაუკვალა გზა ტექნოლოგიების სამყაროში, მათგან 300-მდე კურსდამთავრებული კი თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებშია დასაქმებული. შესაძლოა სრულიად სხვა სფეროში მუშაობდეთ ან ახლა იწყებდეთ კარიერული გზის ძიებას, მაგრამ თუ ციფრული სამყაროთი ინტერესდებით, IT აკადემია საუკეთესო დასაწყისია. პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით იმუშავებთ რეალურ პროექტებზე და განათლებით შექმნით ისეთ ამბავს, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი გეგონათ. 

თიბისი კამპუსი

თუ ტექნოლოგიების გარდა ბიზნეს მიმართულებებიც გაინტერესებთ, უნივერსიტეტისგან სრულიად განსხვავებულ სივრცეში - თიბისი კამპუსი გელოდებათ. აქ 18–24 წლის სტუდენტები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებით დღეს ყველაზე მოთხოვნად დისციპლინებს დაეუფლებით. ანუ, თუ გაინტერესებთ თანამედროვე ბიზნეს მიმართულებები, გსურთ ამ დარგის წარმატებული პროფესიონალების გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური პროექტების დამოუკიდებლად შექმნა, თიბისი კამპუსში ამისთვის საჭირო მხიარულ და საინტერესო გარემოს დაგახვედრებთ.

განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისის ყველა ჩამოთვლილ პროგრამასა და კურსს სრულად აფინანსებს და მონაწილეებისთვის სწავლა უფასოა. 

თუ შენც გჯერა, რომ განათლება შეუძლებელს შეგაძლებინებს და სექტემბერი შენი ამ ამბის საუკეთესო დასაწყისია, არ გამოგრჩეს სასურველ პროგრამაზე რეგისტრაცია. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ახალციხური ყველის გზა თბილისის პრემიუმ სასტუმროებამდე - კომპანია „ელია“ წარმოების გაფართოებას გეგმავს

09.09.2025.16:00

სამცხე-ჯავახეთში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო ელია•Elia, რომელიც ახალციხეში საკუთარ ფერმასა და ყველის საწარმოს ფლობს. „ელიამ“ „გემო ფესტზე“ სამი პროდუქტი წარმოადგინა: ქადა სენდვიჩი ტენილი ყველით, სალათი ტენილი ყველით, ქადა სენდვიჩი გამომშრალი ხორცით.

როგორც „ელიას“ მფლობელი ილია ინასარიძე განმარტავს, „გემო ფესტმა“ საკმაოდ კარგად ჩაიარა და გაყიდვებითაც კმაყოფილია. 

„კარგი აქტიურობა იყო და მოლოდინმაც გაამართლა. ზოგადად, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა ჩვენს ცნობადობას ძალიან ზრდის,“ — აცხადებს ილია ინასარიძე.

სამომავლოდ „ელია“ საკუთარი სამზარეულოს მიმართულების განვითარებას აპირებს. გეგმებშია სასტუმროს მშენებლობაც, თუმცა მანამდე „ელია“ ყველის წარმოების გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობს. 

„ჩვენი საწარმო 4 წელია ბაზარზეა და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. მანამდე იყო ოჯახური წარმოება. საწარმოში ძირითადად ტენილ ყველს ვამზადებთ, რაც ჩვენი ოჯახის ცოდნიდან გამომდინარეობს. ტენილი ყველი არის მესხური ყველი და ის ძალიან გემრიელია. ტენილი ყველი ყველას მოსწონს, თუმცა ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სასტუმროს ქსელები. გეტყვით, რომ ჩვენი ტენილი ყველი წარმოდგენილია ისეთ ცნობილ სასტუმროებში, როგორებიც არის „ბილტმორი“, „პარაგრაფი“, ასევე ვართ „გიუანში“ და ასე შემდეგ. 

წლიდან წლამდე გაყიდვების მინიმუმ 20%-იანი ზრდა გვაქვს. ცნობადობის გაზრდასთან ერთად იზრდება გაყიდვებიც და წარმოებაც. 

„ელიას“ მფლობელობაში არის ფერმაც და გვყავს ადგილობრივი ჯიშის ძროხები. რძის დიდი წარმოებით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ ხარისხიან რძეს იძლევიან. დაავადებებზე მეტად გამძლე ჯიშებია და ტენილ ყველსაც სჭირდება ადგილობრივი ჯიშის ძროხებისგან მიღებული რძე, რომ ის გემოვნური თვისებები ჰქონდეს, რაც რეალურად „ელიას“ მიერ წარმოებულ ყველს აქვს,“ — განმარტავს ილია ინასარიძე. 

სამომავლოდ „ელია“ ტენილი ყველით სუპერმარკეტებში შესვლასაც განიხილავს. 

„ნელ-ნელა მივდივარ იმისკენ, რომ ჩვენი ყველი სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ, თუმცა ამისათვის წარმოება უნდა გავზარდო. დღეს, რასაც ვაწარმოებ, მისი მომხმარებელი გვყავს. გაფართოების მიმართულებით ჯერ მიწოდების ქსელია ასაწყობი, ასევე რძის წარმოების მოცულობებია გასაზრდელი,“ — აცხადებს „ელიას“ მფლობელი. 

„ელიას“ საწარმო ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარეობს და წარმოების საწყის ეტაპზე მან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობითაც ისარგებლა, ხოლო შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორთან გააგრძელა თანამშრომლობა და კომპანიამ „ფАО“-დანაც მიიღო გარკვეული დახმარება. 

დღეისათვის „ელიას“ საწარმო მხოლოდ 30%-ითაა დატვირთული.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა