მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. მომავლის პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი, პარტნიორებთან ერთად STEM მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა 

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი - STEM სკოლა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით მოსწავლეების დაინტერესებასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

სწორედ ამ მიზნით, VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის და მეცნიერების მიმართულებით.

STEM სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, დისტანციურად დაესწრონ გაკვეთილებს და მიიღონ ხარისხიანი განათლება.

განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 90 სტიპენდიატს ასახელებს და მათ სწავლის ხარჯებს უფინანსებს - 60 მოსწავლეს სრულად, ხოლო 30-ს ნაწილობრივ.

წელს STEM სკოლაში უკვე 2000-მდე მოსწავლემ ისწავლა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატების რაოდენობა კი 300-ზე მეტია.

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა

STEM მიმართულებით განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM ოლიმპიადას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში კი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

STEM ოლიმპიადაში წელს მონაწილეობა 150-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს კი საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცა.

სულ მალე STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, მოემზადონ ოლიმპიადის დავალებებისთვის, გაიუმჯობესონ ცოდნა და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:ganatleba.bog.ge

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ღვინის წარმოებით დაკავებული TOP 5 საწარმო

24.12.2025.19:00

საქართველო ღვინის წარმოების კუთხით ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. საინტერესოა ვინ არიან დარგის ლიდერები.

Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელი კომპანიების top 5.

  • სს ბადაგონი
  • შპს Bolero & Company
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  •  შპს მოსავლის მართვის კომპანია

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მფლობელები.

სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია  მარინა გიორგაძე.

შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.

შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.

შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 04/08/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა