რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის
საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება და მუშაობა ემიგრანტებს ახალი გამოცდილებების, შესაძლებლობებისა თუ გამოწვევების წინაშე აყენებს. ამ პროცესებში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საბანკო სერვისებსა და პროდუქტებზე შეუფერხებელ წვდომას, რაც არა მხოლოდ კომფორტს, არამედ ფინანსურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.
დიდი ხანია, რაც საქართველოს ბანკი ემიგრანტების საჭიროებებს ზედმიწევნით შეისწავლის და მათთვის სანდო, მოქნილ და თანამედროვე ფინანსურ შესაძლებლობებს ქმნის. თუ ემიგრანტი ხარ, საკუთარი ფინანსების მართვა საქართველოს ბანკთან ერთად შენთვის გაცილებით მარტივი და უსაფრთხოა, იმის მიუხედავად, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფები.
დისტანციური მომსახურება — ციფრული არხებით სრული საბანკო მომსახურება შენივე მობილურიდან შეგიძლია მიიღო, რაც გულისხმობს: თანხის გადარიცხვას ოჯახის წევრებისთვის, კომუნალური თუ სხვა გადასახადების დაფარვას, ვალუტის კონვერტაციას, უკვე აღებული სესხების კონტროლს, ანაბრის გახსნას და ა.შ. საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან ოპერაციები ერთი სივრციდან მართო.
დისტანციური და უფასო კონსულტაცია — თუ ბარათის გახსნა გსურს, ანაბრით დაინტერესდი ან შენს საკრედიტო შესაძლებლობებზე სრული ინფორმაცია გინდა მიიღო, კონსულტაცია შეგიძლია მოითხოვო. შენი საკონტაქტო ინფორმაცია იმ პროდუქტის შესაბამის ბმულზე უნდა დატოვო, რომლითაც დაინტერესდი, ჩვენ კი ნებისმიერ ქვეყანაში დაგიკავშირდებით. ასევე, მობილბანკსა და სხვა ციფრულ არხებში ჩატით 24 საათის განმავლობაში შეგიძლია ისარგებლო და პასუხი ნებისმიერ კითხვაზე მიიღო.
ანგარიშის გახსნა დისტანციურად — თუ ჯერ კიდევ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ანგარიშის გახსნა ნებისმიერი ქვეყნიდან დისტანციურად შეგიძლია. ამისთვის, საქართველოს ბანკის მობილბანკი უნდა გადმოწერო და ქართული პასპორტით ან პირადობის მოწმობით უნდა დარეგისტრირდე. ანგარიშის გახსნის სრულ ინსტრუქციას აქნახავ, რეგისტრაციას კი ამ ბმულზე შეძლებ, მთელ პროცესს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.
ნაღდი ფულის საკუთარ ანგარიშზე დასმა — როგორც წესი, თანხას საქართველოში ოჯახის წევრს ან სხვა ახლობელს უგზავნი ხოლმე. მაგრამ იცოდი, რომ საკუთარ ანგარიშზე დასმა და შემდეგ მისი სურვილისამებრ განკარგვაც შეგიძლია? ამისთვის დამატებით არაფერი გჭირდება: გზავნილების ცენტრიდან უბრალოდ შენს სახელსა და გვარზე გაგზავნი თანხას და მობილბანკის საშუალებით პირად ანგარიშზე დაისვამ. ან სულაც ოპერატორს პირადი ანგარიშის ნომერს უკარნახებ. თუ ჯერ არ გაქვს პირადი ანგარიში საქართველოს ბანკში, ამასაც სულ მარტივად გახსნი მინდობილობის და მესამე პირის ინფორმირების გარეშე. ეს კი საშუალებას მოგცემს შენ მიერ გამომუშავებული თანხა მთლიანად თავად განკარგო.
საკრედიტო შესაძლებლობების დათვლა დისტანციურად — თუ იპოთეკური სესხის აღებას გეგმავ ან ამ ეტაპზე მხოლოდ შენი საკრედიტო შესაძლებლობები გაინტერესებს, ინფორმაციის მიღებას დისტანციურად შეძლებ. ამ ბმულზე უნდა შეავსო განაცხადი და დარეგისტრირდე, განაცხადის მიღებიდან მალევე დაგიკავშირდებით და სესხის პირობებს შენთან ერთად განვიხილავთ. სამომხმარებლო სესხის მოთხოვნა კი აქშეგიძლია, სადაც სესხის კალკულატორსაც ნახავ და თანხების დაანგარიშებას თავადაც შეძლებ.
გათამაშებები/ აქციები — გამარტივებული საბანკო ოპერაციების გარდა, საქართველოს ბანკი გათამაშებებისა და აქციების სახით დამატებით ფინანსურ სარგებელს გთავაზობს. გზავნილების აქციის ფარგლებში, 500 ლარით ყოველდღიურად, 5000 ლარით კი ყოველკვირეულად ემიგრანტები უკვე დასაჩუქრდნენ. ხოლო გაორმაგებული გზავნილების აქციის პერიოდში, ყოველ კვირა ერთი მომხმარებლის განაღდებული თანხა ორმაგდებოდა. მომავალი გათამაშებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციას აქ შეგიძლია ადევნო თვალი.
აქტივობები და ემიგრანტების ფეისბუქ ჯგუფი
საქართველოს ბანკი ემიგრანტებს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ კულტურული და სოციალური აქტივობებითაც უჭერს მხარს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურული ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, სადაც ემიგრანტებს ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ახალი კავშირების დამყარება შეგიძლიათ. მაგალითად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ათენში მცხოვრებმა ქართველებმა თბილისობა აღნიშნეს, ხოლო ირლანდიაში მყოფმა ემიგრანტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს.
იმისათვის, რომ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია პირდაპირ ბანკისგან მიიღო, არ გამოგრჩეს სიახლეები და შენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მარტივად იპოვო, ფეისბუქის ჯგუფი, სახელად საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის, შეიქმნა. ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ ბანკთან პირდაპირი კომუნიკაცია გექნება ნებისმიერი ქვეყნიდან, სიახლეებს პირველი გაიგებ და სხვა ემიგრანტების გამოცდილებასაც გაიზიარებ.
თუ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ემიგრანტების ჯგუფის წევრი ჯერ არ ხარ, ამ ბმულიდან შეგიძლია შემოგვიერთდე. ემიგრანტებისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ რჩევებსა და საჭირო ინფორმაციას აქ შეგიძლია გაეცნო.
სხვა სიახლეები
01.08.2025.18:00
„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ახალ სეზონზე კი კომპანია მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.
„ახალ სეზონს გაფართოებული სივრცით შევხვდით. აქამდე სტუმრებს ვიღებდით მხოლოდ ერთ დარბაზში. წელს კი გაფართოვდა ეზოს ტერიტორია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ. დავამატეთ დარბაზი ქვედა სართულზე, სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით. მას აქვს უნიკალური კონცეფცია, რომელიც შეიმუშავა იმავე დიზაინერულმა ჯგუფმა (DODO Designs),
რომელიც ჩვენს სივრცეს საწყისი ეტაპიდან, დღემდე ქმნის და ავითარებს.
ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია სტუმრების მიღება რამდენიმე განსხვავებულ სივრცეში. მარანს აქვს შესაძლებლობა, ერთდროულად უმასპინძლოს სხვადასხვა ჯგუფს: შესაძლებელია ერთ დარბაზში იმართებოდეს ერთი ღონისძიება, ხოლო მეორეში მეორე.
სივრცეების და შესაძლებლობების გაფართოების შედეგად, სტუმრებს უკვე ვთავაზობთ მომსახურებას ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ეს არის ჩვენი მთავარი სიახლე მიმდინარე სეზონისთვის. თუმცა, პარალელურად დავიწყეთ სასტუმრო მიმართულების განვითარებაც. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და შემდეგი ზაფხულის სეზონისთვის მზად ვიქნებით, რომ სტუმრებს ვუმასპინძლოთ. კერძების მიმართულებით განსაკუთრებული სიახლეები ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა დავამატეთ მეორე ბარი და მენიუში განვათავსეთ ახალი კოქტეილები, რაც დამატებით მრავალფეროვნებას ქმნის.
ახალ სივრცეში გამორჩეული, უნიკალური დიზაინია. გვაქვს ბუხრის კუთხე რბილი დასაჯდომებით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ცივ სეზონზე, შემოდგომის მიწურულიდან ზამთრის განმავლობაში. ბუხრის სივრცე ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა “, - ამბობს სალომე ლეკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ობიექტის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„რემონტის გამო ოდნავ დაგვიანებით გავხსენით, თუმცა აშკარად შეინიშნება ვიზიტორთა მატება. გვყავს როგორც ბევრი ადგილობრივი, ქართველი ტურისტი, ასევე მრავლად არიან უცხოელი სტუმრებიც “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
„ჭრებალოს მარანი“ აქტიურად გეგმავს გაფართოებას ტურისტული მიმართულებით და ბუტიკური სასტუმროს შექმნას.
„ჩვენი მიზანი, სასტუმროს მიმართულებით ტურისტული პოტენციალის განვითარებაა. ვგეგმავთ ბუტიკური ტიპის სასტუმროს შექმნას, რომელსაც ექნება უნიკალური დიზაინი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს მარნის სივრცეს, რომლის კონცეფციაც თავიდანვე განსაკუთრებული ვიზუალით გამოირჩეოდა.
კომპანია “დოდო დიზაინსთან” და არქიტექტორ პავლე მაისურაძესთან თანამშრომლობით შეიქმნა ძალიან საინტერესო კონცეფცია. ეს იქნება 8 ერთმანრთისგან სრულიად განსხვავებული დიზაინის ოთახი, რაც შთაგონებულია რაჭის ადგილობრივი ყურძნის ჯიშებით, როგორიცაა თეთრა, მწვანე, ცოლიკაური სხვა. თითოეული ოთახი ატარებს ამ ყურძნის ჯიშების სახელებს.
გვაქვს სურვილი, ერთ სივრცეში შევთავაზოთ სტუმრებს მაქსიმალურად კომფორტული და მრავალფეროვანი მომსახურება. ეს ჩვენი განვითარების მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.
სასტუმროს შემდეგ კი ვგეგმავთ მომსახურების არეალის კიდევ უფრო გაფართოებას “, - აღნიშნავს სალომე ლეკიშვილი.
ცნობისთვის, „ჭრებალოს მარანი“ სარესტორნო სივრცის გარდა საკუთარ ღვინოსაც ფლობს და აწარმოებს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.